გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

access_time2020-11-25 11:00:46

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.

 

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი ფუნქცია დაეკისრება. არქიტექტურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ -1, სარდაფის სართულზე 104 ადამიანზე გათვლილი კინოდარბაზი განთავსდება. შენობის ნულ სართულზე კი ცენტრალური კინო დარბაზი მოეწყობა, რომელიც 165-170 ადამიანზეა გათვლილი. ვესტიბიულში ასევე იგეგმება კინო მუზეუმის, კინო ბიბლიოთეკის კაფის ფუნქციით და მცირე რესტორანის მოწყობა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შენობა სასტუმროს ფუნქციას შეიძენს. 1, 2, 3, 4 და 5 სართულებზე სასტუმროს ნომრები განთავსდება, სასტუმროსთვის საჭირო დამხმარე ფართებით, ერთი გამონაკლისით, რომ მე-4 სართულზე კინო-ბარი ლაუნჯი და ტერასაა დამატებული.

 



განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პროექტით შენობის პირვანდელი სახის დაბრუნება იგეგმება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რეკონსტრუქციის ნაწილში დეკორით შემკული სვეტების, ჭერების და კიბის უჯრედების რესტავრაციაა განსაზღვრული. ასევე მოხდება ფასადისა და ქანდაკების რესტავრაცია.

 

რაც შეეხება არქიტექტურულ კონცეფციას. ავტორები წერენ, რომ პროექტის მთავარი მიზანია, რომ შენობას შეუნარჩუნდეს მისი ძირითადი კინოს ფუნქცია, მიმართულება და მის გარშემო აეწყოს სრულიად პროექტი, რაზეც მათი თქმით, შენობის ცენტრში არსებული ცენტრალური კინო დარბაზი მეტყველებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ნულ სართულზე განთავსებული ატრიუმი წარმოადგენს პროექტის მთავარ ღერძს-გულს.


 

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ პროექტის დამატებითი ფუნქციები კინოთეატრის შემადგენელი ნაწილია და მის უკეთ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. მაგალითად მათ სასტუმრო მოჰყავთ და ამბობენ, რომ ის კინოფესტივალების ჩატარების დროს დაიტვირთება.

 



ოფიციალურ დოკუმენტში პროექტის ავტორები წერენ, რომ კინოთეატრ რუსთაველის ისტორიული შენობა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გვერდით თითქოს დაიკარგა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს ძველი და ახალი არქიტექტურის შერწყმა. რაც მათი აზრით, წინა პლანზე წამოწევს იმ ექსპრესიას და დრამატურგიას რაც კინო ხელოვნებას ახასიათებს.

 

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პროექტის ავტორები განმარტებით ბარათში ამახვილებენ ყურადღებას შენობის სახურავია. ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსთაველის გამზირზე არსებულ ისტორიულ შენობებს სხვადასხვა ტიპის, ფორმის სახურავების თემატიკა ახასიათებთ. მათი განმარტებით, ახალი მოცულობაც ზუსტად ამის გამოძახილია თანამედროვე პერიფრაზებით და ისტორიული მასალების ახლებური გამოყენებით.





ბაჩო ადამია

თეგები:
რუსთაველი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up