გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

access_time2020-08-12 10:00:12

ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.


Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას, განსაკუთრებით კი ბინის გამქირავებლებმა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფასების ახალ ტენდენციასთან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ Galt&Taggart-ის უფროს ანალიტიკოსს კახა სამყურაშვილს დაუკავშირდა.


კახა სამყურაშვილის განცხადებით, ბაზარზე ბინების რაოდენობის მატება ქირის ფასის შემცირების განმაპირობებელი ფაქტორია და თუ ტურისტული აქტივობები არ აღდგა, გაქირავების ბაზარს მძიმე ტვირთად დააწვება.


„მაისსა და ივნისში ახალი ბინების გაყიდვების ფასი შემცირდა, თუმცა ეს იყო დაახლოებით 8-9%-იანი და ასეთი მერყეობა არა მარტო ამ თვეებში, ზოგადად, ხშირად ხდება ხოლმე, შესაბამისად იმის თქმა რომ ტრენდი შეიცვალა ძალიან ნაადრევი იქნება და მომდევნო თვეების მოვლენებსაც უნდა დაველოდოთ.



რაც შეეხება ქირის ფასს, 2020 წლის მეორე კვარტალში ცალსახად გამოჩნდა დაახლოებით 11%-იანი კლება, რაც ტურიზმის კრიზისის ფონზე ძალიან ბუნებრივია. Airbnb-ის უამრავი ბინა თავისუფალია და შეიძლება ამ მასპინძლებმა არჩიეს გრძელვადიანად გაქირავების პოლიტიკა.


იმ პირობებში როდესაც კონკრეტული სესხები სუბსიდირებულია, მოლოდინი გვაქვს, რომ გაყიდვების ტემპი წლის მეორე ნახევარში თითქმის იგივე იქნება რაც წინა წელს იყო, ეს კი წლიურ ჭრილში გაყიდვების დაახლოებით 15%-იან კლებას გულისხმობს. ეს ფასების კლების ტემპს შეამცირებს, რადგან ამ მიმართულებით მოთხოვნა დაგენერირდება. რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ისეთმა ადამიანებმა შეიძინონ ბინა, ვინც საერთოდ არ გეგმავდა უძრავი ქონების შეძენას ან უბრალოდ სამომავლოდ ჰქონდა გათვლილი. ამ სიტუაციის ფონზე, მოთხოვნა დროში ადრე გადმოინაცვლებს და ეს წარმოქმნილი დანაკლისი გავლენას მომავალ წლებზეც იქონიებს.


ზოგადად სანამ ტურიზმის სექტორი არ აღდგება და გაურკვევლობის ფაქტორი არ მოიხსნება ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია“,- განმარტავს კახა სამყურაშვილი.


შეგახსენებთ, რომ Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, 2020 წლის ივნისში Area.ge-ზე განთავსებული განცხადებების საშუალო შეწონილი ფასი შემცირდა 817 აშშ დოლარამდე (870 აშშ დოლარიდან) დეველოპერების შემთხვევაში და 846 აშშ დოლარამდე (893 აშშ დოლარიდან) კერძო ინვესტორების შემთხვევაში. 2020 წლის მარტსა და აპრილში შემცირების შემდეგ, ბინის გაყიდვის ახალი განცხადებები კვლავ გაიზარდა 2020 წლის მაისიდან

 

შედარებით სწრაფად ახალ გამოწვევებზე უძრავი ქონების ქირის ბაზარი რეაგირებს - ქირის ინდექსი აშშ დოლარში წლიურად შემცირდა 10.7%-ით შემცირდა წლის დასაწყისთან შედარებით.


ანი ცარციძე

თეგები:
Galt&Taggart



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up