გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?

access_time2019-11-22 11:26:16

თბილისის სამშენებლო სექტორის აუცილებელი რეფორმის არასასურველი შედეგები, გვერდითი ეფექტები, უკვე სახეზეა და მათზე რეაგირება კომპლექსური მიდგომით, შეიძლება ითქვას, გადაუდებელი ამოცანაა.


რეგულაციებში არის ისეთი ახალი ნორმები, რომელთა მყისიერი ამოქმედება არ იყო აუცილებელი. მაგალითად, ერთ–ერთი სამშენებლო კომპანია შეამოწმეს და დააჯარიმეს იმის გამო, რომ მეალმეს არ ჰქონდა სერტიფიკატი. არა, მეალმე ჰყავდა კომპანიას, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ახალი რეგულაციების მოთხოვნის შესაბამისი სერტიფიკატი, კომპანია დაჯარიმდა. მშენებლობაზე მეალმე ის ადამიანია, რომელიც ამწე კრანის ოპერატორს ალმით მიანიშნებს ისრის და შესაბამისად, მასზე დაკიდებული ტვირთის აწევის, გადაადგილების და დაშვების მიმართულებას.


ვიდრე საქმე ჯარიმამდე, ან მშენებლობის კანონის დაცვით მიმდინარეობის დადასტურებამდე მივა, პროცესს სჭირდება შემოწმების გავლა, რომელსაც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები ატარებენ. „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი პრობლემას ამ შემმოწმებლების რაოდენობის სიმცირეში და მათ დაბალ ანაზღაურებაში ხედავს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მშენებლობის პროცესს.


„დღეს, მერიის ურბანულ სამსახურში 5-ჯერ ნაკლები შემმოწმებელი მუშაობს, ვიდრე საჭიროა (რომელთა მოვალეობაშიც პროექტის შემოწმება შედის). რეალურად 5–ჯერ მეტი ასეთი კადრია საჭირო. უკვე დიდი ხანია, მუნიციპალიტეტის მთავრობას გამოცხადებული აქვს ვაკანსიაც, მაგრამ ასეთი კვალიფიკაციის სპეციალისტები საჯარო უწყებაში არსებულ ხელფასზე არ იმუშავებენ. შესაბამისად, შეუვსებელია ვაკანტური ადგილები და მენაშენეებსაც რიგში უწევთ დგომა“, – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.


ზემოხსენებული პრობლემები მცირე ჩამონათვალია იმ „გვერდითი ეფექტებისა“, რომლებიც ახალი რეგულაციების, შეიძლება ითქვას, მყისიერი შემოღების შედეგად გაჩნდა. ყველაზე პრობლემური კი ის არის, რომ გარკვეული დარღვევების შემთხვევაში მშენებლობები საერთოდ ჩერდება და, შესაბამისად, ფერხდება ეკონომიკის დარგი, რომელზეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7,24% მოდის. ამას თუ დავამატებთ იმ ბიზნესებს (საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა, ნივთები, ავეჯი, სარემონტო მასალები და სხვ.), გამოდის, რომ სამშენებლო სექტორი პირდაპირ და ირიბად ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის 30%–ს აჭარბებს.



აქედან გამომდინარე, „მენაშენეთა ასოციაციაში“ მიაჩნიათ, რომ რეგულაციები აუცილებელი, მაგრამ ეტაპობრივად დასანერგი იყო.


„ვეთანხმებით ამ ნორმებს, ევროპულ სტანდარტებს და არ მგონია ჩემზე მეტად ვინმეს უნდოდეს მშენებლობის განვითარების ახალ საფეხურზე ასვლა, მაგრამ მხოლოდ ამ სეგმენტით ხომ ვერ გადავა ქვეყანა ახალ სტანდარტებზე, მარტო მშენებლობა ხომ არ უნდა განვავითაროთ? იგივე, მაგალითად, დასავლური სტანდარტებით პოლიციელი უნდა აბარებდეს გარკვეულ ნორმატივებს, 15 წუთში უნდა გაირბინოს რაღაც მანძილი, პირობითად 10–ჯერ უნდა აიზიდოს ძელზე და ა.შ. დავუშვათ, მე–12 სართულზე ხდება დანაშაული და ლიფტი არ არის – პოლიციელმა ხომ უნდა შეძლოს შემთხვევის ადგილამდე მისვლა? და რა ხდება, თუ პოლიციელი ამ ნორმატივებს ვერ აბარებს? – გავუშვათ სამსახურიდან? ათიდან რვა პოლიციელს ხომ არ დავითხოვთ სამსახურიდან?“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.


მისივე თქმით, სამშენებლო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 90%–ით არის შემცირებული. ამის ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზი მერიის მიერ ნებართვების გაცემის გამკაცრებაცაა. მერიის ახალი პოლიტიკის შედეგად 63%–ით შემცირდა ნებართვების გაცემა, უშუალოდ მშენებლობები კი 50%–ით შეიკვეცა.


ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ მშენებლობაში ინვესტირება ნებართვის გაცემის შემდეგ იწყება. არ არსებობს ნებართვა – არ არის ინვესტიცია. ხშირად ისეც ხდება, რომ საქართველოში ჩამოტანილი ათობით მილიონი დოლარი, ნებართვის ვერმიღების გამო, სხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში გაედინება, სადაც სულ რაღაც 2 წლის წინ თითქმის არავინ დებდა ფულს მშენებლობაში.


მენაშენეები ფიქრობენ, რომ სამშენებლო სექტორთან მიმართებაში კომპლექსური ზომების მიღებაა საჭირო იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს რეგულაციების გვერდითი ეფექტები და გზა გაეხსნას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის ამ უმნიშვნელოვანეს დარში.


შესაბამისად - გაზრდილი ბიუროკრატიის გამო მივიღებთ ეკონომიკის შემცირებას, ხოლო რეგულაციების შედეგად ვიღებთ გაძვირებულ ბინებს. დაახლოებით 100$-ით უკვე გაძვირებულია თვითღირებულება და შესაბამისად ეს ნელ-ნელა უკვე გასაყიდ ფასშიც პოვებს ასახვას.



(NS)





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...


მსგავსი სიახლეები

up