გაქცეულ ინფლაციას ვერც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება შეამცირებს

გაქცეულ ინფლაციას ვერც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება შეამცირებს

access_time2021-12-13 11:00:12

ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, მაგრამ გაქცეული ინფლაციის მოსათოკად ეს ღონისძიება არასაკმარისია. ფასების შემცირებას არც ბიზნესი ელოდება და არც ექსპერტები პროგნოზირებენ. შესაბამის პირობებს ჯერჯერობით ვერც გლობალური მოცემულობა ქმნის, სადაც ფასები ზრდის ტენდენციით ხასიათდება.



როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია განმარტავს, 10,5%-იანი რეფინანსირების განაკვეთი ის ნიშნულია, რითაც ეკონომიკის ამოქოქვა რთული და ამავდროულად წარმოუდგენელიცაა.



„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და არც დღეს ვცვლით პოზიციას - მომხრე ვართ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მინიმალურ დონეზე იქნას დაყვანილი. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში სავალუტო ბაზარზე იყოს სპეკულაციები. ეს გამოიხატება კიდეც იმაში, რომ ამ რეგიონში ერთ-ერთი  ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები საქართველოშია. იმის მაგივრად, რომ ხელმისაწვდომი იყოს გრძელვადიანი და იაფი კრედიტები, ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხის გადაწყვეტას საშველი არ დაადგა. ამიტომ ვამბობ, რომ ეროვნულ ბანკში საჭიროა შეიცვალოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ჩადგეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფერხულში. სამწუხაროდ, ამის სურვილი არ ჩანს“, - აცხადებს ნიკა შენგელია.



მისი თქმით, მიდგომა, რომ პანდემიაა და ამის გამო არ იცვლება მონეტარული პოლიტიკა, გაუმართლებელია.




,,ის შეცდომები, რითაც წლების განმავლობაში იმართებოდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, აგრეთვე სავალუტო კურსი, პანდემიით არ უნდა გადაიფაროს. ამის საფუძველს რეალურად ვერ ვხედავ, როცა მეზობელ ქვეყნებს გაცილებით ნაკლები საპროცენტო განაკვეთები აქვთ. გარდა იმისა, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები მსესხებლებისთვის ყოველთვის იყო ტვირთი, გაუჭირდება ბიზნესსაც, რადგან ფული არის ძვირი. შექმნილ სიტუაციაში სებ-ის მხრიდან ჰუმანური ნაბიჯი იქნება, რომ სამომავლოდ  0,5%-ით მაინც შეამცირონ“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ნიკა შენგელია.


ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ინფლაციის  შემცირება შეიძლება დაიწყოს თებერვლის ბოლოდან, განსაკუთრებით მარტიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფასები პროდუქციასა და მომსახურებაზე შემცირდება. საუკეთესო შემთხვევაში, შენარჩუნდება.



რაც შეეხება მსოფლიოს, იმ შემთხვევაში კი, თუ  ოპეკი+ არ გაითვალისწინებს თეთრი სახლის მოთხოვნას, რომ გაიზარდოს ნავთობმოპოვების მოცულობა, 2022 წელს შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდეს.



ამდენად, როგორც სპეციალისტები თვლიან, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ქვეყანაში ბიზნესის აქტიურობას შეასუსტებს. ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, სებ-ის გადაწყვეტილება შედეგს გრძელვადიან პერიოდში მოიტანს და პრობლემას განსაკუთრებით ბიზნესს შეუქმნის.



,,სებ-ის მხრიდან გამკაცრებისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება იწვევს ერთობლივი მოხმარების კლებას. შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების შესყიდვისთვის ნაკლები ფული დაიხარჯება, რაც ბიზნესის აქტიურობის შესუსტებას გამოიწვევს. ამით ეროვნული ბანკი ცდილობს გამოასწოროს შეცდომა, როცა ინფლაციის მაღალი ზრდა დაუშვა. მექანიზმი მარტივია,  როცა იზრდება რეფინანსირების განაკვეთი, შესაბამისად, ბანკები ზრდიან განაკვეთს და სესხი ძვირდება, ეს კი იწვევს ეკონომიკიდან ფულის ამოღებას. შედეგად მივიღებთ ორ რამეს - ინფლაციური პროცესის მოთოკვას და საერთო მოხმარების შემცირებას. სწორედ პირველს იმედოვნებს სებ-ი და უგულვებელყოფს მეორე ძალიან მნიშვნელოვან მომენტს”, - აცხადებს  ელიავა ,,კომერსანტთან“.



საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პპ-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს. 

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up