„განხილვაში კორპუსების ამხანაგობებიც უნდა ჩაერთონ“ - რედკო პარკინგზე ელექტროდამტენების დამონტაჟების სამთავრობო ინიციატივაზე

„განხილვაში კორპუსების ამხანაგობებიც უნდა ჩაერთონ“ - რედკო პარკინგზე ელექტროდამტენების დამონტაჟების სამთავრობო ინიციატივაზე

access_time2017-07-10 17:45:22

მთავრობის ინიციტივა, რომელიც დეველოპერულ კომპანიებს ელექტროსატენების მონტაჟს დაავალდებულებს, დეველოპერული ბიზნესი იწონებს, თუმცა, აღიარებს, რომ ეს უძრავი ქონების ფასს გაზრდის. დეველოპერული კომპანია „რედკოს პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური განმარტვს,რომ აღნიშნული ინიციატივა ჯერ მხოლოდ იდეს დონეზეა, თუმცა, მისი სისტემაში ჩაშვებამდე და ამ ფორმით ამოქმედებამდე კონსულტაციებია საჭირო.

 

კუნელაურის მტკიცებით ,საბოლოო ჯამში ყველა პროექტი ამხანაგობისთვისაა გამიზნული. ამიტომ, საჭიროა, რომ განხილვაში დეველოპერებთან ერთად დასრულებული კორპუსების უკვე მოქმედი ამხანაგობების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. „მათი აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, კერძოდ, რამდენად შესწევთ უნარი ასეთი მაღალი ფასის და სპეციფიკაციის კორსპუსი შეინახონ-აცხადებს კუნელაური.

 

მისი განცხადებით, ყველა დამატებითი რეგულაცია და ახალი მოთხოვნა ქონებას აძვირებს. გამონაკლისი კი არც ეს რეგულაცია იქნება.


„ჩვენს ქვეყანაში უძრავი ქონების ფასი დაბალი არ არის. ეს გათვლილია საქართველოში მცხოვრებ ადამიანებზე, რათა მათ საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობსონ. დღეს ქვეყანაში არსბეული საბინაო ფონდი ავარიულ მდგომარეობაშია და მას განახლება სჭირდება. რეალურად, მშენებლობებს ხარვეზები აქვს, თუმცა, ეს გამოსასწორებელია. მაგალითად, უხარისხო არქიტექტურა, დაუსრულებელი მშენებლობა. ეს კი არავითარ კავშირში არ არის დამატებითი სერვისების შემოტანასთან. კარგი იქნება თუ ეს პრობლემები აღმოიფხვრება. თუმცა, როდესაც ამ პრობლემებს კიდევ ვუმატებთ დამატებით ახალ კომპონენტებს, საბოლოოოდ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაზრდის ფასს უძრავ ქონებაზე. ამის შესყიდვა კი რაც მოხმარებლისთვის რთული იქნება. არ გამოვრიცხავ იმას, რომ შესაძლოა, მოთხოვნა გაჩნდეს უფრო მდიდარი სეგმენტისგან, უცხოელებისგან. თუმცა, ეს სეგმენტი საქართველოში მცირეა-აცხადებს კუნელაური.

 

მისი შეფასებით, მთავრობის აღნიშნულ ინიციატივას დათვლა და გაანგარიშება სჭირდება. კუნელაურს განცხადებით, ის რომ ქალაქი ელექტრომობილებზე გადავიდეს და ამას მთავრობამ ხელი შეუწყოს, კარგია. თუმცა, აქ ყველა მხარის პოზიციაა გასათვალისწინებელი.

 



როგორც ცნობილია, დეველოპერებს, შესაძლოა, 5 ბინაზე ერთი ელექტროდამტენის დამონტაჟების ვალდებულება ჰქონდეთ, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა და ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ 5-წლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს ახალ რეგულაციებზე, რომელიც გულისხმობს ახალი ბინების მშენებლობის დროს ელექტროავტომობილების დამტენების დამონტაჟებას.

 


მნიშვნელოვანია თუ შევძლებთ და დიდი ალბათობით ეს გამოგვივა, რომ როდესაც ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდება, 5 საცხოვრებელ ბინაზე მოდიოდეს ერთი ელექტრომობილის დამტენი სადგომებში. ელექტრომობილი არის ჩვენი მომავალი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ. ადამიანებს გაცილებით ნაკლები ხარჯი უწევთ, რადგანაც მათ არ აქვთ ხარჯი ბენზინზე, გაზზე და ა.შ.,- განაცხადა კალაძემ.

 


საქართველოში ელექტრომობილების დამტენთა ქსელის განმავითარებელი კომპანია E-space-ში აცახდებენ,რომ ამ დროისთვის ქვეყანაში 1 ელექტროდამტენის მინიმალური ღირებულება(სტენდით) 2 870 ლარი ღირს. ამაში არ შედის მონტაჟის ღირებულება. კონპანიის ინფორმაციითვე, აპარტის მაქსიმალური ღირებულება თავისი სტენდით 5 570 ლარი ღირს.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up