განვითარებული ეკონომიკისა და ტოტალიტარიზმის სინთეზი - სინგაპურის მაგალითი

განვითარებული ეკონომიკისა და ტოტალიტარიზმის სინთეზი - სინგაპურის მაგალითი

access_time2021-11-28 20:00:20

ეკონომიკის უმაღლესი განვითარების და ტოტალიტარული სისტემის შეთასვება მსოფლიოსთვის უპრეცედენტო მასშტაბებში სინგაპურის ერთგვარი ბრენდი გახდა, ბოლო წლებში კი ეს სისტემა უახლესი ტექნოლოგიებით მყარდება.

სინგაპურს 1965 წლიდან ხელმძღვანელობს ერთი პარტია, - „სახალხო მოქმედება“ და მთავრობას მიაჩნია, რომ ასეთი ერთმმართველობა აყვავებას ხელს უწყობს.

სინგაპური მართლაც უმაღლეს ადგილზეა  ყველა ეკონომიკურ რეიტინგში და ამავე დროს ბოლო პოზიციებზე დემოკრატიის და თავისუფლების კუთხით. მაგალითად, მსოფლიოს ფინანსური ცენტრების რეიტინგში სინგაპური მე-4-ე, ციფრული განვითარების კუთხით მე-6-ზე, ამავე დროს სიტყვის თავისუფლების რეიტინგში 180-დან 160-ე ადგილზეა.

სინგაპური არავის უთმობს პირველობას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. 2021 წელს ქალაქში 2 მარშრუტზე მოძრაობა უპილოტო ავტობუსებმა დაიწყეს, რობოტები აქტიურად გამოიყენება მიტანის სერვისში და სასაწყობე მეურნეობების ბიზნესში.

მაღალი დონის ავტომატიზების გამოირჩევა ასევე სინგაპურის ქარხნები.

2014 წელს ქალაქ-სახელმწიფოს ხელისუფლებამ აამოქმედა პროგრამა „ჭკვიანი ერი“, რომელიც ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს სხვადასხვა დარგებში: სამთავრობო სერვისებში, უნაღდო ანგარიშსწორებაში და ა.შ.

„ეს ჩვენი ხედვაა. სინგაპური ჭკვიანი ადამიანების ქვეყანა უნდა იყოს და ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა ჩანდეს, სადაც სენსორების და ჭკვიანი გაჯეტების ქსელი ცხოვრებას უფრო კომფორტულს და ეკოლოგიურს ხდის,“ - განაცხადა სინგაპურის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ლი სიალუნმა.

პარალელურად სინგაპურში სწრაფად ვითარდება თვალთვალის და მოსახლეობის მასობრივი კონტროლის საშუალებები. ამ დროისთვის სინგაპურის ქუჩებში დამონტაჟებულია 90 000 ვიდეოთვალთვალის კამერა, 2030 წლისთვის მათი რაოდენობა 200 000-ს მიაღწევს. კამერების უმრავლესობა აღჭურვილია სახეების ამოცნობის სისტემით, რომლის ტესტირებაც სინგაპურის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო.


სინგაპური ასევე ქმნის საყოველთაო ეროვნულ ბიომეტრიულ ბაზას, რომელიც საპასპორტო კონტროლს გაამარტივებს და საბანკო ოპერაციების უსაფრთხოებას გაზრდის. პარალელურად ეს სისტემა პოლიციურ კონტროლს და თვალთვალსაც უკიდურესად გაამარტივებს.

სექტემბერში სინგაპურის ერთ-ერთ რაიონში პატრულირებას შეუდგნენ რობოტები, რომლების სპეციალური სენსორების და კამერების მეშვეობით სხვადასხვა დარღვევებს აფიქსირებენ, დაწყებული  სიგარეტის მოწევით დასრულებული საპროტესტო აქციებით. ყველაფერი ფიქსირდება ვიდეოზე და დღის ბოლოს პოლიციაში გადაიგზავნება.

პანდემიის დროს ქალაქის ქუჩებში რობოტი-ძაღლებიც გამოჩნდნენ. ისინი მოქალაქეების მიერ სოციალური დისტანციის დასვას აკონტროლებდნენ.
სინგაპურში ყველა და ყველაფერი მკაცრი კონტროლის ქვეშაა, ხოლო ქალაქ-სახელმწიფოში სხვადასხვა, მათ შორის, წვრილმანი დარღვევებისთვის უზარმაზარი ჯარიმების სისტემა საყოველთაოდ ცნობილია. მუდმივი და ტოტალური თვალთვალის სისტემის ახსნაა უსაფრთხოება.

„ეს არა მხოლოდ სინგაპურისთვისაა დამახასიათებელი, ყველა ქვეყანაში, როდესაც მთავრობას ადამიანების პირად ცხოვრებაში შეღწევა სურს, ის ამას ეროვნული უსაფრთხოებით ამართლებს. სინგაპურში ეს ძალიან ეფექტურად მოქმედებს. მთავრობას ყველა მონაცემთან წვდომა აქვს. ბევრი მიიჩნევს, რომ ჩემი აზრი ზედმეტობაა, თუმცა, არა მგონია, რომ მაშინ, როდესაც ერთპარტიულ რეჟიმში ცხოვრობთ, ჩემი აზრი ძალიან გადაჭარბებული იყოს,“ - ამბობს ადგილობრივი აქტივისტი ჯოლოვან უემი, რომელმაც რამდენიმეჯერ გამართა საპროტესტო აქციები და ამის გამო ციხეშიც იჯდა.

ექსპერტების აზრით, კონტროლის ის პრაქტიკა, რომელიც დასაწყისში ცალკეულ ჯგუფებზე ვრცელდება, შემდეგ მთელს ქვეყანაზე გადადის.

„ამა თუ იმ მეთოდების მოსინჯვა ჯერ კონკრეტული მიზნებით ხდება. მაგალითად, პანდემიის კუთხით, ან მიგრანტებზე, დატესტვის შემდეგ კი საყოველთაო პრაქტიკა ხდება,“ - მიიჩნევს უფლებადამცველი.

სინგაპურის უნივერსიტეტის პროფესორის ადრიან კუას თქმით, ქვეყნის მოსახლეობას ტექნოლოგიების უსიტყვოდ სჯერა.

„სინგაპურში ადამიანების არსებობის ტექნოლოგიურ მხარეს ზედმეტად დიდი ყურადღება ეთმობა. ჩვენ იმდენად გავერთეთ ამით, რომ ადამიანური მხარე დაგვავიწყდა. ჩვენ არ გვიჩნდება შეკითხვა - რატომ, და ვისთვის ვაკეთებთ ამას, და რა ადგილი უჭირავს ჩვენს საზოგადოებაში ადამიანს, მის ინდივიდუალურობას?“ - ამბობს პროფესორი.

წყარო: kommersant.ru

ავტორი: თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up