განვადებების შეზღუდვის შემდეგ ტექნიკის მაღაზიებს დატყმა დევალვაციამ მიაყენა

განვადებების შეზღუდვის შემდეგ ტექნიკის მაღაზიებს დატყმა დევალვაციამ მიაყენა

access_time2019-10-14 22:25:57

საქართველოში ტექნიკის მაღაზიებმა გადაწყვიტეს შეცვალონ მომსახურების პირობები და ბანკების გვერდის ავლით დაუმტკიცონ მომხმარებლებს შიდა განვადება. დოლარის კურსის ზრდის შემდეგ მაღაზიებში ფასი ყველგან გაზრდილია, პროდუქციის გაძვირებამ მომხმარებლის კლება გამოიწვია, რაც ბიზნესისთვის კრიზისის გამომწვევი ფაქტორი აღმოჩნდა.

ტექნიკის მაღაზიების დიდი ნაწილი შიდა განვადებაზე გადავიდნენ. ამის მიზეზი არის ლარის კურსის გამო გამოწვეული პრობლემები და ჩამოტანილ ტექნიკაზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა. თუ არ გაკეთდება შიდა განვადებები, გაყიდვები გაიყინება. ეს კი ზიანს მოუტანს ბიზნესს. ამჟამად ტექნიკით მოვაჭრე მაღაზიები რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან თვითღირებულება გაზრდილია დოლარის კურსის გამო და რეალიზაციის მაჩვენებელი კი დღითი დღე იკლებს. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა წვრილი ტექნიკის მაღაზიებში, რადგან მათი მთავარი საარსებო თანხა არის ე.წ. დღიური ნავაჭრი თანხა. ამიტომ ასეთ მაღაზიებში განსაკუთრებულად მწვავეა კლიენტების სიმცირე.

მერაბ ლოლაძეს ლილოს ბაზრობაზე აქვს ტექნიკის მაღაზია. იგი ადასტურებს, რომ შემცირებულია გაყიდული ტექნიკის რაოდენობა, რადგან ბოლო თვეებში ფასების გაზრდა იძულებით მოუწია.

„ნამდვილად არ გვიხარია ფასების მატება, კლიენტები კი ხშირ შემთხვევაში ჩვენი მიმართულებით ამბობენ საყვედურებს, მაგრამ, როცა ლარის ასეთი კურსია არც ერთი ლოგიკით არ იქნება ტექნიკა იმ ფასად, როდესაც დოლარი 2.70-ზე იყო. ეს დაუწერელი კანონია, თუმცა ადამიანებს ამის გაგება უჭირთ და მათიც მესმის. ახლა უფრო წვრილი და ყოველდღიური მოხმარტების ტექნიკა იყიდება - ჩაიდანი, უთო, ფენი და ა.შ. მაგრამ მათი ღირებულებაც კი გაზრდილია მინიმუმ 3-5 ლარით.

დოლარში მიწევს პროდუქციის შეძენა ან გამოწერა და მეც გამეზარდა ხარჯი. ხალხი რა ფასშიც ითხოვს იმ ფასში რომ გავყიდო, თვითღირებულებას ვერ ემოვიღებ და რა თქმა უნდა, წაგებაში წავალ. ლარის გაუფასურებამ ყველაფერზე იქონია გავლენა და არც ეს ბიზნესი დარჩა ხელშეუხებელი.

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, როგორც მცირე ბიზნესებზე ასევე ხალხზე, ახლა `მკვდარი პერიოდია~, მაგრამ არც საახალწლოდ ველოდები დიდ მოგებას და აქტიურ ვაჭრობას, რადგან საერთო სურათი ამის იმედს არანაირად არ მაძლევს~, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას მერაბ ლოლაძემ.

მომხმარებლები, საბანკო სესხითაც კი ვერ ახერხებენ სარგებლობას, მიმდინარე წლის რეგულაციების გამო. იმ ადამიანებს, ვისაც საოჯახო ტექნიკა სჭირდებათ, იძულებით უწევთ ახალ ფასებთან შეგუება, თუმცა მსყიდველთუნაურიანობა ძალიან დაბალია. შემცირებულია შიდა განვადებებიც და ამის ფონზე ტექნიკის რეალიზაციაც ძალიან დაბალია. მომხმარებლები „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ ფასი ლარის კურსის ასეთი მერყეობის შემდეგ საგრძნობლად არის გაზრდილი და უჭირთ ახალი შეძენის გაკეთება. მაია შეყილაძე საუბრისას აღნიშნავს, რომ ტექნიკის შეძენისგან უკვე ყველა თავს იკავებს.


„გაძვირებულია პროდუქცია, ბანკები კი სესხებს აღარ გასცემენ ისე მარტივად, როგორც ადრე, შიდა განვადებების პირობებსაც თუ გადავხედავთ, არც ისაა მარტივი. გამოდის, რომ ტექნიკის შეძენა ძალიან რთული გახდა დღევანდელ პირობებში და ფუფუნების საგნადაც კი იქცა.

ჩემმა შვილმა წელს ჩააბრა უნივერსიტეტში და ახალ ტელეფონს შევპირდით. მივედი და არ დამიმტკიცეს განავადება, ტელეფონი კი საკმაოდ ძვირი ღირდა. მომიწია მთელი ჩემი ოქროულობის დალომბარდება, რომ ტელეფონი მეყიდა და შვილისთვის პირობა შემესრულებინა. ახლა განავდების ნაცვლად, ვიხდი ბანკის პროცენტზე მეტს და ვისაც მსგავსი ქონება არ აქვს სახლში, იმან რა უნდა ქნას ნამდვილად არ ვიცი.

სახელმწიფომ სასწრაფოდ ლარი უნდა დაარეგულიროს და არც ტექნიკის მაღაზიებს ექნებათ პრობლემები და არც ხალხს. სახლში ტელევიზორი და მაცივარი რომ გამიფუჭდეს, ზუსტად ვიცი, რომ ვერ შევცვლი, რადგან 1500-2000 ლარი მაინც დამჭირდება და ამ რაოდენობის გადადებული თანხა არავის აქვს~, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას მაია შეყილაძემ.

ფაქტია, ლარის გაუფასურებისა და რეგულაციების შემდეგ მაღაზიებს სჭირდებათ ალტერნატიული გზების ძიება. იმისათვის, რომ რეალიზაცია კიდევ არ შემცირდეს, სხვადასხვაგვარ კომბინაციებს აწყობენ. `საზოგადოება და ბანკები~ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ადასტურებს, რომ ,საცალო გაყიდვებში შეიმჩნევა კლება და სასურველია ამ მდგომარეობის გამოსწორება, რადგან ეს პირდაპირ მოქმედებს სამუშაო ადგილების რაოდენობაზე.

სესხის გაცემის დროს მნიშვნელოვანია მისი უკან დაბრუნების საკითხი. როდესაც ვინმე ვერ ახერხებს თანხის დაბრუნებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები მომზადებულები არიან ამისთვის. ჰყავთ შესაბამისი კადრები, დეპარტამენტები, არსებობენ პრობლემური აქტივების კომპანიები. მათ ეს სისტემა საკმაოდ გამართული აქვთ.

რაც შეეხება ტექნიკის მაღაზიებს, მათ მოუწევთ შესაბამისი კადრების მოძებნა, თანხის დახარჯვა იმისთვის, რომ გამართონ სისტემა, რასაც შიდა განვადება ჰქვია. ბევრი უნდა იმუშაონ ამ საკითხზე. ეს ინვესტიცია მომგებიანი უნდა აღმოჩნდეს. ერთი ფაქტია - მაღაზიებს სჭირდებათ ალტერნატიული გზების ძიება, ლარის კურსის გაუფასურების და რეგულაციების შედეგ შექმნილი მდგომარეობის გამო, რათა გაყიდვის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად არ შეუმცირდეთ, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა.

გაზეთი რეზონანსი





ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up