განულებული შემოსავალი და გადავადებული საქმიანობა - სავალუტო ჯიხურების ნაწილი დახურვის საფრთხის წინაშეა

განულებული შემოსავალი და გადავადებული საქმიანობა - სავალუტო ჯიხურების ნაწილი დახურვის საფრთხის წინაშეა

access_time2020-05-08 10:00:50

Covid 19-ს პრევენციის მიზნით, არასაბანკო ფინანსური სექტორის საქმიანობა 31 მარტს შეწყდა. დროებით მუშაობა შეწყვიტეს სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ოფისიდან მუშაობენ, ასევე, ვალუტის გადამცვლელმა ჯიხურებმა და სხვა საფინანსო სფეროში მოღვაწე კომპანიებმა. მთავრობის მიერ მომზადებულ ანტიკრიზისულ გეგმაში კი გაწერილია, რომ ყველა ტიპის საფინანსო სექტორმა საქმიანობა მეოთხე ეტაპზე უნდა აღადგინოს.


თუმცა, „საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ქავთარაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სექტორმა შესაძლოა საქმიანობა დაგეგმილზე უფრო ადრე აღადგინოს, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, სექტორი  მცირე კაპიტალით გამოირჩევა და დიდი ზარალის წინაშე აღმოჩნდა, ამიტომ მნიშვნელოვანია საქმიანობის ადრე დაწყება.


„მარეგულირებელთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, ეს არ არის მხოლოდ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, არამედ ზოგადად. გვქონდა არაერთი შეხვედრა და მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ რაც სავალუტო სექტორში დადგა. ჩვენი სექტორი გამოირჩევა მცირე კაპიტალით და დიდი ზარალის წინაშე აღმოვჩნდით. როდესაც შეზღუდვები შემოვიდა რა თქმა უნდა გაგებით მოვეკიდეთ, მაგრამ დროში გაწელვამ და იმ ფაქტმა, რომ ჩვენი სექტორის გახსნა მეოთხე ეტაპზე იგეგმება, ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომართვიანობა მოსახლეობის მხრიდან ძალიან მაღალია. მარეგულირებელს ამასთან დაკავშირებითაც ვთხოვეთ, რომ განცხადება გაეკეთებინა, რადგან არანაირი პასუხი არ გვაქვს კონკრეტულად როდის გავიხსნებით. მარეგულირებელს ვთხოვეთ, რომ იმაზე ადრე გავხსნილიყავით ვიდრე მეოთხე ეტაპი დადგება, რადგან ჩვენი საქმიანობა შუშის ბარიერს მიღმა ხორციელდება და ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციას ვიცავდით. თუ გავითვალისწინებთ, რომ მეოთხე ეტაპამდე ღია ტიპის ბაზრობები და მაღაზიები იხსნება, რომლებსაც მომხმარებელთან უშუალოდ კონტაქტი აქვთ, ჩვენი სექტორი ამ კუთხით უფრო მეტად დაცულია. მარეგულირებლის გარდა, თხოვნით მთავრობასაც მივმართეთ და ჯანდაცვის სამინისტროსგანაც ველოდებით თანხმობას, სამივე მათგანის დადასტურებაა საჭირო, ამიტომ ეს დროში იწელება“, - განმარტავს ნინო ქავთარაძე.



მისივე თქმით, სავალუტო ჯიხურების დაკეტვამ საფინანსო სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა. გარდა ამისა, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს შემოსავალი ბოლო თვის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონდათ და ხელფასების გაცემის პრობლემაც უკვე აქტიურად დადგა.


„ხარჯვითი ვალდებულებები გვრჩება, შემოსავალი კი განულებულია, რადგან ჩვენ კანონი დისტანციურად საქმიანობის უფლებას არ გვაძლევს, რამაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. 3000-მდე თანამშრომლის ხელფასები წინა თვეში დავფარეთ, თუმცა მომავალში ამას ვეღარ მოვახერხებთ. წინა თვეში ისიც შევძელით, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხა ჩაგვერიცხა. აღსანიშნავია, რომ დახურვამდეც ცუდი მდგომარეობა იყო, რადგან კურსის ხშირმა ცვლილებმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა სავალუტო ჯიხურებს და უკვე საუბარია იმაზე, რომ ბევრმა მათგანმა მუშაობა ვეღარ გააგრძელოს და 800 ობიექტიდან, რაღაც ნაწილი დაიხუროს“, - განაცხადა ნინო ქავთარაძემ.


აღსანიშნავია, რომ არასაბანკო სექტორში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ, სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ასოციაციების წარმომადგენლებს ესაუბრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ფინანსური, ისე მომხმარებელთა მომსახურების კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებს, საქმიანობის აღდგენისა და შემდგომ პერიოდში ორგანიზაციების თანამშრომლების და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ანგარიშგების წარდგენის ვადა, კიდევ ერთხელ, მიმდინარე წლის 31 მაისამდე გადაწია, რაც მათი საქმიანობის აღდგენის ვადის გახანგრძლივებით არის განპირობებული.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up