განტვირთავს თუ არა ესტაკადები საცობებს - ევროპისა და მეზობელი ქვეყნების გამოცდილება

განტვირთავს თუ არა ესტაკადები საცობებს - ევროპისა და მეზობელი ქვეყნების გამოცდილება

access_time2018-01-28 20:00:00

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ ძველ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა.დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,9 მილიონი ლარია.

 

ახალი ესტაკადის საშუალებით მოძრაობა ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ კონფლიქტური წერტილების გარეშე უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, ესტაკადის ქვეშ შეფერხების გარეშე გაივლის ყაზბეგის ქუჩიდან იყალთოს გვირაბისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი.

 

არის კი ახალი ესტაკადები საცობების მოგვარებისა და მოძრაობის განტვირთვის საშუალება? როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების უამრავი ქალაქის ბოლო ათწლეულების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უფრო პირიქით ხდება.

 

ტრანსპორტის სფეროში ფართოდ გავრცელებული ცნებაა - „გამოწვეული მოთხოვნის“ სისტემა, რომელიც ახალი გზების საშუალებით მანქანების ახალი ნაკადისთვის მოთხოვნილების გაზრდას გულისხმობს.

 

ახალი გზებთან ერთად მატულობს მძღოლების რაოდენობა, რაც საგზაო მოძრაობის ინტენსიურობას იმავე დონეზე ტოვებს. შედარებისთვის, იგივე ხდება წყლის მილის დიამეტრის შეცვლისას, როცა მილი უფრო განიერია, მეტი მოცულობის წყლით ივსება.


 

მაგალითისთვის, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, ბაქოში, სადაც ხელისუფლება ნავთობის მაღალის ფასების ხარჯზე თავს უფლებას აძლევდა აეშენებინა ახალი ესტაკადები, მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ საცობების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან ტრანსპორტის ახალი ნაკადი გაჩნდა.

 

ახლა ხელისუფლება იძულებულია სხვა ღონისძიებებს მიმართოს, როგორიცაა, ავტობუსებისთვის მოძრაობის ცალკე ზოლების გამოყოფა, ეფექტური პარკინგის პოლიტიკის შექმნა და ახალი ავტობუსების შეძენა.

 

ტრანსპორტის სფეროს ექსპერტების კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში - ლოს-ანჯელესში, ჰონოლულუსა და სან-ფრანცისკოში - ყველაზე მეტად დგას საცობები პრობლემა. ყველა ეს ქალაქი მოძრაობის განსატვირთად ახალი გზების მშენებლობის მიდგომას იყენებს.

 

ამასთან, ახალი ესტაკადები საზოგადოებას უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ესტაკადები ამახინჯებს და არამიმზიდველს ხდის ურბანულ გარემოს, რასაც მიმდებარე ტერიტორიის ხმაურიც ემატება. ესტაკადები ეს არის ხაფანგი, საიდანაც უამრავი ქალაქი ცდილობს გამოძრომას, თუმცა ძნელად ახერხებს. დღეს უამრავი ქალაქის მესვეურები აშენებული ესტაკადების დაშლითა და იქ არსებული ადგილების გამოცოცხლებით არიან დაკავებული. ჩვენთან ესტაკადები შეიძლება ერთი შეხედვით მძღოლებისთვის მიმზიდველი იყოს, თუმცა რეალობაში ის მათ გადაადგილებას ვერ გააადვილებს.

 

საიდან დავიწყოთ? საცობების პრობლემა მარტო ესტაკადებისა და გზის გაფართოებით ვერ გვარდება, განსაკუთრებით იმ ქალაქში, სადაც კერძო ავტომობილების, მათ შორის ჯიპების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქალაქში. საცობი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხის, ავტობუსების ნაკლებობის, საგზაო მოძრაობისა და პარკინგის არასწორი ორგანიზების შედეგია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფერო ითხოვს ინვესტიციებს. ამიტომ მერიის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს ავტობუსების პარკის განახლება, უახლოეს პერიოდში წელიწადში მინიმუმ 100 ახალი ავტობუსის შეძენა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამოძრაო ზოლი ბარიერებით იყოს დაცული, რადგან კერძო ტრანსპორტმა ხელი არ შეუშალოს მის სწრაფ გადაადგილებას და არ იყოს დამოკიდებული კერძო ტრანსპორტის ნაკადის გადაადგილების რეჟიმზე. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტის სფეროს ისედაც მწირი რესურსები ჩაიდოს იმ სფეროებში, რომელიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს.

 

ავტორი: გელა კვაშილავა

 

ლიბერალი



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up