განმუხურში ორი მრავალმილიონიანი პროექტი იწყება

განმუხურში ორი მრავალმილიონიანი პროექტი იწყება

person access_time2016-09-26 17:29:23

განმუხურში ორი მნიშნელოვანი, მრავალმილიონიანი პროექტი იწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურის ბოტანიკური ბაღისა და სასტუმროს პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს იწყება უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც ურთიერთთანამშრომლობით „ფონდი ქართუ" და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი" განახორციელებენ.



კვირიკაშვილის განცხადებით, ფონდი „ქართუს" დაფინანსებით განმუხურში 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენდება ბოტანიკური ბაღი, რომლის ფარგლებში განხორციელდება 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია. „ეს არის საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. „თანაინვესტირების ფონდი" ააშენებს უმაღლესი დონის 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5 ვარსკვლავიან სასტუმროს.



განხმუხურის ბოტანიკური ბაღი არ იქნება მხოლოდ რეკრეაციული ზონა. მისი უმნიშნელოვანესი ფუნქცია იქნება უნიკალური კოლხური ჯიშების გამოყვანა და გადარჩენა.დარწმუნებული ვარ მსგავსი პროქეტები ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში მიზიდულობის ახალ ცენტრს გააჩენს და დამატებით სტიმულს მისცემს პოტენციულ ინვესტირებს მეტი ინვესტიციების განსახორციელებლად. ორივე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს,რაც მეტ შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას"-განაცხადა კვირიკაშილმა.

 



მისივე ინფორმაციით, როგორც სასტუმროს, ისე ბოტანიკური ბაღის მშენებლობის პროცესში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. „მხოლოდ სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი ჯამურად 2 წელიწადში გადააჭარბებს 2 000 ადამიანს, ხოლო სასტუმროს ოპერირების დროს დაგეგმილია 350 ადამიანის დასაქმება"-აცხადებს კვირიკაშილი.


 

შეგახსენებთ, პარტია - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის მოსახლეობას სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს. როგორც ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, მათი თანხმობის შემთხვევაში, მიღებული მოგება ინფასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას მოხმარდება.


 

"მინდოდა შეთავაზება გამეკეთებინა ტელევიზიით ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ გამყოფ ხაზს იქითაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი. თუ ჩვენი ძმების კეთილი ნება იქნება, ასევე გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს და უფრო მასშტაბურიც შეიძლება გამყოფ ხაზს იქით აშენებულიყო. ამავდროულად, სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება, თანხმობის შემთხევაში, მოხმარდებოდა ადგილობრივი ინფასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთბის აღდგენაში და გარკვეული ნაბიჯი, საფუძველი ჩაყროდა იმას, რომ ჩვენ მოვახერხოთ და აღვადგინოთ ნდობა, დავიბრუნოთ ის ნდობა, რაც საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა" - განაცხადა ივანიშვილმა.


 



კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up