ბიძინა ივანიშვილის არარსებულ პროექტზე - „განმუხურის ბოტანიკური ბაღი„ ზუგდიდის ბიუჯეტიდან უკვე დახარჯულია 150 ათასი ლარი

ბიძინა ივანიშვილის არარსებულ პროექტზე - „განმუხურის ბოტანიკური ბაღი„ ზუგდიდის ბიუჯეტიდან უკვე დახარჯულია 150 ათასი ლარი

access_time2018-07-30 16:00:52


რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“-ს თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის დროზე გეგმავდა „განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ გაშენებას, თუმცა ადგილობრივი სპეციფიკური კლიმატის გამო პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა.


როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 2016 წელს  სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან განმუხურის ბოტანიკური ბაღისა და სასტუმროს მშენებლობის დაწყება “ფონდმა ქართუმ” და “საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა” ერთობლივად  დაანონსა. პროექტის მიხევდით,  “ფონდი ქართუს“  დაფინანსებით  გამოყოფილი იყო 100 ჰექტრამდე ტერიტორია, სადაც უნდა გაშენებულიყო ბოტანიკური ბაღი და ამისთვის 20 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაც დაგეგმილი იყო.


ორი წლის შემდეგ კი, საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუდან შეიტყო, რომ ამ ტერიტორიაზე არც სასტუმრო და არც ბაღი აშენდება. 


არადა,  ამ პრეოქტის ფარგლებში რამდენიმე წელია უკვე  შექმნილია, ფაქტობრივად, არარსებული ბაღის ააიპ  - „განმუხურის ბოტანიკური ბაღი“, რომლის ფუნქციონირებისთვისაც ზუგდიდის ბიუჯეტიდან უკვე დახარჯულია 150 ათასი ლარი. 


კერძოდ, 2016 წელს ბიუჯეტიდან გეგმის თანახმად დაიხარჯა  20 ათასი ლარი, 2017 წელს კი ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობის პროგრამისთვის დამატებით  კიდევ 130 000 ლარიც გამოიყო. ბიუჯეტის მიხედვით, უნდა მომხდარიყო ბოტანიკური ბაღის მშენებლობა და მოწყობილიყო შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. მართალია, აქედან არცერთი არ განხორციელებულა, თუმცა ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანები ხელფასებს მაინც იღებენ.


2016-2017 წლებში ააიპ „განმუხურის ბოტანიკურ ბაღში“ დასაქმებული გახლდათ 8 ადამიანი, მათ შორის ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავა და მისი მოადგილე. მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ კი ამავე ბაზაზე შეიქმნა ახალი ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“-, სადაც დღეს 26 ადამიანია დასაქმებული. როგორც კომერსანტისთვის გახდა ცნობილი, ამ ადამიანების  ხელფასების ჯამური რაოდენობა თვის განმავლობაში 23 550 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გაერთიანების ფუნქციებში შედის როგორც განმუხურის არარსებული, ასევე ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობა.

 

„კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად და იმის დასაზუტებლად, თუ რაში იღებენ  არარსებული და უპერსპექტივო „განმუხურის ბოტანიკური ბაღი“-ს ორგანიზაციაში  დასაქმებული ადამიანები ხელფასს, ხელმძღვანელს ზვიად ქარჩავას დაუკავშირდა.

ჩვენ შევეცადეთ, რომ უწყებისგან ყველა გაგზავნილ კითხვაზე მიგვეღო პასუხი, თუმცა როგორც ირკვევა, „განმუხურის ბოტანიკური ბაღი“-ს წარმომადგენლობა საკმაოდ ბუნდოვანი და ორაზროვანი პასუხებით  შემოიფარგლა. კერძოდ,  ძირითადად მათი პასუხები „ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღსა“ და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ეხება. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, აღნიშნული ბაღი და „განმუხურის ბოტანიკური ბაღი“ ერთად მოიაზრება; შესაბამისად ფინანსებიც იყოფა.  იხილეთ კითხვებზე პასუხები:

 

  1. 2016 წელს შექიმნა ააიპ განმუხურის ბოტანიკური ბაღი, რომლისთვისაც ზუგდიდის ბიუჯეტიდან უკვე დახარჯულია 150 ათასი ლარი.


კოკნრეტულად რას მოხმარდა აღნიშნული თანხა?



ბოტანიკური ბაღის აიპი („განმუხურის ბოტანიკური ბაღი“), 2016 წელს მუნიციპალიტეტის ბოტანიკური ბაღების მართვისთვის შეიქმნა. პირველივე წელს მოხდა სხვადასხვა კვლევების ჩატარება და თანამშრომელთა გადამზადება. მოეწყო სამეცნიერო კონფერენციები, ბონის ბოტანიკურ ბაღთან ერთად მოეწყო ერთობლივი ექსპედიციები ეგრისის ქედზე, მაღალმთიან აჭარასა და სვანეთში ადგილობრივი ენდემური ჯიშის მცენარეების ჰერბარიუმის შექმნის მიზნით.

 

2. მუნიციპალიტეტების გაერთიანებების შემდეგ შეიქმნა ახალი ააიპ განმუხურის ბოტანიკური ბაღის განვითარების ცენტრიც, სადაც 29 ადამიანია დღეს დასაქმებული.

რას ემსახურება აღნიშნულ ცენტრს, რა შედის მის ფუქნციებში?


ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ აიპის დაქვემდებარებაში გადმოვიდა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი.

 

3. ცენტრის თანამშრომლები თვიურად ჯამში იღებენ ხელფასს 23 550 ლარის ოდენობით.

გვაინტერესებს რაში იღებენ ეს ადამიანები ხელფასებს?


ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში ამჟამად 26 თანამშრომელი მუშაობს. თანამშრომლები ჩართული არიან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის განხორციეებაში და მონიტორინგს უწევენ რეაბილიტაციის პროექტს. მართვის ცენტრის თანამშრომლები ახდენენ მცენარეების პასპორტიზაციას, მონაწილეობენ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის არქეოლოგიური გათხარების პროცესში და ა.შ.

 

4. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ განმუხურის ბოტანიკური ბაღი ვეღარ გაშენდება, ხომ არ იგეგმბა თქვენი ააიპ-ის გაუქმება ?

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკურ ბაღებთან. ცენტრი თანამშრომლობს შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან კადრების მომზადების მიზნით. ცენტრი აქტიურად მონაწილეობს ექსპედიციებში ადგილობრივი ენდემური ჯიშების მოსაკვლევად.

 

5. როგორია ააიპ განმუხურის ბოტანიკური ბაღის სამომავლო გეგმები?

ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი მცენარეთა ფონდის გაზრდაზე აქტიურად მუშაობს, ცენტრი ასევე მუშაბს ეკოგანათლების და ტურიზმის განვითარების პროექტებსა და ენდემური ჯიშის მცენარეების ფონდის შექმნაზე.

 




                      


                   




სალომე ლემონჯავა






Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...


მსგავსი სიახლეები

up