განახლებული თეატრი, პარკები და 55 სახლი -კახეთში სოფელ  ველისციხის პროექტი იწყება

განახლებული თეატრი, პარკები და 55 სახლი -კახეთში სოფელ ველისციხის პროექტი იწყება

access_time2019-11-01 14:10:26

კახეთში, სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება- ამის შესახებ „კომერსანტს“ საპროექტო კომპანია „ამხანაგობა 21“-ის ხელმძღვანელმა გია აბულაძემ განუცხადა.


ველისცხეში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაანონსდა. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში ველისციხე ძველ არქიტექტურულ მიმზიდველობას დაიბრუნებს და როგორც მის გენგეგმაშია გაწერილი შეიქმნება ცენტრი მიწისქვეშა გვირაბებითა და კაფე-ბარებით, მარნებითა და მეღვინეობის ცენტრით.






როგორც გია აბულაძე აცხადებს, სოფელს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რასაც მისი ისტორია და უძველესი და უნიკალური მარნებისა და არქიტექტურული ნიმუშების სიმრავლე მოწმობს.



„ველისციხეში იგეგმება საზოგადოებრივი პარკის, თეატრის შენობისა და დაახლოებით 55 სახლის რეაბილიტაცია, რომელიც ერთი საფეხმავლო ქუჩის გარშემოა.


განსხვავებული და განსაკუთრებულია ეს სოფელი იმით, რომ აქ არის ქალაქური ტიპის განაშენიანება, არ არის სოფლის ტიპზე აგებული სახლები. ველისციხეს საინტერესო ისტორია აქვს - ოდითგანვე ამ ადგილას ცხოვრობდნენ ქართველები, ებრაელები და სომხები.  ეს იყო დიდი სავაჭრო პოტენციალის მქონე ტერიტორია პირველ რიგში იმიტომ, რომ  მნიშნელოვანი გზაჯვარედინია დამაკავშირებელი ქალაქებისთვის. ველისციხიდან 20 კილომეტრში არის თელავი, 17 კილომეტრში  - ყვარელი და 8 კილომეტრში არის გურჯაანი. ასე რომ, ველისციხე ფაქტობრივად ცენტრია.  აქ დღესაც ძალიან ბევრი ტურისტია. ველისციხიდან კაკაბეთის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა კი კიდევ უფრო გაააქტიურებს ამ ტურისტულ პოტენციალს ამ სოფელში. გარდა ამისა სოფელში არის უნიკალური სარდაფები და მარნები, რომლის მსგავსიც საქართველოში ძალიან ცოტაა.   მარანი -მუზეუმი ნუმისი , ადვილი მისაგნებია და ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ მარნის ნახვით მარტივად მიხვდება ადამიანი თუ რა დიდი პოტენციალი აქვს ამ სოფელს.“ - ამბობს გია აბულაძე.




პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ლარს შეადგენს, პროექტს მუნიციპალური გავითარების ფონდი ახორციელებს. 


როგორც აბულაძე აღნიშნავს, პროექტის სრული ვერსია 2020 წლის აპრილის ბოლოს ან მაისში იქნება მზად, ზაფხულში გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე, საბოლოოდ კი პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.


შეგახსენებთ, რომ ველისციხის ცენტრის განვითარების პროექტი ითვალისწინებს 55-მდე სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ველისციხის თეატრის, მოედნის და პარკის რეაბილიტაციას.


მარიამ მორგოშია




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?
access_time2020-11-30 20:00:36
ომი ყარაბაღში 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხეთში გაქცეული ადგილობრივები კი ნელა-ნელა სახლებში ბრუნდებიან. ომამდე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა 140 000, ხოლო რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის - 50 000-ს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ომის პირველივე დღეებში სომხეთში გადაიხვეწა, დღეს კი ვითარება საპირისპიროა, ყარაბაღელები სახლებში...

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...


მსგავსი სიახლეები

up