განახლებული ამფითეატრი და სოციალური კაფე "მზიურში" აპრილის ბოლოდან გაიხსნება

განახლებული ამფითეატრი და სოციალური კაფე "მზიურში" აპრილის ბოლოდან გაიხსნება

person access_time2016-03-14 09:45:00

ბავშვთა ქალაქ „მზიურში" განახლებული ამფითეატრი და სოციალური კაფე აპრილის ბოლოდან გაიხსნება. როგორც ორგანიზაცია „მზიანის" დამფუძნებელმა ანა გოგუაძემ რადიო „კომერსანტს" განუცხადა „ახალი მზიურის" პროექტის განხორციელება გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო, მომზადდა პროექტი, მიმართეს მერიას და ორი ობიექტი კომპანიას უზურფრუქტით გადაეცა.

ანა გოგუაძე ამბობს, რომ უკვე ათი წელია მათი ორგანიზაცია „მზიურში" პირველ ივნისს მზის ფესტივალს ატარებს და მათი იდეია არის, რომ  ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდეს, მზიური დატვირთული იყოს. გოგუაძის განმარტებითვე, მოხდება კინო ჩვენებების გამართვა, ამუშავდება სოციალური კაფე რაც ნიშნავს, რომ შემოსული თანხები ისევ „მზიურს" მოხმარდება.

 

მისივე თქმით, კაფეს რემონტს მერია აფინანსებს, პროექტის განხორციელებისთვის კი მოქალაქებისგან და კომპანიებისგან 112 ათასი ლარი უკვე შეგროვდა, რაც ამფითეატრის და კაფეს შენობის აღდგენა - რეაბილიტაციას, ამფითეატრის გახმოვანებისთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვას და კაფესთვის საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. პროექტი სრულდება და ზაფხულიდან    აქტიურად დაიწყება სხვადასხვა ღონისძიებები.




 



Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...


მსგავსი სიახლეები

up