განახლებადი ენერგიის წყაროების მშენებლობისა და ოპერირების პრობლემატიკა საქართვერლოში

განახლებადი ენერგიის წყაროების მშენებლობისა და ოპერირების პრობლემატიკა საქართვერლოში

access_time2021-10-18 13:00:30

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში “პროფესიონალები“ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა და სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ განახლებადი ენერგიის წყაროების მშენებლობისა და ოპერირების პრობლემატიკაზე ისაუბრეს.

 


აბრამიშვილის თქმით, ენერგეტიკის სფეროში მთავარი პრობლემატიკა, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატს აფერხებს, ხელშეწყობის ინსტრუმენტების არარსებობაა. მისივე თქმით, აღნიშნულის გარეშე თავისუფალ ბაზარზე ინვესტორების მხრიდან ნდობა წარმოუდგენელია, რადგან ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციის ამოღება დაახლოებით 10- 15 წელი გრძელდება.

 


“მე რამდენიმე ძირითად პრობლემას გამოვყოფდი, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ამ მიმართულებით საინვესტიციო კლიმატს აფერხებს, პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროების გენერაციის ობიექტებთან მიმართებაში არსებობს ასეთი მცნება “ხელშეწყობის ინსტრუმენტები“, რომელიც მთელ მსოფლიოში აპრობირებულია და ჩვენ შემთხვევაშიც იყო ე.წ. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, რომელიც სამი წელია შეჩერებულია, შესაბამისად ამ სფეროში ამ ხელშეკრულების გარეშე თავისუფალ ბაზარზე ინვესტორების ნდობის მოპოვება ძალიან რთული და თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ამ სფეროში ინვესტიციის ამოღება 10-15 წლამდე გრძელდება.

 

ახალი ხელშეწყობის ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობამ შარშან დაამტკიცა, დამატებით პრემიუმს ეფუძნება და ის მოგებიდან გამომდინარე, ბირჟაზე ნავაჭრ ღირებულებას უნდა დაემატოს, ეს ბირჟა არ გახსნილა. შესაბამისად, ამ ინსტრუმენტის ამოქმედება ვერ მოხერხდა. მეორეს მხრივ, მთელ ევროპაში ბაზრის დეცენტრალიზაციის შემდეგ ხელშეწყობის ინსტრუმენტები კიდევ ერთი წელი არსებობდა, მანამ სანამ კერძო სექტორი და ბიზნესი თავისუფალ ბაზარს შეუერთდებოდა.

 

ჩვენ, როგორც ინვესტიციების მომზიდველებს, გვირჩევნია, რომ თამაშის წესები და პირობები საერთო, მისაღები და გამჭვირვალე იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგი ტექნოლოგია უფრო ძვირია, ზოგიც იაფი, შესაძლოა მოხდეს სადგურების ტიპების დიფერენციაცია, მაგრამ მიდგომა არ უნდა იყოს პერსონიფიცირებული. ერთ-ერთი მეთოდი არის მოგებაზე ორიენტირებული ტარიფი, ანუ კომპანიის მოგება არ უნდა გასცდეს რაღაც ზღვარს, როგორც კი ამ ზღვარს გასცდება შესაძლოა, რომ ეს ტარიფი შემცირდეს. რეგულირებადი ტარიფი, ფედინ ტარიფი და ფედინ პრემიუმიც გარკვეულ რეგულირებას ექვემდებარება. ფედინ პრემიუმის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ მას არ აქვს ქვედა ზღვარი, ანუ რა მინიმალურ მოგებას მიიღებს ინვესტორი, ამის ზღვარი არ არსებობს, თუმცა ზედა ზღვარი არსებობს, რაც 5,5 ცენტს შეადგენს“, - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა

 

 

აბრამიშვილი ინვესტიციების შემაფერხებელ კიდევ ერთ ფაქტორად დეზინფორმაციას ასახელებს და აღნიშნავს რომ 21-ე საუკუნეში, მაშინ როდესაც ინფორმაციის წყაროებზე სრული ხელმისაწვდომობაა, დეზინფორმაცია ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, რითაც ძალიან კარგად სარგებლობენ დაინტერესებული მხარეები.

 


„21 -ე საუკუნის პირობებში სადაც ინფორმაციის წყაროები ხდება ხელმისაწვდომი, ჩვენ გვაქვს დეზინფორმაციის პრობლემები, რასაც ყველაზე კარგად იყენებს რუსეთი და შესაბამისად მის ინტერესებსაც ატარებს.

 

ახლახან გაზის გაძვირებამ 1000 კუბურ მეტრზე 1200 დოლარს დაარტყა, რისი მიზეზიც ერთის მხრივ ევროპაში მოხმარების გაზრდა, მეორეს მხრივ კი რუსეთის მიერ მიწოდების შემცირებაა.

 

სამწუხაროდ სხვადასხვა პროექტებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს დეზინფორმაციის კასკადი, ნამახვთან დაკავშირებითაც მოვისმინეთ დეზინფორმაციის მაგალითები, დაწყებული 32 მეტრიანი ტალღიდან, რომელიც ქუთაისს წალეკავდა დამთავრებული ურდოების შემოსევით. ეს არის ის შიშები, რომელსაც სპეციალურად ორკესტრირებული ჯგუფები ავითარებენ. გარდა ამისა ინვესტიციების შეფერხებაში სოციალური პროტესტებიც უდიდეს როლს თამაშობს“, - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.



სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ ენერგეტიკული ბაზრის ძირითად ნიუანსებზე ისაუბრა და განმარტა, რომ საინვესტიციო გარემოზე და განახლებადობის მხარდაჭერაზე საუბრისას აუცილებელია, რომ ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაზეც ვისაუბროთ, რადგან საბაზრო გარემო ენერგოწყაროების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 




მისივე თქმით ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და სხვა მსგავსი მნიშვნელოვანი თანამედროვე განვითარებადი ტექნოლოგიები მხოლოდ ბაზარზე დამოკიდებული არ შეიძლება იყოს, რადგან ხშირად საბაზრო ჩავარდნაა და სახელმწიფოს ჩარევა ხდება საჭირო, თუმცა გაჩეჩილაძე აღნიშნავს, ენერგოეფექტურობის განვითარება მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზეც არ უნდა ხდებოდეს.

 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს ზოგადად არარაციონალური გადაწყვეტილებები ახასიათებს. რაც შეეხება ბაზრის განვითარებას, ჩვენ ნახევრად საბაზრო, ნახევრად რეგულირებული ბაზრის პირობებში ვიმყოფებით, ეს მოდელი 2006 წლიდან არის ჩამოყალიბებული და ჯერჯერობით მთლიანად რეგულირებული არ არის. ჩვენ არ ვიცით კონკრეტული ფასი, ის ნიშნული განპირობებულია იმით, რაც გვაქვს დღე-ღამის თუ სეზონის პერიოდში. ცვლილება, რომელსაც ბაზრის განვითარების მიმართულებით ვახორციელებთ, უნდა მოხდეს იმ ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის გადმოტანის ვალდებულებაც ჩვენ ავიღეთ, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი და იმისათვის, რომ სრულად რეალიზდეს, რამდენიმეწლიანი გარდამავალი პერიოდი სჭირდება.

 

ძირითადი რაც იცვლება, არის ის რომ ხდება საათობრივი ვაჭრობის მოდელის დანერგვა და თვით დისპეტჩირების მოდელის განხორციელება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადგური თვითონ წყვეტს, როგორ გაყიდოს ელექტროენერგია, რა ფასში გაყიდოს და თუ აქვს საშუალება რამდენი შეინახოს.

 

ამ ეტაპზე სიმულაციის რეჟიმში ვართ, მიღებულია ახალი კანონმდებლობა, მიღებულია ბაზრის მოდელის კონცეფცია, მიღებულია მეორადი კანონმდებლობა, დღით ადრე ბაზრის წესები, საბალანსო ბაზრის წესები, დღიური ბაზრის წესები და ახალი წლიდან ბაზრის ახალ მოდელზე გადასვლას ველოდებით და ალბათ ენერგიის წყაროებისთვის ეს იქნება მთავარი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორი. სიმულაცია ახალ ბაზარზე გადასვლისთვის ერთადერთი წინაპირობაა, მან უნდა გატესტოს, სავაჭრო პლატფორმები , რეგულაცია, სავაჭრო აგენტები, ტექნიკური თუ ადამიანური რესურსები და სადგურების მომხმარებლები. სიმულაციის ეტაპზე მოხდება ხარვეზის მაქსიმალური აღმოჩენა.მსოფლიოში არც ერთი ბაზარი არ გახსნილა ისე, რომ შემდეგ რაღაც ჩარევები არ გამხდარიყო საჭირო,სწორედ ამიტომ სპეციალურმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ბაზრის მოთამაშეებს განესაზღვრათ კონკრეტული ვადები სიმულაციის პროცესში მონაწილეობის მიღებისთვის“, - აღნიშნა ზვიად გაჩეჩილაძემ.

 



გიორგი აბრამიშვილი, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელი, ფიქრობს, რომ ბაზრის დერეგულირება და თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება სამართლიან ფასწარმოქმნას შეუწყობს ხელს, შესაბამისად, აბრამიშვილი ამბობს, რომ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია რეფორმის პროცესში აქტიურად არის ჩართული და მარეგულირებელთან და არასამთავრობო კომპანიებთან ერთად მაქსიმალურად მუშაობენ რეფორმის დახვეწაზე.

 


„რაც შეეხება უბალანსობას, ესეც ბაზრის დერეგულირების და სამართლიანი ფასწარმოქმნის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს საკმარისი საწყისი მონაცემები ჩამონადენზე, ნალექზე მეტეოროლოგიური სადგურები არ მუშაობს ისე სრულყოფილად, რომ საათობრივად შეიძლებოდეს იმის განსაზღვრა, თუ რამდენად დიდი წყალი მოვა მდინარეში ან რამდენი ქარი დაუბერავს კონკრეტულ ლოკაციაზე და ა.შ. აქედან გამომდინარე ერთ-ერთ გამოსავლად ჩვენ მიგვაჩნია ის, რომ გარდამავალ პერიოდში სხვადასხვა ტიპის სადგურებისთვის არსებობდეს რაღაც ბუფერული ზონა, რის ქვემოთაც არ დაჯარიმდება ესა თუ ის სადგური და შესაბამისად ამ ბუფერულ ზონას მაღლა იქნება რაღაც ჯარიმები ან მასტიმულირებელი მექანიზმები, რომ თვითონ სადგურებმაც და კერძო ბიზნესმაც კონცენტრაცია არ მოადუნონ“, - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

 


ზვიად გაჩეჩილაძის განმარტებით, გაყიდული ელექტროენერგიის დაგეგმვის და რეალური მონაცემების ნებისმიერი უზუსტობა არის უბალანსობა და ვინც ეს უბალანსობა გამოიწვია, ის მასზე პასუხისმგებელიც ის უნდა იყოს, რაც ყველა ბაზრისთვის დამახასიათებელია.


 

„ამ ეტაპზე საქართველოში უბალანსობაზე პასუხისმგებლობა განსაზღვრული არ არის, შესაბამისად ორმხრივი ხელშეკრულებიდან ნებისმიერი გადახრა, იქნება ეს გათიშვა, რესურსის ვერ გამოყენება და გეგმიდან გადახვევა, გამოდის რომ ეკისრება სახელმწიფო ენერგოსისტემას, რომელიც დისპეჩირებას ახორციელებეს. სახელმწიფო ენერგოსისტემა ვალდებულია, რომ აამოქმედოს რეზერვები, ეს უბალანსობა კი შეიძლება გამოწვეული იყოს არამარტო ელექტრო სადგურის, არამედ მომხმარებლის მხრიდანაც და უბრალოდ ამ ხარჯის სოციალიზაცია ხდება ტარიფის კუთხით, იმიტომ რომ მექანიზმი იმისა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ უბალანსობისას დამუშავებული არ არის. ამას ემატება ისიც, რომ გვაქვს თვის ბაზარი და არ გვაქვს საათობრივი. არ უნდა გავიგოთ ისე, რომ უბალანსობა არის ხარჯი, უბალანსობა ზოგ შემთხვევაში არის შემოსავალი, მაგალითად ისეთი სადგურებისთვის რომლებსაც რესურსი უცებ გამოუჩნდათ, მაგალითად მოვიდა წყალი, გამოანათა მზემ, ამოვარდა ქარი, ანუ მომხმარებელს ეს ენერგია არ დასჭირდა და თავისი მოხმარებით დაეხმერა სისტემას, ამ შემთხვევაში მას ჰქონდა ენერგია ნაყიდი და რა თქმა უნდა ეს უბალანსობა ანაზღაურებადია მისთვისაც ისევე როგორც სადგურისთვის. მაგრამ არის უბალანსობები მაშინ როდესაც ამ გადახრებით სისტემას ვამძიმებთ, ეს არის ძირითდი პრინციპი რომ ყველა თავის უბალანსობაზე იყოს პასუხისმგებელი“,- აღნიშნა ზვიად გაჩეჩილაძემ.

 


რაც შეეხება ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას, გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ რესურსების 100%-ით გამოყენება შეუძლებელია თუმცა 100 თან მიახლოება შესაძლებელი, რისი მაგალითიც ევროპულ ქვეყნებში არსებობს. ევროპულ ქვეყნებს თავისის რესურსების 90% ათვისებული აქვთ

 


“ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ მდიდრები ვართ, განსაკუთრებით ჰიდრორესურსი გვაქვს ძალიან დიდი, რომლის მხოლოდ 20% -22%-ია ათვისებული. მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს მზარდი მოხმარება, ახლა თუ 1.3 - 1,5 ტერავატი იქნება, ეს მაჩვენებელი ყოველ წელს იზრდება და შესაბამისად 2030 წელს 19 მილიარდამდე ავა.

 

დღევანდელი ჰიდროგენერაცია 8 - 9 მილიარდის ფარგლებში მერყეობს, გააჩნია როგორი წელი იქნება. შეიძლება სულ რაღაც ცხრა წელიწადში დეფიციტი შეგვექმნას.

 

ჩვენ გვაქვს ალტერნატივა რომ გავაგზავნოთ მეზობელ ქვეყნებში ჩვენი სიმწრით ნაშოვნი თანხები და ჩავასხათ მათ ეკონომიკაში და იმპორტი განვახორციელოთ რაზეც ტექნიკური საშუალებებიც ძალიან მალე აღარ გვეყოფა, რისი ნათელი მაგალითიც ახლახან გვქონდა, როდესაც რუსეთმა გაზის მოწოდება შეგვიზღუდა თბოსადგურებმა საკმარისი ენერგია ვეღარ გამოიმუშავეს და თურქეთიდან მოხდა მყისიერი იმპორტი და გადამცემმა ხაზებმა ვეღარ გაუძლეს და გაითიშა დასავლეთ საქართველო. ჩვენ გვაქვს არჩევანი რომ ან ხაზებში უნდა გავაკეთოთ ინვესტიცია, რომ მეზობლებისგან კარგად გავაკეთოთ იმპორტი ან საკუთარ გენერაციაში.

 

მნიშვნელოვანია, რომ, საკუთარი გენერაციის ათვისება უნდა მოხდეს სწორი დაგეგმარებით .ანუ ეს უნდა მოხდეს მოხმარების ზრდასთან თანაფარდობით. . ფინანსთა სამინისტროს არგუმენტია, რომ ყველა ჰიდროელექტროსადგური რომ შევიდეს ძალაში ჩვენ ამდენი ელექტრო ენერგია არ გვჭირდება, თუმცა ყველა ელექტროსადგურის ძალაში შესვლა თეორიულადაც შეუძლებელია, თუმცა რომ შევიდეს ეს ქვეყანას ფისკალურ რისკებს გაუჩენს“, - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

 


იმპორტირებული ენერგიის მიმართულებით ზვიად გაჩეჩილაძე პრობლემას თბოსადგურებშიც ხედავს. მისი თქმით, თბოსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგია ფაქტობრივად იმპორტირებულია.


 

„გვესმის, რომ ბაზისური ენერგია აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ესეც იმპორტირებული ენერგიაა, რაც შეეხება ახალ ბაზარს საინტერესოა რამდენად მოახერხებს ამ რესურსის ოპტიმალურად ათვისების დარეგულირებას და დაღვრის თავიდანაწილებას, სავარაუდოდ ნაწილობრივ შეძლებს, რადგან ეს თვითდისპეჩირება ეკონომიკური პრინციპით გაყიდვის განაცხადების დალაგება და ფასის განსაზღვრა უზრუნველყოფს იმას, რომ ვინც იაფად ყიდის ის კვლავ გაყიდის, ვინც ძვირ ფასს დაადებს , თუ კიდევ რამე დასაღვრელი ან აუთვისებელი რესურსი იქნება ბოლოს ის აითვისებს. არ ვარ დარწმუნებული , რომ სტრატეგიული დაგეგმარების პრობლემებს, და ინტეგრირებული რესურსების ათვისების გრძელვადიან პერიოდში გამოყენებას ბაზარი წყვეტს, ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა და სწორედ აქ გვაქვს ჩავარდნა სადაც სახელმწიფო უნდა ჩაერიოს“, - აღნიშნა ზვიად გაჩეჩილაძემ.

 


ზვიად გაჩეჩილაძემ ნეტო აღრიცხვის კუთხით პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა რესურსი, მზეც, ქარიც და წყალიც არის ასათვისებელი, რადგან ეს არის ინვესტიცია, რომელსაც კერძო სექტორი ფაქტობრივად საყოფაცხოვრებო თუ არასაყოფაცხოვრებო მიზნით თვითონ ახორციელებს და პირველ რიგში თავის მოხმარებულ ელექტრო ენერგიას იკმაყოფილებს.



“ენერგია, რომელსაც აღარ მოვიხმართ, არის ყველაზე ძვირფასი ენერგია, იქვე თუ ჩავანაცვლებთ ადგილზე და შევამცირებთ ენერგოეფექტურობაც არის ენერგო დაზოგვაც არის და განახლებადი ენერგიის წახალისებაც არის და ყველაზე ძვირიანი ენერგიის ადგილზე დაკმაყოფილებაც არის. ამ მხრივ საქართველოში საკმაოდ დიდი პერსპექტივა გვაქვს და ყველაზე დიდი რესურსის ათვისების საშუალება, მათ შორის ყველაზე მასიურად ხელმისაწვდომი არის მზე, თუმცა ამისთვის საჭიროა რომ ჩვენი არსებული კანონმდებლობა ამ ახალ საბაზრო გამოწვევებს მაქსიმალურად მოვარგოთ და მეორეს მხრივ გავითვალისწინოთ ქსელის ტექნიკური დამედგომება, უნდა იყოს სწორი ეკონომიკური სტიმულები და ქსელიც ახალ რეალობას უნდა წამოეწიოს. მაგრამ ეს შორეული პერსპექტივაა რადგან იმ დონეზე არ ვართ, რომ იმაზე ვინერვიულოთ თუ როგორ აიტანს ამას ქსელი“, - აღნიშნა ზვიად გაჩეჩილაძემ.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up