განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირ მოსმენას აგრძელებს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირ მოსმენას აგრძელებს

access_time2021-11-18 17:40:00

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ საქართველოში, ზოგადი განათლების სისტემაზე COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენის კვლევის საკითხზე შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა დღევანდელ შეხვედრაზე სკოლების დირექტორებს, ადმინისტრაციის წევრებსა და პედაგოგებს მოუსმინა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



ჯგუფის წევრები სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეებიდან შემოსულ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს გაეცნენ.



საბჭოს თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენები, მნიშვნელოვანია ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობისა და საუკეთესო გამოცდილებათა თავმოყრის თვალსაზრისით.




„150-მდე სხვადასხვა მოსაზრება შემოვიდა თემატური მოკვლევის ფარგლებში, რომელიც შესწავლილია და აისახება ანგარიშში. ზეპირი მოსმენები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თქვენგან გავიგოთ ის ძირითადი აქცენტები, რომელიც თქვენს წერილობით რეკომენდაციებში თუ წინადადებებშია მოცემული. ჩვენ გვექნება კიდევ რამდენიმე მოსმენა და ჩვენი კომიტეტი მიიღებს საბოლოო დოკუმენტს, სადაც აისახება ის დაკვირვებები, რომელიც მოკვლევის ჯგუფმა გააკეთა. სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტს გაეცემა რეკომენდაციები იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რომელიც არსებობს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით იმისათვის, რომ დისტანციურ სწავლებას, როგორც სწავლების ერთ-ერთი მეთოდს, ვნახოთ რა პოტენციალი აქვს და როგორ შეიძლება სწავლების ამ ფორმის გამოყენება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.



შეხვედრაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა მადლობა გადაუხადა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებს პანდემიის პერიოდში მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის.



„მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა თქვენი ძალიან დიდი შრომისათვის, რომელიც თქვენ გასწიეთ. ქვეყანამ შეძლო ეთქვა, რომ ჩვენ პანდემიის პერიოდში არ შეგვიწყვეტია საგანმანათლებლო პროცესი. ამან გადაიარა სწორედ თქვენს მხრებზე“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.



ზეპირი მოსმენის ფარგლებში უკვე შედგა შეხვედრა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლებთან და უახლოეს პერიოდში ასევე დაგეგმილია ზეპირი მოსმენა აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ სხვა ჯგუფებთან.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up