„განათლების სისტემაში უნდა შეიქმნას ისეთი სახის პროგრამები,რომლითაც შემოწმდება მასწავლებლების ცოდნის ხარისხი“

„განათლების სისტემაში უნდა შეიქმნას ისეთი სახის პროგრამები,რომლითაც შემოწმდება მასწავლებლების ცოდნის ხარისხი“

access_time2020-01-19 20:00:54

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ცოდნა და წარმატება ნანა ტოხვაძესთან ერთად“ კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო“-ს დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ განათლების სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებების ნაკლოვანებებზე ისაუბრა და განაცხადა რომ პროცესი არ არის თანამონაწილეობითი და მასში საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობა არ ხდება.


მისი განცხადებით, საქართველოში განათლების პოლიტიკა არის რეაქტიული და იმპულსური. „ასე საქმე არ კეთდება, თუნდაც პრემიერ-მინისტრის დონეზე გაცემული განკარგულებით, რომლის მიხედვითაც, თურმე კერძო სექტორში უნდა გადმოვიღოთ მკაცრი რეგულაციები,რომელიც რეალურად, არავის სჭირდება. ფორმალურად, შეიძლება მინისტრმა ახალი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გვაჩვენოს, თუმცა მათში ახალი არაფერია, შინაარს,რომ დავანებოთ თავი, თავად პროცესია უკვე არასწორი. ვინაიდან, ეს სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები საზოგადოების, ორგანიზაციების, ექსპერტების ჩართულობის გარეშე მიიღება და არ არის თანამონაწილეობითი. ცენტრალიზებულად კი მხოლოდ სახელმწიფო, ამას ვერ გადაწყვეტს,- ამბობს გიორგი ჭანტურია. მან გადაცემაში მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მნიშვნელობაზე და მასწავლებლების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.


მისი განცხადებით, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მიზანი იყო,რომ შეექმნა საუკეთესო მასწავლებლების ქსელი, ისინი დასაყრდენი არიან, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვისაც, რომლებმაც პირდაპირ იციან, ვის უნდა მიმართონ. თავად მასწავლებლებმაც უნდა აიღონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და როცა რაღაც არ ხორციელდება სწორად, უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია.


„მასწავლებლეთა კორპუსში სერიოზული გამოწვევები გვაქვს, გასატარებელია ბევრი ცვლილება. ჩანაცვლების პოლიტიკა უკვე დაწყებულია და ბევრი მასწავლებელი, ნამდვილად ღირსეულად გაუშვეს. რაც შეეხება, გამოცდებს, გამოცდამ შეიძლება დაადასტუროს კვალიფიკაციის ცოდნა, თუმცა, მისი ჩაბარებით, ვერ ვიგებთ მასწავლებელი როგორია. გრძელვადიან პერიოდში უნდა ვნახოთ ვინ შედის პროფესიაში, აუცილებლად უნდა შეიქმნას სხვადასხვა სახის პროგრამები,რომლითაც ჩვენს მასწავლებლებს დავეხმარებით, შევამოწმებთ თუ რამდენად არიან ისინი მზად. უნდა აღინიშნოს,რომ მოთხოვნა ნამდვილად არის გაზრდილი, მათ შორის არიან მოტივირებული ახალგაზრდები,რომლებიც მზად არიან წავიდნენ რეგიონებშიც,- ამბობს გიორგი ჭანტურია.



მასალა მოამზადა ნათია კეკენაძემ 

თეგები:
განათლება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up