განათლების სექტორში ხარჯი ბოლო 10 წელიწადში გასამმაგდა, ხარისხი - გაუარესდა

განათლების სექტორში ხარჯი ბოლო 10 წელიწადში გასამმაგდა, ხარისხი - გაუარესდა

access_time2021-10-15 11:00:42

საქართველოში მიღებული ცოდნის ეფექტი არასაკმარისია იმისთვის, რომ გლობალური განათლების დონით დიდი ჩამორჩენა არ გვქონდეს. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სხვადასხვა საგანმანათლებლო სექტორში მოღვაწე პედაგოგ-მეცნიერების მიერ გაწეული ხარჯისა და შრომის უკუგება რეალურად ძალიან მცირეა.  სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, ბოლო 9-10 წელიწადში განათლების ხარჯი გასამმაგებულია, თუმცა ხარისხი მაინც შემცირდა.

 


„პირდაპირი კორელაცია არ არსებობს განათლებაში ჩადებულ ხარჯებსა და მიღებულ შედეგს შორის. ყოველწლიურად ვხედავთ, რომ ერთიან ეროვნულ  გამოცდებში ხშირად გამარჯვებული გამოდიან სოფლის სკოლადამთავრებულები, სადაც პირობები ნაკლებია. ამ ბავშვებს სწავლის პროცესში არც კომფორტი აქვთ, მაგრამ დიდია მოტიოვაცია, ასევე  პიროვნული ნიჭი, უნარი და ტალანტი, რაც  თავისას შვება.  ამიტომ ხშირად მასწავლებლის ან ლექტორის მიერ დახარჯული შრომის უკუგების აბსოლუტურ მაჩვენებლებს ვიღებთ. გამოდის, რომ შედეგი მარტო ხარჯზე არ არის დამოკიდებული. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო სფეროს, ორგანიზაციას, რამდენად პასუხობს  ის დროის მოთხოვნებს, ვახდენთ თუ არა თანამედროვე  მოთხოვნების შესაბამისად სწავლების, ცოდნის  გადაცემას თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაჩინოების გამოყენებით“, - განმარტავს არჩვაძე.



კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სტატისტიკოსი ყურადღებას ამახვილებს, სკოლებსა და უმარელს სასწავლებლებში არსებული ცოდნის ხარისხია, რამდენად აკმაყოფილებს ის არსებულ მოთხოვნებსა და გამოწვევებს.




„გლობალიზაციის აჩქარებულ პირობებში ცოდნაც და ბევრი სხვა მატერიალური და არამატერიალური ღირებულება სწრაფი მორალური ცვეთის  რეჟიმშია გადასული და ერთხელ მიღებული ცოდნის გაუფასურება ძალიან სწრაფად ხდება. ამიტომ ცოდნის ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ადამიანმა თავისი სიცოცხლის მანძილზე რამდენჯერმე უნდა მოახდინოს თავისი უნარ-ჩვევების, ცოდნის გადახალისება,  შეიძლება ჩანაცვლებაც კი, რადგან ბევრი პროფესია წარმოიშვება,  ბევრიც ქრება და საზოგადოებამ ამას ფეხი უნდა აუწყოს. ამ ყველაფერს თუ კომპლექსში განვიხილავთ, გასაგებია, რომ უკუგება არ არის  სასურველ დონეზე და ჩვენი მაჩვენებლები საერთაშორისო მასშტაბით თუ  განათლების ნიშნის მიხედვით, არ არის დამაკმაყოფილებელი, ე.ი. ცვლილება უნდა მოვახდინოთ. მარტო დაფინანსების ზრდა სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანს, სხვა ასპექტებიც უნდა იქნას გათვალისწინებული. ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის პრესტიჟულობის ამაღლებაზე ზრუნვა, რომ ეს ერთიანი ციკლი იყოს, არა მარტო მასწავლებლებს უნდა გავუზარდოთ ხელფასი, არამედ ზოგადად მეცნიერებაში წასვლის მაღალი ეკონომიკური მოტივაციაც უნდა შევქმნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოება  ვერ მიიღებს იმ კვალიფიციურ, ამბიციურ, კრეატიულ კადრებს, რომლებიც ქვეყანას სჭირდება თავისი დაჩქარებული დინამიური განვითარების უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.



ცნობისთვის,  2010 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფოს მიერ განათლების სექტორში გაწეული ხარჯები სამჯერ გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.6%-ს მიაღწია.  თუმცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტით, ეს დაბალი მაჩვენებელია, რადგან OECD-ის ქვეყნები განათლებაზე, საშუალოდ, მშპ-ის თითქმის 5%-ს ხარჯავენ.

 


ამ თვალსაზრისით, საინტერესოა განათლების ხარჯი 2022 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, სადაც  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 637.5 მლნ ლარით, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 112.7 მლნ ლარით.



ბუჯეტის პროექტის თანახმად, სკოლამდელ და ზოგად განათლებაში სახელმწიფო 1 145.0 მლნ ლარამდე დახარჯავს, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით 88.7 მლნ ლარითაა გაზრდილი. მათ შორის გათვალისწინებულია:


  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 975.0 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 79.4 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2022 წლის იანვრიდან;


  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას 10.2 მლნ ლარამდე მოხმარდება; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას - 66.1 მლნ ლარი; ინკლუზიური განათლება - 34.9 მლნ ლარია, ხოლო  ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებული ხარჯი  115.1 მლნ ლარს შეადგენს.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up