განათლების სამინისტროს გაფრთხილება აბიტურიენტებს

განათლების სამინისტროს გაფრთხილება აბიტურიენტებს

access_time2019-07-10 17:02:58

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე უმაღლესი განათლების მისაღებად სარეკლამო შეთავაზებასთან დაკავშირებით აბიტურიენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.


როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელებში გახშირდა სარეკლამო განცხადებები, რომლის თანახმად, აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეუძლიათ.


ირინა აბულაძე აბიტურიენტებს მოუწოდებს არ წამოეგონ ასეთ შეთავაზებას - გახდნენ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია აბიტურიენტთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.



„სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ სასწავლებლებს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელია ჰქონდეთ გავლილი ავტორიზაცია, რაც კანონით სავალდებულოა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც.


აბიტურიენტების ინტერესების დაცვის მიზნით, აღნიშნული საკითხი მიხეილ ბატიაშვილის 2018 წლის 30 აგვისტოს ბრძანებით დარეგულირდა“, - განმარტა ირინა აბულაძემ.



რადიო თავისუფლება 





ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
access_time2019-09-20 16:05:42
20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი...


მსგავსი სიახლეები

up