განათლების სამინისტრო - თბილისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს

განათლების სამინისტრო - თბილისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს

access_time2020-10-22 15:21:16

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ თბილისის 175-ე და 45-ე საჯარო სკოლები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო, 175-ე საჯარო სკოლის ცალკეული კლასები ონლაინსწავლებაზე იქნა გადაყვანილი, ხოლო 45-ე სკოლაში, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რამდენიმე დღის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესი მთლიანად დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობდა. ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების შემდეგ, სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აღდგა. ამჟამად ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი და სწავლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. მოწყობილია საიზოლაციო ოთახები, სადაც ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, მოსწავლის განთავსება მშობლის ადგილზე გამოცხადებამდე არის შესაძლებელი.

„სკოლებში სასწავლო პროცესი, მოსწავლეთა ინტერესებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, შერეულ ფორმატში მიმდინარეობს, რაც საგაკვეთილო პროცესის საკლასო ოთახებში წარმართვასთან ერთად, ონლაინსწავლებასაც მოიცავს. მინდა, ვთხოვო ყველა მშობელს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესები. სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოა შექმნილი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, ხოლო მათ, ვისაც სურვილი აქვთ, დისტანციურ ფორმატში გააგრძელონ სწავლა, შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ონლაინსწავლების პორტალზე“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში აწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, რაც გულისხმობს, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით სკოლა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ან მთლიანად გადადის დისტანციურ სწავლებაზე, ან წერტილოვნად – კონკრეტული კლასი/სართული.

„სამინისტრომ სასწავლო წლის დაწყებამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური აკვირდება და ამ მიმართულებით სკოლებში მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up