განათლების სამინისტრო პედაგოგების ხელფასების ზრდის გეგმას მაისში წარადგენს

განათლების სამინისტრო პედაგოგების ხელფასების ზრდის გეგმას მაისში წარადგენს

access_time2019-03-07 14:42:55

 საქართველოს მთავრობის პრიორიტეტის, განათლების რეფორმის ფარგლებში, დღეს ისტორიული გადაწყვეტილება გამოცხადდა, რომელიც ამ სფეროს დაფინანსებისკენ ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხდის მიმართავს გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ახალი ინიციატივის „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ პრეზენტაციაზე განუცხადა.

 

მინისტრის თქმით, განათლების სფეროს ამ ოდენობის დაფინანსებით საქართველო ისეთ მოწინავე ქვეყნებს შორის მოხვდება, როგორიცაა კორეა, ფინეთი, სინგაპური.

 

როგორც მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნავს, ფინანსური რესურსების გარეშე განათლების სფეროში გარდატეხა შეუძლებელია.

 

განათლების მინისტრის თქმით, დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწევს – ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი.

 

„დაფინანსება განათლების ყველა სფეროზე მიიმართება. ეს მოიცავს მაგალითად, ინფრასტრუქტურას, რომლის დაფინანსება დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზრდება. აშენდება ახალი და რაც მთავარია, თანამედროვე სკოლები, სადაც იქნება კომპიუტერული კლასები, ტექნოლოგიები და ყველაფერი, რაც თანამედროვე ცოდნის მიღებას სჭირდება“, – განაცხადა მინისტრმა.

 

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გაუმჯობესდება სასწავლო მასალები და პედაგოგების პირობები, მათ შორის გაიზრდება ხელფასები.

 

„ხელფასების ზრდის მიმართულებით დეტალური გეგმა მუშავდება, რომელსაც მაისში წარვადგენთ.

 

ასევე, სკოლების მშენებლობის მიმართულებით გასამმაგდება ბიუჯეტი, გაიზრდება და მათ ინფრასტრუქტურას მოხმარდება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაიზრდება უმაღლესი სასწავლებლებისა და მეცნიერების სფეროს დაფინანსება. ეს ყველაფერი კი, საკანონმდებლო დონეზე იქნება უზრუნველყოფილი.

 

ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა. ახალი კონცეფციის თანახმად, განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწიურად გაიზრდება, 2022 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.





ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ბევრი მომხმარებელი არ ნიშნავს ბევრ მყიდველს- „ლილო მოლმა“ მუშაობა განაახლა

ბევრი  მომხმარებელი არ ნიშნავს  ბევრ მყიდველს- „ლილო მოლმა“  მუშაობა განაახლა
access_time2020-06-01 16:30:25
„1 ივნისიდან  „ლილო  მოლი“ გაიხსნა და დილის 7 საათიდან სავაჭრო ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობს“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ ლილო მოლის გენერალური დირექტორი გიორგი კავარაცხელია ესაუბრა. გიორგი კვარაცხელიას ინფორმაციით, „ლილო...

დღეს გახსნილ „თბილისი მოლს“ ბევრი მომხმარებელი სტუმრობს

დღეს გახსნილ  „თბილისი მოლს“ ბევრი  მომხმარებელი სტუმრობს
access_time2020-06-01 14:30:10
„დღეიდან „თბილისი მოლი“ გაიხსნა და დილის 10 საათიდან მომხმარებლების ძალიან დიდი ნაკადი შეინიშნება, ჩვენს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „თბილისი მოლის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ განუცხადა. ნატა გოგოლაძის ინფორმაციით, „თბილისი მოლმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა და არც ერთი მაღაზია არ დახურულა. „ყველაფერი ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაქსიმალურად ვიცავთ...

ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი

ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი
access_time2020-06-01 15:30:30
„ფიტნეს დარბაზების რეგულაციებთან დაკავშირებით არის ყველაზე ნაკლები ინფორმაცია“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სნეპ ფიტნესის-ის დირექტორმა სოფო სოლოღაშვილმა განაცხადა. “ჩვენ მივმართეთ მთავრობას, რომ წინასწარ მაინც მოგვცენ რეკომენდაციები რათა მოვემზადოთ. უცხოეთის მაგალითზე, შეიძლება ვისაუბროთ, დაახლოებით რა წესების დაცვა შეიძლება იყოს საჭირო. მაგალითად, ამერიკაში ზოგ შტატში უკვე გაიხსნა ფიტნეს-ცენტრები და ზოგან...

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...


მსგავსი სიახლეები

up