განათლების საერთაშორისო ცენტრი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია, რომელიც 2012 წლის შემდეგ განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით განხორციელდა

განათლების საერთაშორისო ცენტრი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია, რომელიც 2012 წლის შემდეგ განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით განხორციელდა

access_time2019-12-06 17:56:15

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და ცენტრის დამფუძნებლებს, ხელმძღვანელებსა და მის სტიპენდიანტებს 6 წლიანი წარმატებული საქმიანობა მიულოცა.


„განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმატების ისტორია პირველ ყოვლისა იზომება იმ სტუდენტებით, რომელთაც ხვდათ პატივი მიეღოთ ცენტრის დაფინანსება. როგორც ვიცი, 850 სტუდენტზე მეტი დაფინანსდა ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამებით და აქედან 350-ზე მეტი უკვე მუშაობს და ასწავლის საჯარო თუ კერძო სექტორში,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სტუდენტებმა შეძლეს „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ კურსდამთავრებულთა ასოციაციის ჩამოყალიბება და ამ ასოციაციის საქმიანობის შედეგებიც უკვე გააცნეს საზოგადოებას.


„უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული პროგრამაა, რომელიც 2012 წლის შემდეგ განხორციელდა განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით და მუშაობს არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ მოიცავს ასევე საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გარკვული პროფესიული და პრაქტიკული ცოდნებიც შევიძინოთ. ბენებრივია, ყველაფერი, რაც გაკეთდა ცენტრის მიერ 6 წლის განმავლობაში ხმარდება სხვადასხვა დარგის დაფინანსებას. როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე გვყავს 100-ზე მეტი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ სფეროში, ძალიან ბევრი მიმართულებით ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება შეეძინათ უმაღლესი დონის უცხოური უნივერსიტეტების ცოდნა, ხოლო ის პირობა, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და აქ გააგრძელონ საქმიანობა, გვაძლევს საშუალებას და იმის გარანტის, რომ ეს ცოდნა იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის,“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



2019 წელს ცენტრმა 170 გამარჯვებული გამოავლინა და ჯამურად 6 წლის მანძილზე 850-ზე მეტი სტიპენდია გასცა. მიმდინარე წელს ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 7 332 391 ლარით დაფინანსდა. 2018 წელს ქვეყანაში დაბრუნებულ კურსდამთავრებულთა ინიციატივით შეიქმნა „ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია“, რომელიც მიზნად ისახავს ასოციაციის წევრთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას და პროფესიულ განვითარებას.


საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა.




როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
access_time2020-01-26 15:00:16
Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.   მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.   ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.   თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება...

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება
access_time2020-01-26 17:00:19
  ჟან-პოლ გოტიე სამუდამოდ ტოვებს მოდის სცენას, თუმცა დემნა გვასალია იწყებს გააქტიურებას.   კერძოდ, დიზაინერმა განაცხადა, რომ ამა წლის ზაფხულში პირველად52 წლის მანძილზე Balenciaga წარმოადგენს კუტიურ-კოლექციას.   ბრენდის ისტორია შეწყდა 1968 წელს, როდესაც კრისტობალ ბალენსიაგამ  დახურა თავისი სამკერვალო, შემდეგ კი გარდაიცვალა. 1986 წელს კომპანია აღდგა, თუმცა, უარი განაცხადა მაღალი მოდის კოლექციების შექმნაზე.   დღეს...

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს
access_time2020-01-26 11:00:22
არის შემთხვევები, როცა აზარტული თამაშების კომპანია „კრისტალბეთში“ მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, თუმცა ონლაინტოტალიზატორი თანხას არ გასცემს, – ამის შესახებ ადვოკატებმა გიორგი ჩერქეზიამ და სალომე აბესლამიძემ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას...


მსგავსი სიახლეები

up