განათლების მინისტრის მოადგილე - ჩვენი მოლოდინია, რომ სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში დაიწყება

განათლების მინისტრის მოადგილე - ჩვენი მოლოდინია, რომ სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში დაიწყება

access_time2020-09-15 18:37:58

ჩვენი მოლოდინია, რომ სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში დაიწყება , - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განათლების სამინისტრომ ძალიან დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ სწავლა 15 სექტემბერს დაწყებულიყო, თუმცა მუდმივად მიმდინარეობს საუბარი განათლების სამინისტროს ბრალეულობაზე ამ პროცესში.


„მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს რატომღაც არის განათლების სამინისტროსა და სხვადასხვა უწყების ბრალეულობა. მინდა ჩვენს მშობლებს და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ მოლოდინი იმისთვის, რომ საკლასო ოთახში დავბრუნდებოდით, იმიტომ რომ ის გამოცდილება, რაც გაზაფხულზე მივიღეთ არ იყო მარტივი გზა. გზა, რომელიც გავიარეთ იყო ურთულესი. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ განათლების სამინისტრომ მოახერხა სრულიად ახალი სისტემის აწყობა და ამას ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, რომლებსაც მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებს. საქართველო იყო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც ამ პანდემიის პერიდოში შეძლო და მოახერხა და ეფექტიანად წარმართა სასწავლო პროცესი. იმისთვის, რომ 15 სექტემბერს დაწყებულიყო სწავლა უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ, როგორც ტექნიკურად ასევე მატერიალურად და შინაარსობრივად და ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ სწავლა დაიწყება პირველ ოქტომბერს და ჩემი თხოვნაა, რომ დავიცვათ წესები იმისთვის, რომ ჩვენი შვილები დავაბრუნოთ სკოლებში“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.





IPN.GE 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up