განათლების მინისტრი: გამოცდებში შეიძლება საგნობრივი უნარების ჩამატება

განათლების მინისტრი: გამოცდებში შეიძლება საგნობრივი უნარების ჩამატება

access_time2019-02-09 21:31:57

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ქრონიკასთან“ განათლების რეფორმა შეაჯამა. მინისტრის თქმით, რეფორმაზე მუშაობენ ექსპერტები საქართველოდან და უცხოეთიდანაც. ყოველდღიურად იმართება შეხვედრები, რათა გადაწყდეს განათლების კომპლექსური ნაწილის საკითხი და არა მხოლოდ გამოცდები. 

„გამოცდები მხოლოდ ერთი ნაწილია რომელზეც ჩვენი ხედვა გვაქვს, აქტიურად ვმუშაობდით ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა ბატიაშვილმა. მისი თქმით, განათლების სისტემას დღეს სერიოზული პრობლემები აქვს, დაწყებული სკოლიდან, დამთავრებული მეცნიერებით, რომელიც ბატიაშვილის თქმით, თითქმის ნულამდეა დაყვანილი. „მეცნიერება, განათლება, მეცნიერება. დღეს ეს ბაზისი არ არსებობს. ეს რაღაც ისტორიულ მომენტზე ასე გაკეთდა. ერთ დღეში ხელაღებით გავაუქმეთ ყველაფერი“,  - განაცხადა განათლების მინისტრმა. 

ბატიაშვილის თქმით, სწავლების ახალი მეთოდის საპილოტო ვერსია 150 სკოლის დაწყებით კლასებში ჩაუშვეს, რომელიც ძალიან წარმატებული იყო და გაზაფხულისთვის, მსგავსი მეთოდები 50 სხვა სკოლაში დაინერგება, შემდეგ კი ექსპერიმენტი რეგიონებზეც გავრცელდება. „პილოტური სწავლების მეთოდის დროს, არამხოლოდ ბავშვების, არამედ პედაგოგების აქტივობა და მოტივაცია დავინახეთ. ჩვენ ვასწავლეთ პედაგოგებს როგორ წარემართათ გაკვეთილი, მათ კი ეს წარმატებით დანერგეს კლასებში“, - განმარტავს ბატიაშვილი. 

განათლების მინისტრმა გამოცდებზეც ილაპარაკა. „როგორ უნდა შეიცვალოს გამოცდები? საგნობრივ ნაწილში შეიძლება საგნობრივი უნარების ჩამატება. უნარები, საგნები ფიზიკურად არ არსებობს. ერთია როგორ აბარებ, მერე როგორ იყენებ. ტექნიკური მიმართულებით თუ აბარებს აბიტურიენტი, მათემატიკური უნარები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მინისტრმა. 

ბატიაშვილის თქმით, კომპლექსური განათლების სისტემა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ განათლების მიღება ახალგაზრდებს, მხოლოდ გამოცდების ჩაბარების მიზნით არ სურდეთ. პანაცეა ოღონდ გამოცდა ჩავაბაროთ,  არ გვაძლევს შედეგს“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.


„იმედინიუსი“




29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...


მსგავსი სიახლეები

up