განათლების და ქეშის დეფიციტი - ბიზნესის ორი ძირითადი გამოწვევა პანდემიის პერიოდში

განათლების და ქეშის დეფიციტი - ბიზნესის ორი ძირითადი გამოწვევა პანდემიის პერიოდში

access_time2021-12-07 13:00:32

მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეფასებას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება. მისი თქმით, ეკონომიკა იზრდება  წინა, უძრაობის  წელთან შედარებით, ხოლო პანდემიამდელი მაჩვენებლების გაუმჯობესება არა მხოლოდ წლევანდელი, არამედ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც გაჭირდება. მთავარი გამოწვევა, რაც დღესდღეობით სექტორში არსებობს, ჭელიძის განცხადებით,  განათლების დაბალ დონეს და ქეშის დეფიციტს უკავშირდება.

 


,,პანდემიის გამო ბიზნესს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად შეეზღუდა. რეალურად გაყიდვაც აღარ იყო წინა 2020 წლის განმავლობაში  და მაშინ გაჩერებული კომპანიების ნაწილი ვერც წელს ამოძრავდა. თუმცა მდგომარეობა აშკარად უკეთესია, ვიდრე შარშან იყო. ცვლილება განსაკუთრებით შესამჩნევია წინა წელთან შედარებით, ზოგადად ბიზნესი ნორმალურ მდგომარეობაშია, შეიძლება ითქვას, რომ მუშაობს. სტაბილურობა იგრძნობა, მაგრამ მომავალი განვითარებისთვის ეს არასაკმარისია. კრიზისიდან გამომდინარე, ბევრ ბიზნესს ქეშის დეფიციტი შეექმნა. მართალია, სახელმწიფო პროგრამების საშუალებით პრობლემა მეტნაკლებად მოგვარდა, მაგრამ არასაკმარისია. თუკი 2020 წელს სახელმწიფო არ იყო მზად და დროულად ვერ მოახდინა რეაგირება, 2021 წლის ბიუჯეტში ნაკლოვანებები გათვალისწინებული იყო და ეკონომიკაში ამან  ზრდა მოგვცა. არაერთი პრობლემა მოგვარდა, მაგრამ გამოწვევად რჩება განათლების დონე და ქეშის საკითხი, მომდევნო წლებშიც ყველაზე მეტად ამ მიმართულებით მოგვიწევს მუშაობა“, - ამბობს მიხეილ ჭელიძე ,,კომერსანტთან“.



მისი თქმით, გაწეული ღონისძიებების მიუხედავად, პანდემიამდელი მდგომარეობასთან დასაბრუნებლად ბიზნესს სავარაუდოდ 2-3 წელი დასჭირდება იმ დროიდან, როცა ქვეყანა კორონავირუსს დამარცხებულად გამოაცხადებს.




გარდა ამისა, ჭელიძე ცალკე გამოყოფს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესს, სადაც ბრუნვის ზრდას ახალი რეგულაციების დამტკიცება შეანელებს.



,,რეგულაციები ,,მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით ბიზნესის ბრუნვას ამცირებს, იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი აუცრელია და, შესაბამისად, მათ სარესტორნო მომსახურებაზე წვდომა არ აქვთ, ამ სეგმენტს ჯერჯერობით ყველაზე მეტად გაუჭირდება“, - დასძენს ჭელიძე ,,კომერსანტთან“.



შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 38,5%-ით გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბრუნვა გაზრდილია ფაქტობრივად ყველა სახეობის საქმიანობასა და ბიზნესსექტორის სხვადასხვა დარგში.



მაღალი ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება განთავსების საშუალებებსა და საკვების მიწოდების მიმართულებებით, ეს არის რესტორნები და სასტუმროები, სადაც 86%-მდე არის გაზრდილი ბრუნვა.



მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up