პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება.
განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.
PISA-ს კვლევებით სკოლის მოსწავლეებში წაკითხულის გააზრების, მათემატიკური უნარებისა და საბუნემისმეტყველო მეცნიერებებიც ცოდნის დონით ევროპაში საუკეთესო შედეგებს ფინეთი და ესტონეთი დებენ.