ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVAX-ის პროგრამის ფარგლებში განაში AstraZeneca/Oxford-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 600 000 დოზა ჩაიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ეს მნიშვნელოვანი შემთხვევაა, რადგან კოვიდ -19 ვაქცინების განაში ჩატანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიის დასრულებისთვის. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა იმის უზრუნველყოფაა, რომ ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს,“- განაცხადეს განაში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ანა-კლერ დუფეიმ და ჯანმოს მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფრენსის კასოლომ.
Reuters-ის მონაცემებით, განაში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით დაინფიცირდა 80 700-ზე მეტი და დაიღუპა 580 ადამიანი.
IPN.GE