ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო ხდება

ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო ხდება

access_time2019-10-15 12:10:54

სამშენებლო პროექტის მომზადების დროს ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



დედაქალაქის მერის თქმით, ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში შედის.




კახა კალაძის განცხადებით, აქამდე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას არ იყო გათვალისწინებული, თუ სად განთვსდებოდა ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.



„როდესაც განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება ხდებოდა, არ იყო გათვალისწინებული თუ სად და როგორ უნდა განთავსებულიყო ურნები. ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან შემდეგ, როდესაც პროექტი დამთავრდებოდა,„თბილსერვის ჯგუფს“ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია უწევდა, ხშირად იყო უთანხმოება, სად უნდა მომხდარიყო ურნების განთავსება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, პროექტშივე აისახოს ეს ყველაფერი, სად უნდა განთავსდეს ურნები და როგორი უნდა იყოს. პროექტის დონეზე უნდა გაკეთდეს, რათა ყველაფერი იყოს თავიდანვე მოწესრიგებული, რომ შემდეგ, არ მოხდეს დაპირისპირება და უთანხმოება იქ მცხოვრებ ადამიანებთან“,- განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ცვლილება საბოლოოდ მოხსნის დისკომფორტს, როგორც მოსახლეობისთვის, ისე მუნიციპალიტეტისთვის.





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up