GANAGE-მა ყველა სადაზღვეო შემოთავაზება ერთ სივრცეში გააერთიანა

GANAGE-მა ყველა სადაზღვეო შემოთავაზება ერთ სივრცეში გააერთიანა

access_time2021-10-17 15:30:12

Ganage ქართული სტარტაპია, რომელმაც ახლახანს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.

Ganage არის დაზღვევის ონლაინ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველა სადაზღვეო შემოთავაზებას ერთ სივრცეში. სტარტაპს უკვე ჰყავს 14 პარტნიორი სადაზღვეო კომპანია, რომელთა შემოთავაზებების ნახვას მომხმარებელი Gana.ge-ს ვებსაიტზე შეძლებს.

როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თინათინ შაყელაძე აცხადებს, ამ ეტაპზე ვებ–გვერდზე გაშვებულია სატენდერო დაფა, რომელიც განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

„სატენდერო დაფის მეშვეობით კომპანიებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში განათავსონ სადაზღვევო ტენდერი და მიიღონ შემოთავაზებები 14 სადაზღვევო კომპანიისგან. ტენდერის განთავსების პროცესი საკმაოდ მარტივია. მაგალითად, კონკრეტული კომპანია განათავსებს პირობითად, ქონების დაზღვევის ტენდერს, რის შემდეგაც ჩვენი პარტნიორი სადაზღვეო კომპანიები უგზავნიან შეთავაზებებს წინასწარ განსაზღვრულ დროში, ხოლო კომპანიას ისღა დარჩენია აირჩიოს მისთვის საუკეთესო შეთავაზება. რაც მთავარია, ეს სერვისი ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია, რადგან კომპანია ზოგავს დროს და თავს არიდებს ყოველგვარ ფორმალობებსა და ბიუროკრატიას.“–აღნიშნავს, თინათინ შაყელაძე.

რაც შეეხება, ფიზიკური პირების დაზღვევას, ნოემბრიდან ვებ–გვერდს დაემატება ახალი პროდუქტი „განაგე დაზღვევა“, სადაც შესაძლებელია სადაზღვევო შეთავაზებების შედარება და შეძენა.


„ამ გზით დაზღვევის შეძენა ყველაზე გონივრული და მოსახერხებელი გზაა იმისთვის, რომ მომხმარებელმა იპოვოს მისთვის საუკეთესო სადაზღვევო პოლისი ბაზარზე. თუ აქამდე მომხმარებელს სჭირდებოდა თითოეულ სადაზღვეოს ინდივიდუალურად დაკავშირებოდა და განეხილა შეთავაზბები, Gana.ge-ზე ზუტად რამდენიმე წუთში შეძლებს 14 სადაზღვევო კომპანიის შეთავაზებებიდან სასურველი სადაზღვეო პაკეტის შერჩევას და ყიდვას.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის GITA-ს საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, რადგან კომპანია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.  იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია განვითარების პროცესშია, ვცდოლობთ მაქსიმალურად დავხვეწოთ პროდუქტები და გავამარტივოთ ყიდვის პროცესი. მიღებული გრანტი ამ საქმეში დიდ როლს შეასრულებს. ამასთან, 14 სექტემბერს ოფიციალურად გავხდით “ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ წევრი.“–აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, თინათინ შაყელაძე.

შეგახსენებთ, რომ სტარტაპი 3 ძირითად პროდუქტს მოიაზრებს, “Ganage დაზღვევა“, “სატენდერო დაფა“ და ონლაინ საგანმანათლებლო სივრცე– „დაზღვევა ორ სიტყვაში“, რომლის მიზანიც, ვიდეორგოლების საშუალებით, დაზღვევის შესახებ ცნობადობის ამაღლება, ტერმინების განმარტება და რჩევების გაცემაა.


წყარო: “ბიზნესპარტნიორი“ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up