„გვეუბნებიან, რომ საზოგადოებამ არ უნდა იაროს რესტორნებში, შემდეგ ეს საზოგადოება ცნობადი ადამიანების ქეიფს უყურებს“ - რესტორატორთა ასოციაცია

„გვეუბნებიან, რომ საზოგადოებამ არ უნდა იაროს რესტორნებში, შემდეგ ეს საზოგადოება ცნობადი ადამიანების ქეიფს უყურებს“ - რესტორატორთა ასოციაცია

access_time2021-04-17 10:00:59

მხოლოდ სფეროს არანაირი პრობლემა არ აქვს, მთლიანად ქვეყანას, საზოგადოებას და ბიზნესს აქვს პრობლემა. სამი უკიდურესად მძიმე რეალობაა, პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი და კოვიდ  კრიზისი, რომლის დაძლევის არანაირი პერსპექტივა არ ჩანს“,  -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

 

მისივე განცხადებით, ის უპერსპექტივობა, ფსიქოლოგიური წნეხი და ნიჰილისტური განცხადებები, რომელიც დაავადების კონტროლის წარმომადგენლებისგან მოდის მთლიანად ანგრევს ეკონომიკას.

 

იმ პროცესებს რაც ქვეყანაში მიმდინარეობს სჭირდება ძალიან კომპეტენტური მიდგომა, იმისათვის რომ ეკონომიკა განვითარდეს და ეს პოლიტიკური კრიზისი საბოლოოდ დაიძრას. დღეს საზოგადოება და პოლიტიკოსები ცალკე არიან გამდგარი. ისინი  თავის საქმეს აკეთებენ და ფიქრობენ, რომ დანარჩენს ხელს არ  უშლიან, იმას რომ ეკონომიკას ხელი ეშლება, იმას რომ კოვიდ ვითარებას ხელი  ეშლება, ამას არავინ  უყურებს, შემდეგ ვიღაც გამოვა ძალიან მკაცრი და  ბრძენი სახით და ამბობს, რომ ქვეყანაში რესტორნები და სუფრები ქმნიან პრობლემასთუ შეიძლება რეკომენდაციებიც მოაყოლონ როგორ უნდა ვიმუშაოთ, რომ არ გავრცელდეს ვირუსი.


გვაქვს ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სადღაც  სივრცეში, რომელიც რესტორანი არ არის, 500 კაციანი ქორწილები იმართება, რაღაც დანგრეული შენობა არის და ვიღაცას დარბაზი აქვს მოწყობილისადაც კლუბურ მუსიკას უკრავენ, ამას რა  საერთო აქვს რესტორანთან? აქედან გამომდინარე ამის ადმინისტრირება უნდა  ხდებოდეს და  არა ლოზუნგებით გამოსვლა, რომ რესტორანი ღუპავს ქვეყანას, მაშინ როდესაც ტურიზმი ახლდება, რა ქნას ტურისტმა რომ ჩამოვა, დიეტაზე იყოს?“ -  აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.


შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ კორონავიურსით გამოწვეული პანდემია ისეთი შემთხვევაა, როცა მის მართვაში კომპეტენცია საქართველოს კი არა მთელ მსოფლიოსაც არ ჰყოფნის და ბიზნესი მას დევნას ვერ დაუწყებს.



როდესაც სუფრაზე მიდის აქცენტი, მაშინ სად დაიფინცირდა იმნაძე, ცერცვაძეგამყრელიძე, პრემიერ მინისტრი. სად ქეიფობდნენ ეს ადამიანები ისეთ რესტორანში მე რომ არ ვიცი, ან რას არღვევდნენ და რომელ ზომებს არ იღებდნენ, ამიტომაც ეს ისეთი ვირუსია, რომელსაც ჩვენ დევნას ვერ დავუწყებთ. სამწუხაროდ ამის კომპეტენცია არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიოსაც არ ყოფნის, თორემ ეს  პრობლემა გადალახული იქნებოდა.


მე ხშირად მითქვამს გამყრელიძესთან და იმნაძესთან დაკავშირებით, რომ ესენი არიან კომუნისტური მენტალიტეტის ადამიანები, რადგან კომუნიზმში პარტია, .. ბოსები იყვნენ წარმოდგენილები და მათ საზოგადოებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, საზოგადოებას თვისთვის უნდა ეცხოვრა და მართლები მხოლოდ ესბოსებიიყვნენ.


დღეს თუ ვინმე თავის ბიზნესს მათრახით მართავს, ის  ბიზნესი წინ ვერ წავა. ასეა  სახელმწიფოც, თუ სახელმწიფო საზოგადოებას მათრახით მართავს და ხმამაღალი ტონით ელაპარაკება ამას საზოგადოება არ მოითმენს. ნახეს უკვე ადამიანებმა თავისუფლება და ეს .. რკინის ფარდა აღარ არსებობს. როდესაც გამყრელიძე გეუბნება, რომ  საზოგადოებამ  უნდა გაითვალისწინოს და არ იაროს რესტორნებში და მერე ეს საზოგადოება ცნობადი ადამიანების ქეიფს უყურებს ეს უკვე ორმაგი სტანდარია“,  - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.


ბურჯანაძე ამბობს, რომ ვირუსის მართვა წარმატებით არ მიმდინარეობს, რადგან ვირუსის გავრცელების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია და ეკონომიკა დაიქცა.


შეიძლება ამ ადამიანებმა თავისი ღვაწლი დაფასებულად ჩათვალონ, მადლობა თქვან და სხვა ადამიანებს მისცენ მართვის შესაძლებლობა. მთავრობა ყველაზე კომფორტულ რეჟიმშია, მთელი პასუხისმგებლობა გადატანილია მედიკოსებზე, ესენიც იღებენ ამ პასუხისმგებლობას, შევიდნენ ამ თამაშში და უხარიათ, რომ ყველაფერში ჩართულები არიან და ამ ასაკში კვლავ საჭირო აღმოჩნდნენ.


გამყრელიძეს ვერ გავაგებინე, რომ დღეს საქართველოში 21- საუკუნეში  რესტორნის დეფიცინირება შეუძლებელია, აღარ არის ის მხოლოდ და მხოლოდ დიდი შეკრებების და ქეიფის სივრცე. დღეს სხვა რეალობაში ვართ, არის კაფე-ბარები სადაც საქმიანი  შეხვედრებია, არის სივრცეები სადაც საუზმობვახშმობ, მიდიხარ სადღაც  და ერთ  ჭიქა ღვინოსაც ვერ მიირთმევ იმიტომ რომ მანქანით ხარ წასასვლელი.


დღეს შაბათ-კვირას არ მუშაობს რესტორნები, ადამიანები რომლებიც მუშაობენ კვირის დღეებში და შეუძლიათ რომ შაბათ-კვირას ფული დახარჯონ ამის შესაძლებლობა არ აქვთ და ეს  ეკონომიკაზე აისახება. ამას  კარგავს  ქვეყანა, სადაც ლარის კურსი 3.45 -ია და ბენზინის ფასი  4 ლარამდეა გაზრდილი“, -  აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.


მოამზადა თაკო კვაჭანტირაძემ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up