“მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებაში ადგილი აქვს გარკვეულ დისკრიმინაციას იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათ მშობლებთან დაკავშირებით. ეს დაუშვებელია, დაუშვებელია მიდგომა, რომ ჩვენ გვქონდეს მსგავსი სტიგმატიზირებული ან დისკრიმინაციული მიდგომა ადამიანების მიმართ, ვისაც აქვს იტალიაში, სინგაპურში, კორეაში თუ სხვაგან მოგზაურობის ისტორია. ”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტაბულა