"დღეს, როცა ვაქცინაციის პროცესი უნდა დაიწყოს ქვეყანაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პროცესია, სინოდის განჩინებას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა." - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ განაცხადა
მისივე განცხადებით ინფექციონისტებსა და საქართველოს ეკლესიას შორის მაღალი ურთიერთგაგებაა
"ურთიერთგაგება ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა იზიარებს, რომ პანდემიის დამთავრების გზა გადის ვაქცინაციაზე და გასაგებია, რომ ვაქცინაცია უნდა ჩაატაროს სამედიცინო პერსონალმა, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობა სწორი ინფორმაციიის მიტანაში არის განსაკუთრებული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესია, როგორც ყველაზე დიდი პატივსაცემი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომლისაც სჯერა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, ძალიან დიდ როლს ითამაშებს წელს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, რასაც ჰქვია პანდემიის დამარცხების ბოლომდე მიყვანა." - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ
Tabula.ge