გამყრელიძე ამბობს, რომ კორონაზე ტესტირება უფასო იქნება

გამყრელიძე ამბობს, რომ კორონაზე ტესტირება უფასო იქნება

access_time2020-03-20 19:45:07

კორონავირუსზე განისაზღვრება და დადგინდება ტესტირების ფასი, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 20 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა კერძო ლაბორატორიებმაც ჩაატარონ.


„საქართველოში სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა, 80% გახლავთ კერძო, მათ აქვთ ძალიან კარგი ლაბორატორიები, სადაც შეუძლიათ იქნება ეს PSR ტექნოლოგიაზე დამყარებული ანუ მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დამყარებული ტესტირება თუ სხვა სწრაფი ტესტების ჩატარება და რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან დავალება მიცემულია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რომ უნდა განისაზღვროს და დადგინდეს ტესტირების ფასი, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, რადგან ეპიდემიების დროს ტესტირების კომერციალიზაცია არ ხდება და დღეს ჩვენ გვაქვს პანდემია მსოფლიოში.


„ამ დროს ყველაფერს თავის თავზე იღებს სახელმწიფო, რათა ადამიანებისთვის ის იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი. ამიტომ განისაზღვრება ოპტიმალური ფასი სწრაფი ტესტის, ანტიგენზე დამყარებული, ანტისხეულზე დამყარებული, PSR-ის და შესაბამისად, უფლება ექნება ყველას, ვისაც შეუძლია ამ ტესტირებების ჩატარება და რა თქმა უნდა, ამას აანაზღაურებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა," - განაცხადა გამყრელიძემ.


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 19 მარტს პარტია „ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ბიუროკრატიის გამო, ხუთი კომპანიის მიერ ტესტების შემოტანაზე უარის თქმა შეცდომაა და არ გამორიცხავს, სწრაფი ტესტების საფასურით სპეკულირება მოხდეს. თანაც, ოპოზიციონერმა ლიდერმა მზადყოფნა გამოთქვა შესაბამისი უფლებამოსილების მიღების შემთხვევაში ჩინეთიდან ნაჩუქარი 1000 ტესტი ჩამოიტანოს.



ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს პირადად გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, რომ დღემდე საქართველოში სწრაფი ტესტი არ არის.


ვაშაძის განცხადებას გამყრელიძემ უპასუხა, რომ ტესტების მომწოდებლებთან დაკავშირებაში დახმარება მათ არ სჭირდებათ.


„დიდი მადლობა ბატონ გიორგის ამ შემოთავაზებისთვის, მაგრამ მეგონა, რომ შემოგვთავაზებდა, ტესტებს გვაჩუქებდა და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი, რადგან, გვარს არ დავასახელებ, რამდენიმე ადამიანმა შესწირა და გადმოგვცა ტესტიც. ასევე, სხვათა შორის, ფულადი სახსრებითაც დაეხმარა დაავადებათა კონტროლის ცენტრს.


გაზეთი „რეზონანსი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up