გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 21-ე სხდომა გაიმართა

გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 21-ე სხდომა გაიმართა

access_time2020-10-17 11:42:09

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 21-ე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ „კომერსანტს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.


სხდომა ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნეს.



სხდომის ფარგლებში განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, გამყოფი ხაზების მიმდენარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2020-2021 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელება, ასევე ამავე სოფლების მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა.




სხდომაში როგორც კომისიის წევრი ცალკეული უწყებების წარმომადგენლები, ისე ცალკეული მუნიციპალიტეტების მერები და სახელმწიფო რწმუნებულები მონაწილეობდნენ.



სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კომისიაზე ცალკეული მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები დასვა, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელეს. კომისიის ფარგლებში ამ პრობლემების გადაჭრის გზები და საშუალებები განისაზღვრა.



„ეს იყო კომისიის თანათავმჯდომარის და სახელმწიფო მინისტრის რანგში ჩემთვის პირველი სხდომა, რომელზეც განვიხილეთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ყველაზე აქტუალური საჭიროებები. ჩემი დანიშვნის პირველივე დღეებიდან მე ვიმყოფებოდი ამ სოფლებში, სადაც პირადად შევხვდი მოსახლეობას, გავესაუბრე მათ საჭიროებებზე და ეგ საკითხებიც ასევე განხილულ იქნა დღევანდელ სხდომაზე. ამასთან გადაწყდა, რომ 2020-21 წლებისთვის გაგრძელდება ამ სოფლებში მცხოვრები სტუდენტების განათლების დაფინანსება, ისევე როგორც ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური დახმარება,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.





თეგები:
სხდომა



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up