გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს.
საქართველოს განათლების სამინისტრომ 2019-2020 სასწავლო წელს ამ სტუდენტებისთვის სწავლის დასაფინანსებლად, 4 მილიონი ლარი გამოყო.
უწყების ინფორმაციით, სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს აკადემიური, უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული სტუდენტების დაფინანსებას.
„ეს არის ძალიან დიდი შეღავათი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც სახელმწიფო უკვე წლებია დგამს და ძალიან მიხარია, რომ სტუდენტების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
Imedinews.ge