სერგი გვარჯალაძე: „გამოწვევად რჩება ქალაქში  24 საათიან რეჟიმში მოქმედი ბიზნესებისა და დაწესებულებების სიმცირე“

სერგი გვარჯალაძე: „გამოწვევად რჩება ქალაქში 24 საათიან რეჟიმში მოქმედი ბიზნესებისა და დაწესებულებების სიმცირე“

access_time2019-11-05 17:40:57

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. რა ღონისძიებები გაატარა მერიამ, რა წინააღმდეგობები შეხვდა მას და რა ძირითადი გამოწვევები რჩება, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „კომერსანტს“ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე ესაუბრა.

 

-ბატონო სერგი, 2018 წელს თბილისის მერიამ ღამის ეკონომიკის პროექტი დაიწყო, მას შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა, კონკრეტულად რა გაკეთდა ამ პროექტის ფარგლებში?

 

-გამოვყოფდი რამდენიმე ღონისძიებას, რომელიც პროექტის დაწყებიდან დღემდე ჩატარდა. პარასკევს და შაბათს, ღამის საათებში მოძრაობს საქალაქო ავტობუსი #222, რომლის საშუალებით დედაქალაქის მაცხოვრებლები და ვიზიტორები  თბილისის მთავარი კულტურული ადგილების გავლით მეტრო ახმეტელიდან მეტრო ვარკეთილამდე გადაადგილდებიან.


ასევე უმნიშვნელოვანესი თემაა აკუსტიკური დანაგვიანება. მხედველობაში მაქვს ღამის საათებში რესტორნებსა და ბარებში არსებული ხმაური, ასევე ქუჩის მუსიკოსების  შემაწუხებელი ხმაური, რასაც მოსახლეობა მუდმივად უჩიოდა. მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფთან ერთად შემუშავდა ღონისძიებები ამ პრობლემის გადასაჭრელად.  ქუჩის მუსიკით გამოწვეული ხმაურის აღმოსაფხვრელად და ამასთან სწორედ ქუჩის მუსიკის ხელშეწყობის მიზნით, ჩატარდა ქუჩის მუსიკის 2 ფესტივალი. ასევე  ჩატარდა სამუშაო შეხვედრა აკუსტიკური დანაგვიანების თემაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, ერთი მხრივ, აკუსტიკის ექსპერტებმა, მეორე მხრივ კი კაფე-ბარების მეპატრონეებმა. შედეგად, შემცირდა  ქუჩის მუსიკასთან და რესტორნების ხმაურთან დაკავშირებით მუნიციპალური ინსპექციის გამოძახებების რაოდენობა.

 

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩატარდა, ეს არის თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ევროპის ქვეყნების ექსპერტ ურბანისტებს, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებს, კულტურის მენეჯერებს და ე.წ. ღამის მერებს მოუყარა თავი. სტუმრებმა ფორუმის მონაწილეებს, ღამის ეკონომიკის სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს  და წარმატებული მაგალითები გააცნეს.

 

პროექტის ფარგლებში, თბილისის ერთ–ერთ ახლადგანვითარებულ სივრცეში („ელექტროვერკი“), 2018 წელს პირველად ჩატარდა neWon-ის მუსიკალური ფესტივალი. ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ ქართველი მუსიკოსების და მათი ახალი ნამუშევრების წარმოჩენას, რომლებიც მოღვაწეობენ ისეთ მუსიკალურ ჟანრებში, როგორიცაა ჰიპ-ჰოპი, ინდი როკი, ნიუ ჯაზი, ელექტრონული და ავანგარდული პოპი. შედეგად,  ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 12-მა  შემსრულებელმა/ჯგუფმა და დასაქმდა 50-ზე მეტი ადამიანი.

 

კიდევ ერთი მიღწევა არის ინოვაციური პლატფორმა Night Lab - ღამის ლაბორატორია. პლატფორმა აერთიანებს რეგულარულ ღონისძიებებს: ტრენინგებს, ვორქშოფებს, ჰაკათონებს და სხვა ასეთი ტიპის ღონისძიებებს, რომლებიც ითვალისწინებენ ახალი ინოვაციური იდეების ხელშეწყობას და განვითარებას და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. შედეგად, 200-ზე მეტ დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცა, პრაქტიკაზე ორიენტირებული ღონისძიებების მეშვეობით, გაცნობოდა უახლეს ინფორმაციას და მიეღო გამოცდილება მარკეტინგის, ტექნოლოგიების და სერვისების სფეროში. გარდა ამისა, “ღამის ლაბორატორიაში” მონაწილე ადამიანებს საშუალება მიეცათ ჰაკათონებისა და მეიქათონების მეშვეობით, თბილისის ღამის ეკონომიკაში არსებული გამოწვევების დასაძლევად, წარმოედგინათ თავიანთი პროექტები და მიეღოთ წახალისება.


ხაზგაზმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტების განსახორციელებელი თანხები კერძო სექტორიდან ჩვენ მოვიძიეთ  და  არ მომხდარა მისი ბიუჯეტიდან დაფინანსება.

 


-პროექტის დასაწყისში საუბრობდით იმაზეც, რომ ცოცხალი მუსიკის შესრულებისთვის ბარ-რესტორნებს შესაძლოა ლიცენზიის აღება დასჭირვებოდათ. რა ეტაპზეა ეს საკითხი?

 

-ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ იმაზე, რომ სხვა ქალაქებში არსებობს მსგავსი პრაქტიკა. ლიცენზიების თემა ამ ეტაპზე არ განიხილება.

 

-ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მოძრავი კვების ობიექტები იყო. რა სამუშაოებს ახორციელებთ ამ მიმართულებით?

 

-პროექტის დაწყებიდან დღემდე, გასტრონომიის ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების განვითარებისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. მაგალითად, მოძიებულ იქნა ინფორმაცია თბილისში არსებული მოძრავი კვების ობიექტების შესახებ და რამდენიმე ლოკაცია მოძრავი კვების ობიექტების კლასტერული განთავსებისათვის, გაიწერა ტექნიკური დავალება აუქციონისათვის, რომელიც ჩატარდა კიდეც, მიმდინარეობდა რეგულარული კომუნიკაცია მოძრავი კვების ობიექტების მეპატრონეებთან და მენეჯერებთან.

 

მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს ის, რომ ამ ეტაპზე მოძრავი კვების ობიექტები არ არის გამიჯნული გარევაჭრობისაგან და მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით.


-იგეგმებოდა ახალი რეგულაციების დაწესება ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებით, რაც მათ დაკვრის უფლების მოსაპოვებლად დოკუმენტის აღებას დაავალდებულებდა. როდიდან იგეგმება ამ რეგულაციის შემოღება?

 

-მე მხოლოდ დავაფიქსირე, რომ  არსებობს რეგულაციები სხვადასხვა ქალაქებში. ანუ, რეგულაცია შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ სხვა გზით წავედით: ქუჩის მუსიკოსების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის დაწყებიდან დღემდე, ჩავატარეთ ქუჩის მუსიკის ორი ფესტივალი და ვცადეთ მუსიკოსებთან კომუნიკაციით მოგვეგვარებინა ხმაურის პრობლემა, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ.  

 

-თბილისის ღამის ეკონომიკის საკვლევად გამოცხადებული 135 000-ლარიანი ტენდერი მეორედ ჩაიშალა. რა გახდა ამის მიზეზი და იგეგმება თუ არა კიდევ ერთი ტენდერის ჩატარება?

 

-მიზეზი იყო ის, რომ განმცხადებელმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები. ტენდერის ჩატარება აღარ იგეგმება. კონცეპტუალური დოკუმენტი უკვე მზად არის და გადის შიდა განხილვებს. ასევე განხილული იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან და  ექსპერტებთან. წლის ბოლომდე დოკუმენტს საჯაროდ  წარმოვადგენთ.

 

-კონკრეტულად რას მიიჩნევთ ღამის ეკონომიკის პროექტის მთავარ მიღწევად და რა ძირითადი გამოწვევები რჩება?

 

-უკვე დიდი მიღწევაა ის, რომ საქართველოში ეს პროექტი დაიწო. ბევრ ქვეყანას ათეულობით წელი დასჭირდა ღამის ეკონომიკის სისტემაში ჩასართავად. გარდა ამისა, გვაქვს კარგი საერთაშორისო კომუნიკაცია და სასტარტო პოზიცია იმისათვის, რომ 24/7ქალაქი გავხდეთ.

 

მნიშვნელოვნად მიმაჩნია საერთაშორისო ფორუმის განხორციელებაც, თუმცა, მთავარ და ყველაზე პრაქტიკულ მიღწევად “ღამის ლაბორატორიას” მივიჩნევ,  რომელიც  ღამის ეკონომიკაში ჩართული სხვა ქალაქებისგან გამოგვარჩევს, რომელიც  მოქნილი, პრაქტიკული ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ახალი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები წავახალისოთ, მათ ცოდნა და ახალი, უნიკალური ბიზნესებისა და პროექტების განვითარების საშუალება მივცეთ .


გამოწვევად რჩება ის, რომ ქალაქში არ არის 24 საათიან რეჟიმში მოქმედი ბიზნესებისა და დაწესებულებების საკმარისი რაოდენობა. არის რიგი ბიზნესმიმართულება, რომელიც აუთვისებელია, მაგალითად,მოძრავი კვების ობიექტები, “სთრითფუდი”. გამოწვევა არის ის, რომ გვაკლია დიდი საერთაშორისო მასშტაბის, უნიკალური და ორიგინალური ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ თბილისის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან. ასევე, გამოწვევად რჩება მომსახურების ხარისხი სხვადასხვა დაწესებულებაში. აღნიშნულ თემაზე აქტიურად ვმუშაობთ “ღამის ლაბორატორიის” ფარგლებში და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანებისათვის ვატარებთ ტრენინგებსა და ვორქშოფებს.


ნინო თამაზაშვილი





Georgian Airways: „აღფრთოვანებული არ ვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“

Georgian Airways: „აღფრთოვანებული არ ვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“
access_time2020-01-21 18:30:44
„მგზავრთა უსაფრთხოებაზე ტარიფის ზრდა ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, ამაზე ინფორმაცია წინასწარ გაჟღერდა. დამატებითი ხარჯია და აღფრთოვანებული არ ვართ ამ ფაქტით, მაგრამ  ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მგზავრთა უსაფრთხოებაა.“ - ასე აფასებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულების...

„კომერსანტის“ 21 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 21  იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-21 21:30:47
„კომერსანტის“ 21 იანვრის TOP 10 თემა 1.ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში 2. თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად...

CNN: 22 მამაკაცი უფრო მდიდარია, ვიდრე 326 მლნ. აფრიკელი ქალი

CNN: 22 მამაკაცი  უფრო მდიდარია, ვიდრე 326 მლნ. აფრიკელი ქალი
access_time2020-01-21 20:30:47
გლობალური უთანასწორობა გავიდა კონტროლიდან ეკონომიკური სისტემების უსამართლობის გამო, რომელიც ზღუდავს ქალების უფლებებს  და აძლევს მილიარდერებს საზოგადოებისთვის უსარგებლო სიმდიდრის დაგროვების საშუალებას - ასეთია საერთაშორისო საქველმოქმედო  ორგანიზაცია Oxfam International-ის კვლევის დასკვნა.   ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს მიიღონ ზომები, რომლებიც შეამცირებს დატვირთვას ქალებზე, რომელიც დაკავებულები არიან ბავშვების და მოხუცების მოვლით. ხშირ...

BAG-ის წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა

BAG-ის  წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა
access_time2020-01-21 16:00:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 2005 წლიდან მსოფლიო საავტომობილო ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ბაზარს უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების სრული სპექტრით, მათ შორის კომერციული ავტომობილებითა და მძიმე ტექნიკით, ასევე უახლესი აპარატურით აღჭურვილი...

ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს

 ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს
access_time2020-01-21 16:50:54
„აქედან გამოსულ მანდილოსანს ნუ გაეარშიყებით, ის შეიძლება ბებიათქვენი აღმოჩნდეს“ - ეს სიტყვები, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი ესთეტიკური ცენტრის სლოგანს წამოადგენდა, პირველად გადაჭარბებულად მომეჩვენა. მაშინ ამ სფეროს ექიმებთან არ მიხდებოდა ურთიერთობა და თვითონ სფეროზეც ნაკლებად მომეხსენებოდა. გავიდა დრო, ჯერ სურვილი გაჩნდა ესთეტიკურ ცენტრში მისვლის, შემდეგ-საჭიროება......


მსგავსი სიახლეები

up