გამოუსადეგარი ჩრდილოეთის დერეფნის ფონზე, საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება

გამოუსადეგარი ჩრდილოეთის დერეფნის ფონზე, საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება

access_time2022-07-01 18:00:00

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი, ТМТМ შესაძლოა, ჩრდილოეთ დერეფანზე უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, რაც საქართველოს და აზერბაიჯანის საერთო ინტრესია. ამის შესახებ ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიის, APM Terminals Poti-ის კომერციულმა დირექტორმა, იან როულინსონმა სააგენტო Trend-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.


მისი შეფასებით, იმისათვის, რომ შუა დერეფანი კონკურენტუნარიანი გახდეს, ის უკიდურესად ეფექტური უნდა იყოს გამჭვირვალე სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო კავშირებისთვის, როცა უკრაინაში საომარი მოქმედებები დასრულდება და რეგიონი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. იან როულინსონს მიმდინარე წლის პროგნოზირება უჭირს, რადგან, მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გარშემო ჯერ გაურკვევლობაა, ასევე, COVID-19-ის ამჟამინდელი გავლენა, განსაკუთრებით ჩინეთში, გლობალურ მიწოდების ჯაჭვზე კვლავ პირდაპირ ზემოქმედებს.


თუმცა ჩინეთის ტვირთი, რომელიც ტრადიციულად რუსეთის გავლით გადიოდა, დღეს ეფექტურად სწორედ შუა დერეფნით ტრანსპორტირდება. როულინსონის შეფასებით, მართალია, ჩინეთსა და ევროპას შორის რუსული დერეფანიც ეფექტურია, თუმცა ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე საქონლის გადაადგილების დროს გარკვეული სირთულეები იქმნება. სწორედ ამიტომ დღეს შუა დერეფანი ყველა მონაწილეს სჭირდება, რომლებმაც ცენტრალური აზია-კავკასიის, როგორც ჩინეთის ბაზრის ნაწილის კონცეფცია პოპულარული რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გახადონ, თორემ ჩინეთის ბაზარი საბოლოოდ ისევ ჩრდილოეთ დერეფანს დაუბრუნდება, როცა ის ომის შემდეგ ხელახლა გაიხსნება. მაგ დროისთვის შუა დერეფანი მაღალკონკურენტუნარიანად უნდა დარჩეს, რაც, როულინსონის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს კეთილდღეობას მოუტანს.


APM Terminals მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. ასევე, მუშაობს გადაზიდვის ყველა მსხვილ ხაზთან, რომ ფოთი დაუკავშირდეს ევროპულ პორტებს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი. ასევე, დაუკავშირდეს ევროპის სარკინიგზო ოპერატორებს, განსაკუთრებით, პოლონეთსა და გერმანიაში, რომ შუა დერეფნის ეფექტურობა და გამჭვირვალობა გაიზარდოს.



„დღეს ჩვენ ვხედავთ დიდ ინტერესს ჩვენი კავკასიელი მეზობლების, ასევე, კასპიის ზღვის მეორე მხარეს, შუა აზიაში მყოფი ქვეყნების მხრიდან. ისინი დაინტერესებული არიან შუა დერეფანში სარკინიგზო ხაზების ხელშეწყობით, რაც ჩინეთიდან შემოსულ საქონელსაც შეეხება. ჩინური ტვირთები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტრადიციულად რუსეთის გავლით გადაჰქონდათ, თუმცა ბოლო დროს ისინი ყაზახეთიდან კასპიის გავლით ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი ფოთის პორტში ტრანსპორტირდება და ევროპას საზღვაო გზით მიეწოდება. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსეთის გავლით ჩრდილოეთის დერეფანი ახლა უბრალოდ გამოუსადეგარია,“ - აცხადებს იან როულინსონი.


მისი მონაცემებით, დღეისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობა, წელიწადში, დაახლოებით, 500-550 000 TEU-ს შეადგენს, რაც შარშანდელ 300 000 TEU-ზე მეტია და მთლიანი სიმძლავრის 60%-ია.


APM Terminals საპორტო ოპერირების კომპანიაა, რომლის სათაო ოფისიც ნიდერლანდებში მდებარეობს. კომპანია დანიის გადამზიდავი გიგანტის, Maersk-ის სატრანსპორტო და ლოგისტიკის განყოფილებას წარმოადგენს.


წყარო: bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up