გამოუცხადებელი ტენდერი და არარსებული ინვესტორები - მთავრობისთვის „პრიორიტეტული“ ანაკლიის პორტის გეგმები

გამოუცხადებელი ტენდერი და არარსებული ინვესტორები - მთავრობისთვის „პრიორიტეტული“ ანაკლიის პორტის გეგმები

access_time2022-06-10 10:00:07

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი ინვესტორის შესარჩევი კონკურსის პირობები უკვე მოამზადა. მთავრობის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, ახალი ტენდერისთვის პირობები შემუშავებულია, თუმცა მისი გამოცხადების თარიღი უცნობია.


„პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა. 2021 წლის 13 მაისს, სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას − MTBS-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, კომპანიამ განახორციელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ფარგლებში არსებული კვლევების განახლება და დამატებით ახალი კვლევების შემუშავება, კერძოდ, კომპანიამ შეასრულა შემდეგი კვლევები: (ა) ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ტვირთნაკადების პროგნოზი რამდენიმე ალტერნატიული სცენარის გათვალისწინებით; (ბ) ფინანსური/ბიზნესმოდელის განახლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზისთვის; (გ) ტვირთბრუნვის კვლევის განახლებისა და ფინანსური მოდელის საფუძველზე, ყველაზე ოპტიმალური საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელის შესახებ რეკომენდაციების წარმოდგენა, მათ შორის, რისკების განაწილებისა და კერძო ინვესტორებისგან მოსაზიდი კაპიტალის ოდენობისა და ვადების თაობაზე; (დ) მარკეტინგის სტრატეგიისა და გეგმის წარმოდგენა პროექტის, როგორც რეგიონული მნიშვნელობის, ასევე ადგილობრივი ბაზრის გათვალისწინებით. გარდა აღნიშნულისა, ამავე კომპანიამ განახორციელა საქართველოს სანავსადგურე სექტორის კვლევა და მოამზადა რეკომენდაციები შესაბამისი სტრატეგიის დაგეგმვის თაობაზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია აღნიშნული სექტორის განვითარების კუთხით სრული სურათის აღქმისა და გაანალიზებისთვის.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მომზადდა დოკუმენტაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ახალი შესარჩევი პროცესის დასაწყებად“, - აღნიშნულია მთავრობის ანგარიშში.


მთავრობის გეგმები


ანაკლიის პორტი, რომ პრიორიტეტად რჩება, ამაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა. მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება და ამისთვის ჯერ კიდევ ომის დაწყების წინა დღეებში მიიღეს კონკრეტული გადაყვეტილება, რის საფუძველზე მოამზადეს მთელი რიგი პროგრამა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ანაკლია.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ანაკლიის ახალი, ღრმაწყლოვანი პორტის აშენება. ფაქტობრივად, ყველა პორტი, რომელიც კეთდება, გათვლილია რეალურად უფრო მეტ სიღრმეებზე, უფრო მეტი ტვირთამწეობის გემებზე. რამდენიმე ინვესტორი არის, რომელიც ინტერესს გამოტახავს და სახელმწიფოსთან ამაზე საუბრობს. ჩვენ ჩავატარეთ დეტალური კვლევა ცნობილ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან, ეს არის ნიდერლანდური კომპანია MTBS, რომელმაც შეისწავლა ზოგადად საქართველოს პორტები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთო სურათი დაგვენახა და აქცენტი არ გვქონოდა მხოლოდ ერთ პორტზე, ეს ერთმანეთთან იმდენად ურთიერთდაკავშირებულია, რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა. დღეს ეს კვლევები არსებობს, არის გარკვეული მიგნებები, ჩვენთვის არის დასკვნები გაკეთებული,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.


გასული წლის ოქტომბერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ნათია თურნავაც ამბობდა, რომ მთავრობას აქვს სურვილი, ანაკლიის პორტის ინვესტორების შესარჩევად 2022 წელს საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადოს. გარდა ამისა, პროექტში ახალი ინვესტორის მოზიდვის მიზნით განიხილება, რომ მთავრობის მონაწილეობა უფრო მეტად წონადი იქნება.


დუბაიში მიმდინარე ექსპო 2020-ის ფარგლებში, სწორედ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე იყო საუბარი გლობალურ, საკონტეინერო-სატერმინალო ოპერატორ კომპანია DP World-თან. ნათია თურნავას თქმით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს, როგორც ლოგისტიკური განვითარების კუთხით რეგიონული ლიდერის პოტენციალს შეეხო და კომპანიის წარმომადგენლებმა ინტერესი გამოთქვეს, რომ დეტალურად გაეცნონ ანაკლიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი კვალავაც ინარჩუნებს მაღალ ბიზნეს-მიმზიდველობას.



მთავრობა 2022 წელს, რომ გეგმავს ანაკლიის პროექტის ირგვლივ ნაბიჯების გადადგმას, ეს ბიუჯეტის პროექტიდანაც ჩანს. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. საიდანაც 8 დასაქმებულის შრომის ანაზღაურებაზე 2022 წელს 62 ათასი ლარით მეტი იქნება, ვიდრე წელს იყო და 162 ათასი ლარი გახდება. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მომავალ წელს „გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განვითარების ხელშეწყობა და ახალი საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგი“, სწორედ ამ მიზანს მოხმარდება აღნიშნული თანხა.


სპეციალისტების მოლოდინი


მიუხედავად მთავრობის ოპტიმისტური განწყობისა, რომ ანაკლიის პორტით ახალი ინვესტორის დაინტერესებას და პროეტზე მუშაობის დაწყებას შეძლებენ, შეგახსენებთ, რომ მსგავსი ჩანაწერი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც იყო, მაშინ ასევე ხაზგასმით მიუთითებდნენ, რომ „დაიწყება ანაკლიის საზღვაო, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობესებაზე, არამედ გაზრდის ქვეყნის როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ცენტრად“.


აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ საქართველოს მთავრობის დაკვეთით, კომპანია MTBS-მა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციალთან დაკავშირებით ახალი კვლევა ჩაატარა, თუმცა როგორც ირკვევა, აღნიშნული კვლევა კონფიდენციურია და სახელმწიფო მის შედეგებს არ გაასაჯაროებს. საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან კვლევის მომზადების თაობაზე ხელშეკრულება 2021 წლის მაისში გაფორმდა, 1-ელ ივნისს კი მოსამზადებელ დოკუმენტს კონფიდენციური ინფორმააციის სტატუსი მიენიჭა.


„ყველა ეს გაუთავებელი კვლევა-შესწავლა დროის გაწელვის და ანაკლიის პროექტის დასამარების მიზნით ხდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასული წლის მაისში დაიქირავა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS (Maritime & Transport Business Solutions B.V.), რომელსაც უნდა ჩაეტარებინა ახალი კვლევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციალთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად კი, უნდა განეახლებინა ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზი და ბიზნეს-მოდელი, ასევე, უნდა შეემუშავებინა ახალი მარკეტინგის სტრატეგია და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელი. სამუშაოს დასრულების ვადა განსაზღვრული იყო 8-9 კვირის ფარგლებში. ფაქტობრივად, ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა ანაკლიის პროექტის ეფექტიანობაში ეჭვის შეტანას და პროექტის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების გადავადებას. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს შესრულებიდან გავიდა რამდენიმე თვე, მთავრობა არაფერს ამბობს ამ კვლევის შესახებ და უმალავს მის შედეგებს ჩვენს მოქალაქეებს“, - ამის შესახებ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.


პროექტის ირგვლივ კითხვები აქვს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და „ანაკლია სითის“ ყოფილ ხელმძღვანელ ქეთი ბოჭორიშვილსაც. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ტენდერის გამოცხადების შესახებ მუდმივად გვესმის მსჯელობა, თუმცა რეალური ნაბიჯები არ იდგმება.


„საჭიროა ყველა ვეცადოთ, რომ ეს პროექტი გამოვიდეს და როგორმე მოხდეს შეთანხმება. თავიდანვე უნდა მოხდეს საერთაშორისო ბანკების და საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობა, რადგან მსგავი პროექტების განხორციელება ასეთი ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. რაც უფრო ადრე ჩაერთვებიან და თავიანთ პირობებს დადებენ, ეს უფრო რეალისტურს გახდის მას. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ მთავრობა რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, მათ შორის არც ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კუთხით, ამიტომ მუდმივად იმაზე საუბარი, რომ ტენდერი დღეს ან ხვალ დაიწყება, არაფერს გვაძლევს. ყოველ შემთხვევაში, გარედან არ ჩანს, რომ რაიმე კეთდებოდეს რეალური ინვესტორის მოსაზიდად“, - აღნიშნა ქეთი ბოჭორიშვილმა.


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო ჩრდილეთის გზები ჩამოვიდა სამხრეთით სადაც შუა დერეფანი საქართველოა, ანაკლიის პორტის არსებობა ქვეყნის ეკონომიკისთვის გარდამტეხი იქნებოდა.


2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რის შემდეგაც კონსორციუმმა და მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს, დავა დღემდე მიმდინარეობს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოუტანა. მას შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა და მუდმივად არის საუბარი პროექტის განახლების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up