„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია

access_time2020-12-04 17:55:18

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს. Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.

 

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის პოზიტიური გზავნილი როგორც ინვესტორებისთვის ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთის, ვინაიდან დემოკრატიული ღირებულებების გატარება და ქვეყნის მდგრადი განვითარება განაპირობებს კონკურენტუნარიანობას და ბუნებრივია, აღნიშნული მაჩვენებლები მისასალმებელია.

 


„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის. დღეს, ისე როგორც არასოდეს, მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის მეტი პოზიტიური შეტყობინება ქვეყანაში არსებული და მომავალში მოსალოდნელი ბიზნესგარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. კოვიდ პანდემია მსოფლიოში და მასთან ერთად საქართველოშიც მალე დასრულდება, ამის ცალსახა ნიშნები უკვე არსებობს და ჩვენ დღეიდან უნდა დავიწყოთ მზადება პოსტპანდემიური ეკონომიკური რეალობისათვის, ახალი საინვესტიციო და ეკონომიკური პოლიტიკისათვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ დაზიანებული ეკონომიკის აღდგენა და ზრდის ახალი, ბევრად სწრაფი ტემპის მიღწევა. ამასთან, გამჭვირვალობა, კორუფციის დონე, ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთობა -  ეს ის მიმართულებებია, რომელზეც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რადგანაც ეს არის სრულყოფის მუდმივი პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

 

 



თეგები:
BAG



ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
access_time2021-01-20 21:10:01
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-20 21:00:01
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1 „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე   „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო,...

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს
access_time2021-01-20 20:00:08
20 იანვარს  საქართველოში უმსხვილესი ენერგო ობიექტი, ენგურჰესი  გაჩერდა. ელექტროსადგურზე გეგმიური სამუშაოები ჩატარდება, რომელთა მიზანია სადერივაციო გვირაბის შეკეთება რის შემდეგაც სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის დანაკარგები მკვეთრად , წელიწადში 150 მლნ. კვტ.ს. - ით შემცირდება.   ენგურჰესი არის ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რომელსაც გამომუშავებული ენერგიის 40% ეკუთვნის. ამ გაყოფის მიზეზი ისაა, რომ ელექტროსადგურის მართვა...

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა
access_time2021-01-20 18:00:51
სამედიცინო პერსონალის პროფესიული უზრუნველყოფის მიზნით ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, დაწყებული განათლების ხარისხის გაუმჯობესებიდან, დამთავრებული სათანადო ანაზღაურებით, - როგორც კვლევით ცენტრის ბლოგზე თამარ სულუხია წერს, პანდემიის დროს ჯანდაცვის სფეროს მენეჯმენტი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გადარჩენის გარანტიაა.   „პანდემიის შემდგომ საქართველოში დაგვრჩება შედარებით უფრო კომპეტენტური და უფრო მაღალი იმიჯის მქონე ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ მიერ არცთუ სათანადოდ დაფასებული ექიმები და...

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-01-20 17:00:43
მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია 1-ლი თებერვლიდან კურორტების გახსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგის დადგომას ვარაუდობს.   როგორც მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, მაია ბიჭიკაშვილი აცხადებს, კერძო სექტორი ყველანაირი რეგულაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის მზად არის და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს.    „არავინ იცის, 1-ლი თებერვლიდან მთის კურორტები გაიხსნება, თუ არა. ბიზნესისთვის ეს დამღუპველია. მთის...


მსგავსი სიახლეები

up