გამოკითხული რუსების 80%-ს დასავლეთის რუსეთის პარტნიორად და მეგობრად ხილვა სურს,- ასეთია „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
რესპონდენტთა 16% დასავლეთს მოწინააღმდეგედ განიხილავს, 3% კი როგორც მტერს. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 52%-მა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს საფუძველი უფრთხოდეს ნატო-ს, 35%-ის აზრით კი, რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთისთვის, ხოლო რესპონდენტთა 44% მიიჩნევს, რომ რუსებს ნატოსი არ უნდა ეშინოდეთ.
imedinews