არის თუ არა საფრთხე რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოს ეკონომიკისთვის - ეკონომიკის ექსპერტების შეფასებები PMC RC-ის ანგარიშში

არის თუ არა საფრთხე რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოს ეკონომიკისთვის - ეკონომიკის ექსპერტების შეფასებები PMC RC-ის ანგარიშში

access_time2022-12-07 15:35:49

გამოკითხული ქართველო ეკონომისტების თითქმის 90%-ი ფიქრობს, რომ მაღალი ინფლაცია ამჟამად მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკას.  ამის შესახებ საუბარია „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ ანგარიშში, რომელიც პიემსი კვლევითი ცენტრის (PMC RC) პროდუქტია. აღნიშნულ პროექტში საქართველოდან 60 ექსპერტი მონაწილეობს, კვლევა კი ნოემბერში ჩატარდა. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ უმრავლესობამ მაღალი საფრთხის შემცველ გარემოებებად დაასახელა უკრაინაში რუსეთის ომი (77%) და ცხოვრების ხარჯების ზრდა (72%).



ამავდროულად, რესპონდენტთა 50% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოში ამჟამად საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ დაბალ ან ძალიან დაბალ საფრთხეს წარმოადგენს. ეკონომისტთა ნახევარზე მეტი (61%) ფიქრობს რომ შრომითი ემიგრაცია არის საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალი ან ძალიან დიდი მნიშვნელობის საფრთხე. საპირისპიროდ, 11% ფიქრობს, რომ შრომითი ემიგრაცია საერთოდ არ წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს ეკონომიკისთვის.




მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამიზნე ინფლაცია 3%-ია, 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6%-ს მიაღწია. შესაბამისად, ეკონომისტებმა შეაფასეს, თუ რომელი ზომები იქნება ყველაზე ეფექტიანი საქართველოში ინფლაციის დასაძლევად.



გამოკითხულ ეკონომისტთა 94% ფიქრობს, რომ გამკაცრებულ ფისკალურ პოლიტიკას ძალიან მაღალი, მაღალი ან სულ მცირე ზომიერი ეფექტიანობა მაინც ექნება საქართველოში ინფლაციის დაძლევაში. ანალოგიურად, 89%-ს სჯერა ინფლაციის დაძლევისთვის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობისა. მეორე მხრივ, ხელფასების კონტროლი და ფასების კონტროლი შეფასდა როგორც ინფლაციის წინააღმდეგ არაეფექტიანი ან ძალიან დაბალი ეფექტიანობის მქონე ზომები. მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ ფასების კონტროლი შეიძლება იყოს მაღალ ეფექტიანი და არც ერთი რესპონდენტი არ მიიჩნევს ხელფასების კონტროლს ინფლაციის წინააღმდეგ მაღალი ეფექტიანობის მქონე ზომად.



თითქმის 70% არ ეთანხმება მოსაზრებას რომ დამატებითი ზომების მიღება არ არის საჭირო და ზეწოლა, რომელიც იწვევს ინფლაციის მაღალ დონეს, დროთა განმავლობაში თავად დასტაბილურდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up