26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. „საქართველოს ბანკმა” ქვეყნისთვის, ამ ღირსშესანიშნავი თარიღის მილოცვა, ტრადიციულად სპეციალური ვიდეორგოლით გადაწყვიტა.
ვიდეორგოლში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის (1918-1921 წ.წ) ნოე ჟორდანიას სიტყვა ჟღერს, რომელიც მან 1918 წლის 26 მაისს გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის დროს წარმოთქვა. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, კონსტიტუციონალიზმის ფუძემდებელი.
ვიდეორგოლში ასევე ნაჩვენებია საქართველოს უახლესი ისტორიის არქივიდან ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის: იური როსტის 9 აპრილის ფოტო; 2008 წლის ცოცხალი ჯაჭვი; 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობა; ახალი კორონავირუსის პანდემია- ექიმი წყვილი, 2020 წელი; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის ქალები; 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ფოტო; სუხიშვილების ახალი პროექტი-ცეკვა „რამიშვილები“.
დროშა ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოა, ამიტომ „საქართველოს ბანკის” ტრადიცია წელსაც გრძელდება და შეგვახსენებს, გამოვფინოთ დროშა და ამგვარად მივულოცოთ დამოუკიდებლობის დღე ყველას.
(R)