“ავტოავარიის დროს გამოძიება ან ერთ მძღოლს ადანაშაულებს, ან მეორეს და არასოდეს ინტერესდება გარე ფაქტორებით “- დავით მესხიშვილი სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე

“ავტოავარიის დროს გამოძიება ან ერთ მძღოლს ადანაშაულებს, ან მეორეს და არასოდეს ინტერესდება გარე ფაქტორებით “- დავით მესხიშვილი სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე

access_time2019-08-20 10:00:02

08/08/2019 - სენაკში, ნოსირის მთავარ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.


მსგავსი ინფორმაცია მედიაში იმდენად ხშირად ვრცელდება, რომ საგანგაშო სტატისტიკა საზოგადოებისთვის ჩვეული ამბავი გახდა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად წელიწადში ასობით ადამიანი იღუპება, უფრო მეტი კი ფიზიკურ ტრავმას იღებს.


სენაკში, ნოსირის მთავარ მაგისტრალზე  მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას ადგილობრივი მოსახლეობა ამჯერად თავად იმ  კომპანიას აკისრებს, რომელიც ადგილზე გზას აგებს. ერთ-ერთი მოსახლე კახაბერ ადამია სოციალურ ქსელში ასეთ ინფორმაციას ავრცელებს:


„მას შემდეგ, რაც დღეს სენაკში, გაუმართავი გზის მშენებლობის გამო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 2 ახალგაზრდა ცოცხლად დაიწვა, იმ საგზაო კომპანიამ, რომელსაც აღნიშნულ მონაკვეთზე, აყრილი გზა 4 დღის განმავლობაში შესაბამისი საგზაო ნიშნების გარეშე, უპატრონოდ ჰქონდა მიტოვებული, ღამის საათებში, სიბნელეში განაგრძობდა მუშაობას... დიდი ალბათობით, რაღაც კვალის დაფარვას ცდილობენ  სიბნელეში. შეკითხვებით მისულ ადგილობრივ მოსახლეობას, კომპანიის თანამშრომლებმა ფიზიკური დაპირისპირებით და გინებით უპასუხეს“.


ადგილობრივი მოსახლეობის ბრალდებების დასადგენად „კომერსანტი“ თავად სამშენებლო კომპანიას დაუკავშირდა. ინდ. მეწარმე დავით სიჭინავა გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდეს და მომხდარს პოლიტიკური სარჩულით ხსნის:



„ერთს გეტყვით. ის ვინც ასეთი ხმაური შექმნა და ტელევიზიითაც გამოვიდა, თითქოს მეგზევეების ბრალია მომხდარი, არის პოლიტიკურად მართული. ვიღაც გოგიტა ოდიშარია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, რომელიც პირდაპირ ბრალს მდებს ახალგაზრდების დაღუპვაში, რადგან ჩვენ თითქოს უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ვმუშაობთ. ჩვენ მეგზევეები ვართ და საგზაო ნიშნების გარეშე არსად  ვმუშაობთ. ის დღეები, რომელზეც მოსახლეობა ამბობს, სამუშაოები ჰქონდათ შეჩერებულიო, წვიმდა და ფიზიკურად შეუძლებელი იყო საქმიანობა. შუაღამეს მოგვიწია სამუშაოების გაგრძელება, ანუ როცა წვიმამ  გადაიღო. თანაც, სულ 2 საათის საქმე გვქონდა დარჩენილი“.


რამდენად შესაძლებელია ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამნაშავე სწორედ კერძო კომპანია იყოს და მისი დაუდევრობა ? - ამ კითხვით ჩვენ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მივმართეთ.


გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დაზუსტებით რაიმის თქმა რთულია, თუმცა მესხიშვილი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყება ამჯერადაც ზედაპირულად იმუშავებს. შედეგად სიმართლე ვერ გაირკვევა.


„როგორც წესი, გამოძიება ორი მძღოლიდან ან ერთს აბრალებს, ან მეორეს. არასდროს ინტერესდება გარე ფაქტორებით, ანუ იმ წამახალისებელი მექანიზმებით, რაც შესაძლოა უბედურების ნამდვილი მიზეზი გამხდარიყო. მაგალითად, ინფრასტრუქტურული პრობლემები, გზების გამართულობა, უსაფრთხოების სტანდარტები და იგივე საგზაო ნიშნების სწორი გამოყენება - ამ ყველაფერს თითქმის არასდროს იძიებენ და  არ მახსენდება ერთი ფაქტიც კი, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი ამ კუთხით დამდგარიყოს. არადა, სრულიად შესაძლებელია, რომ  უამრავი შემთხვევა  ზუსტად გარე ფაქტორების გამო ხდებოდეს და არა უბრალოდ სიჩქარის გადაჭარბებით“.


დავით მესხიშვილი ყურადღებას ამახვილებს ე.წ. შავ წერტილებზეც:


„ძალიან ხშირად ასეთი ფატალური შემთხვევები ხდება ე.წ. შავ წერტილებზე, რაც მრავლადაა საქართველოში. ესაა ლოკაციები, ზუსტად სადაც ერთსა და იმავე ადგილას ხდება ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი. მაგალითად, ასეთია თბილისში ბელიაშვილის ქუჩა, იგოეთთან, ბათუმში აბუსელიძის ქუჩა და ა.შ. შავი წერტილი შეიძლება იყოს ადგილი, სადაც მძღოლს „ხელი ეწყობა“ ავტოსაგზაო შემთხვევისთვის, ანუ განათებაა არასწორად დამონტაჟებული, მოხვევის მკვეთრი კურსია, საგზაო ნიშნებია ცუდად განლაგებული და ა.შ. მსგავსი წერტილები სამეგრელოშიცაა   და მათი აღმოფრქვის შემთხვევაში, თითქმის 30 %-ით შევამცირებდით ავარიების სტატისტიკას,“ აღნიშნავს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე.


საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის სტატისტიკა ასეთია:


  • 2019 წელი:  17 544 ავტოსაგზაო შემთხვევა, საიდანაც დაიღუპა 154 ადამიანი,  დაშავდა 3 212;
  • 2018 წელი:  34 666 ავტოსაგზაო შემთხვევა, საიდანაც 459 დაიღუპა, 9047 დაშავდა;
  • 2017 წელი:  33 067 ავტოსაგზაო შემთხვევა, საიდანაც 515 დაიღუპა, 8461 დაშავდა;
  • 2016 წელი:  33 736  ავტოსაგზაო შემთხვევა, საიდანაც 581 დაიღუპა, 9951 დაშავდა;
  • 2015 წელი:  31 285 ავტოსაგზაო შემთხვევა, საიდანაც 602 დაიღუპა, 9187 დაშავდა.



სალომე ლემონჯავა




NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა
access_time2021-01-25 13:26:18
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.   კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის დასახელებულია: ფასების ზრდა (45%); სიღარიბე (28%); ლარის გაუფასურება (27%); პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%); დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).   ამასთან,...

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group
access_time2021-01-25 13:00:03
ჭორებს ავრცელებენ თითქოს სექტორთან გარკვეული კომუნიკაცია არის, - Inn Group -ის  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ  უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან ბიზნესის იგნორირებაზე  რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ  კერძო სექტორს სურს მთავრობის დახმარება, თუმცა საკონსულტაციო შეხვედრაზე არ მოდინ. ყოველ დღე ვწერთ თუმცა  არ რეაგირებენ, — ეს ერეკლე კოკაიას ალოგიკურად ეჩვენება. ფრენების დაშვება, სახმელეო  საზღვრების დაკეტვით და აინტერესებს...

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის აეხსნათ, თუ რატომ არის შეზღუდვა სამთო კურორტებზე

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის აეხსნათ, თუ რატომ არის  შეზღუდვა  სამთო კურორტებზე
access_time2021-01-25 11:00:07
კარგი იქნებოდა, რომ  ჩვენთვის აეხსნათ თუ რატომ არის  შეზღუდვა  ბაკურიანზე  და  ზოგადად  სამთო კურორტებზე , როდესაც  სხვა  კურორტებზე ძალიან ბევრი  ხალხია და ფაქტობრივად ამ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი მაინც აქვთ. ვერ  ვხვდები პანდემიის  გავრცელების პრევენციის  კუთხით სამთო კურორტებოის დაკეტვა რას შველის. -  ამის შესახებ "კომერსანტს" დაბა ბაკურიანში მდებარე სასტუმრო  კრისტალის დირექტორმა ქეთევან...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 248 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 248  ტესტი ჩატარდა
access_time2021-01-24 10:57:00
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 979 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 269 PCR...

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს
access_time2021-01-24 09:30:35
საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს. მიმართავაში ნათქვამია, რომ უნდა გადაიხედოს შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ სატარიფო...


მსგავსი სიახლეები

up