“გამოდის, ყაჩაღების სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც კი არ არის ძალადობისგან დაცული“ - მუხაშავრია

“გამოდის, ყაჩაღების სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც კი არ არის ძალადობისგან დაცული“ - მუხაშავრია

access_time2019-03-18 23:30:05

რეალურად რატომ გადადგა ნინო გვენეტაძე გასულ წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან, იყო თუ არა მიზეზი ის, რომ მას ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს წევრები ემუქრებოდნენ, - გვენეტაძის მიმართ დიდი ნწეხის შესახებ სკანდალური განცხადება მისმა ყოფილი თანაშემწემ, კახა წიქარიშვილმა გააკეთა. უფრო მეტიც, მისი თქმით, გვენეტაძეს ჰქონდა შიში, რომ თუკი ის ე.წ კლანს ბოლომდე არ დაემორჩილებოდა, შესაძლებელი იყო მას იუსტიციის საბჭოს წევრები ფიზიკურადაც გასწორებოდნენ - კლანის წევრებს ის ეცემათ კიდეც.

 

იურისტი ლია მუხაშავრიას თქმით, ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 10 წლით იყო არჩეული და როდესაც მან თანამდებობა 3 წელიწადში დატოვა, ამან მაშინვე გააჩინა ეჭვი მასზე ზეწოლის შესახებ, მითუმეტეს, რომ თავად გვენეტაძემ მანამდე საჯაროდაც განაცხადა, რომ მასზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან იყო მუქარა და ზეწოლა.

 

„რაც კახა წიქარიშვილამ თქვა, აბსოლუტური სიმართლეა. რომ არა ასეთი წნეხი და ზეწოლა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობას ასე არ დატოვებდა. ეს ამხელა თანამდებობიდან როცა მიდის ადამიანი, წარმოუდგენელია მას არ ჰკითხო, რატომ მიდის, რაც არ უნდა ჯანმრთელობის მიზეზი იყოს გადადგომის საფუძველი, მაგრამ ჩვენი პარლამენტი აღმოჩნდა ყრუ.

 

"ძალიან მინდა, რომ ახლა მაინც მიაქციონ ამ საკითხს ყურადღება, მაგრამ ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ. თუ ჩვენ ასეთ პრეცედენტს დავუშვებთ, თუ პოლიტიკურ ხელმძღვანელობა ასეთ საკითხებზე ყურადღებას არ გაამახვილებს, თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეიძლება პირადი უსაფრთხოება გადაექცეს საშიშად, მაშინ რიგით მოქალაქეს რისი იმედი უნდა ჰქონდეს?!

 

"ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია და კარგი იქნება მაზე საზოგადოებამ მოთხოვნა გააკეთოს და პოლიტიკოსები ვაიძულოთ, ამ საკითხს ჩაუღრმავდნენ. იმიტომ რომ, გამოდის ყაჩაღების სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც კი არ არის ძალადობისგან დაცული," -ამბობს მუხაშავრია.

 

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს აირჩია 10 წლის ვადით, თუმცა მან სამი წლის შემდეგ, 2018 წლის აგვისტოში მოულოდნელად განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობას ტოვებდა.

 

ამასთან, საგულისხმოა ერთი ფაქტი, 2017 წლის ნოემბერში იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მოსამართლე წევრებსა და გვენეტაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და ნინო გვენეტაძემ საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და სხვა მოსამართლე წევრები მასზე ზეწოლასა და ძალადობაში დაადანაშაულა. ამ საჯარო ბრალდების მიუხედავად მაშინ რატომღაც მის ამ განცხადებას ყურადღება ხელისუფლებიდან არავინ მიაქცია.


 

ამ ინციდენტიდან 7 თვის შემდეგ კი გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა და იურისტებში მაშინვე გაჩნდა მოსაზრებები, რომ გვენეტაძეს წასვლა სასამართლოში არსებულმა ე.წ. კლანმა აიძულა. თუმცა გადადგომის შემდეგ გვენეტაძე მედიასთან არ გამოჩენილა და ამიტომ გაურკვეველი დარჩა რეალურად რა გახდა მისი წასვლის მიზეზი.

 

ორშაბათს კი, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესზე ახალ კანონპროექტი განიხილებოდა, ნინო გვენეტაძის გადადგომაზე და ე.წ. სასამართლოს კლანის მხრიდან ზეწოლაზე სკანდალური განცხადება გვენეტაძის ყოფილმა თანაშემწემ გააკეთა.

 

იურისტმა კახა წიქარიშვილმა თქვა, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვენეტაძის თანაშემწედ მუშაობდა, შესაბამისად კარგად იცის, რა მდგომარეობაში იყო უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.

 

„სასამართლოში ასეთი მოვლენები ხდება და ვინმემ მკითხეთ ნინო გვენეტაძე სად არის, ან რა რეაგირებას აკეთებს? არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და იმალება საზოგადოებისგან. ის რეალურად, მარტო აღმოჩნდა და ვინაიდან ის მარტო აღამოჩნდა, მას ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ.

 

"საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უკვე ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდნენ საბჭოს შემადგენლობა. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მისი პიროვნება რა დონის სტრესის ქვეშ ჩავარდა და მან აირჩია პოლიტიკა კლანთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის. თანამშრომლობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ის ერთი დღე დაეთანხმა კლანს, მეორე დღე დაეთანხმა, მესამე დღე და როდესაც მივიდა პიკამდე, რომ კლანის მსახური უნდა გამხდარიყო, მოსამსახურე ამ კლანის, ამ პიკზე გადადგა ზუსტად," - განაცხადა წიქარიშვილმა.

 

სასამართლო სისტემის გადარჩენის მიზნით წიქარიშვილი ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს, ღიად ისაუბროს იმ ზეწოლაზე, რომელიც სასამართლოში არსებული კლანიდან მოდიოდა მისი მიმართულებით.

 

იურისტი ლია მუხაშავრიას შეფასებით, გვენეტაძემ 2017 წელს თქვა, რომ მასზე ზეწოლა იყო და წესით, ეს განცხადება მაშინვე უნდა გამხდარიყო პარლამენტის განხილვის საგანი და გამოძიების, მოსმენების საგანი.

 

„წარმოუდგენელი ამბავი იყო, ადამიანი აირჩიეს 10 წლის ვადით და მან თანამდებობა 3 წელიწადში დატოვა. კახა წიქარიშვილმა თქვა აბსოლუტური სიმართლე. ჩვენ გვახსოვს, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ღიად თქვა, რომ მასზე იყო ზეწოლა, როცა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა იუსტიციის საბჭოს სხდომა.

 

"როცა ასეთი ღია განცხადების შემდეგ რეაქცია არავინ არ გააკეთა, უნდა ვივარაუდოთ, რომ საბჭოს მხრიდან მასზე წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდა და მიაღწია იმ დონეს, როცა მას ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემა შეექმნა და იძულებული გახდა წასულიყო. რაკი მის განცხადებაზე არავინ არაფერი თქვა, შემდეგ უკვე ვერ იტყოდა, რომ მივდივარ, რადგან შეიძლება ფიზიკურად ჩემზე ძალადობა განხორციელდეს-ო. ხელისუფლებიდან იგნორირება იყო სიგნალი, რომ მას არავინ დაიცავდა და ის ფიზიკურად გახდა იძულებული, თანამდებობიდან წასულიყო,"- ამბობს მუხაშავრია.

 

წყარო: რეზონანსი





პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...

საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება

საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება
access_time2019-12-10 15:15:29
„საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება“-ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა  თემურ ჭყონიამ განუცხადა. უცნობია, რა სახის ინვესტიცია ჩაიდება პროექტში და რა ეღირება უშუალოდ ნივთები, თუმცა ცნობილია, რომ 2020-2021 წელს ქართველ მომხმარებელს McDonald’s-ის  ბრენდის ნივთების შეძენა შეეძლება. „რასაც McDonald’s-ის ნერგავს, მას აუცილებლად...

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა
access_time2019-12-10 11:30:00
10 დეკემბრიდან, დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“, ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს. აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: • ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე. (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს)• საოჯახო ტექნიკა. (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი...


მსგავსი სიახლეები

up