გამკაცრებული რეგულაციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს ეხმაურება

გამკაცრებული რეგულაციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს ეხმაურება

access_time2020-09-28 13:00:20

სახელმწიფოსა და ბიზნესის კონსტრუქციული და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მიღებულ რეგულაციებს და გატარებულ ღონისძიებებს ეტაპობრივად მოაქვს  შედეგი.  მივესალმებით, უკანასკნელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს. აღნიშნული ხელს უწყობს როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტისა და დისტრიბუციის სფეროში ჯანსაღი და სამართლიანი გარემოს დანერგვას, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას.

უფრო მეტიც, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წლის პირველ 8 (რვა) თვეში, დიზელის საწვავის იმპორტის ზრდამ 15,2% შეადგინა. არსებული ვითარების ფონზე, როდესაც ზოგადად შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა, იმპორტის ზრდა მნიშვნელოვანწილად  სწორედ ახალი რეგულაციების შემოღებისა და ფისკალური დისციპლინის გამკაცრების შედეგია.

იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, უახლოეს მომავალში სრულად აღიკვეთება ქვეყანაში აღურიცხავი და უხარისხო პროდუქტის მიმოქცევა, რაც ნებისმიერი ნორმალური და კეთილსინდისიერი ხელისუფლებისა  და ბიზნესის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ამოცანაა.

ზოგადად, მიგვაჩნია, რომ  ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შედეგად  განხორციელებული  საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებები, მათი  შესაბამისი აღსრულების პირობებში, გარანტირებულად შექმნის სამართლიან და კონკურენტულ  ბიზნესგარემოს და უზრუნველყოფს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების შემდგომ განვითარებას.



R





სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება
access_time2021-01-19 13:00:20
სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ნაწილია. გადაწყვეტილების შესახებ ეროვნულ ბანკს ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მომდევნო კვირებში გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების შესახებ...

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს
access_time2021-01-19 16:00:38
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა, დღესღეობით 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარამდეა გაზრდილი, ამიტომ 10 ლარიანი სუბსიდია ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარაა. „პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო რისკი, ელექტროენერგიის გაძვირების...

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-19 15:00:03
10 000 რესტორნიდან, 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია, - ასე აფასებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე სარესტორნო ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას. მისი განმარტებით, რეგისტრირებული 10 000 რესტორნიდან 95% უმოქმედო და გაკოტრებულია. „ფაქტობრივად მკვდარია, ამას რა გააცოცხლებს არ ვიცი. ჩავთვალოთ, რომ რესტორნის მფლობელმა ახალი კაფე/რესტორანი უნდა გახსნას და არა მუშაობა განაახლოს. უამრავი კაფე/რესტორანი დაიცალა იმის გამო, რომ მეპატრონეს...

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე
access_time2021-01-19 14:00:39
ავიაკომპანიები მთავრობისგან საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის გეგმის წარდგენის მოლოდინში არიან. როგორც Myway Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თამარ ქობულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია და მთავრობას გეგმა ამ დრომდე უნდა წარედგინა. „ამ ეტაპზე მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას ველოდებით, რომელიც შემსუბუქებაზე იქნება ორიენტირებული. სანამ ეს გეგმა არ გვეცოდინება,...

საგარეო ვალის საპროცენტო ხარჯი 2021 წელს 300 მლნ ლარს გადააჭარბებს

საგარეო ვალის საპროცენტო ხარჯი 2021 წელს 300 მლნ ლარს გადააჭარბებს
access_time2021-01-19 11:00:07
საგარეო ვალის ზრდასთან ერთად, მისი მომსახურების ხარჯიც იზრდება, რასაც თავის მხრივ გაუფასურებული ლარიც ემატება. 2021 წელს საქართველოს 3.3 კურსზე მოუწევს ისეთი ვალბის დაფარვა რომლის აღების მომენტშიც 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.00-ზე და 2.80-ზე ნაკლებსაც შეადგენდა. 2020 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი გასასტუმრებლად $841 მლნ-ის გადახდა მოუწევს, რაც 18 იანვრის კურსით ₾2.750 მლრდ-ს შეადგენს. ამ თანხის 3/4-ის $604 მლნ-ის გადახდა მეორე კვარტალშია...


მსგავსი სიახლეები

up