ეკონომიკის სამინისტროს ჩავაბარეთ წერილი 1 500 ხელმოწერით. სექტორის მოთხოვნაა, მეტი ყურადღების მიქცევა და დახმარება, - ამის შესახებ „ტვ. პირველის“ ეთერში საქართველოს კლუბებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ განაცხადა.
მისი თქმით, საგადასახადო შეღავათები არ მოქმედებს რადგან კლუბები და ბარები დახურულია. „საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დახმარება, რაც ნაწილობრივ მიიღო სექტორმა. ერთ-ერთი მოთხოვნა იყო არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადის გადავადება. ჯერჯერობით ყველაფერი დაკეტილია და მიღებულ შეღავათებს ეფექტი არ აქვს. რაც დაეხმარება სექტორს, ეს არის ხანგრძლივი და დაბალპროცენტიანი სესხების აღების შესაძლებლობა. ჩვენ გვინდა „აწარმოე საქართველოს“ მსგავსი მოდელი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს დახმარებას 90%-ით. რაც მისცემს ბიზნესს იმის საშუალებას, რომ მივიდეს ბანკში და მოიზიდოს სესხი“, - აღნიშნა ლეჟავამ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში ღამის კლუბები და ბარები არ ფუნქციონირებს.
Imedinews.ge