ღამის კლუბები ღონისძიებების გამართვას შეძლებენ 16 იანვრამდე

ღამის კლუბები ღონისძიებების გამართვას შეძლებენ 16 იანვრამდე

access_time2022-01-15 13:00:14

ღამის კლუბებს 16 იანვრამდე ღონისძიებების გამართვის უფლება მიეცათ.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 14 იანვრიდან 16 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებს საქმიანობის უფლება ექნებათ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ობიექტებში ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეებისა და ღამის კლუბების საქმიანობისთვის რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ახალი წესით, ღამის კლუბებს გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ, მათ შორის შეიზღუდა მაქსიმალურ სტუმართა რაოდენობაც.

სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, კლუბებს მოუწევთ მათ შორის შემდეგი წესების დაცვა:

  • უზრუნველყავით, რომ გასართობი ღონისძიების სივრცეში ერთდროულად სტუმრების რაოდენობა არ აღემატებოდეს სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60%-ს (მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება დაწესებულების მაქსიმალური დატვირთვის შესაბამისად, რომელიც უნდა დადასტურდეს შემოწმების დროს დაწესებულების მიერ);
  • ობიექტზე უზრუნველყავით მხოლოდ იმ სტუმართა მიღება, რომლებსაც გააჩნიათ მწვანე სტატუსი;
  • უზრუნველყავით სტუმართა რაოდენობის კონტროლი, ადამიანთა ელექტრონული მთვლელი მოწყობილობის გამოყენებით იმგვარად, რომ ღონისძიების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელი იყოს დაწესებულების სივრცეში მყოფი სტუმრების ზუსტი რაოდენობის გამოთვლა;
  • სტუმართა ნაკადის მართვა განახორციელეთ იმგვარად, რომ თავიდან აიცილოთ ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია;
  • სალაროსთან უზრუნველყავით გამჭირვალე ბარიერების დამონტაჟება;
  • უპირატესობა მიანიჭეთ ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენებას;
  • მაგიდების არსებობისას გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები;
  • პერსონალი, რომელიც ემსახურება კვებით უზრუნველყოფას, აღჭურვეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: ნიღაბი, სახის დამცავი ფარი, ხელთათმანები.



წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"





2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up