„ღამის განმავლობაში, როცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ნაკლებია, ის იაფი ეღირება“ - დავით ნარმანია ახალი რეფორმის შესახებ

„ღამის განმავლობაში, როცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ნაკლებია, ის იაფი ეღირება“ - დავით ნარმანია ახალი რეფორმის შესახებ

access_time2020-11-16 12:30:52

„საქართველოს მთავრობამ ზაფხულის პერიოდში ენერგეტიკული ბაზრის კონცეფცია მიიღო, რომლის მთავარი მიმართულებაა ელექტროენერგეტიკის სექტორში ღია და გამჭირვალე ბაზრის ჩამოყალიბება, სადაც არ იქნება დისკრიმინაცია და მომხმარებელი შეძლებს, რომ ბაზრის მეშვეობით იყიდოს ელექტროენერგია. მარეგულირებელი კომისია ამ რეფორმის უზრუნველყოფას მარეგულირებელი აქტებით ახდენს და იცავს მომხმარებელთა უფლებებს. ამდენად, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მივიღეთ“, — ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ განაცხადა.


მისი თქმით, მიმდინარე რეფორმებით ენერგეტიკის სექტორში ახალი ერა დაიწყება. მიღებულია ბაზრის, აუდიტის, ინვესტიციების შეფასების წესები, ხოლო ნოემბრის თვეში მარეგულირებელი საცალო ბაზრის წესებს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ტიპიური მომხმარებლები, როგორებიც არიან საოჯახო მეურნეობები და საწარმოები დარჩებიან მართვის ძირითადი პრინციპების ქვეშ. მსხვილი მომხმარებლები კი ივაჭრებენ ბირჟაზე, მათთვის შეთავაზებული იქნება ვაჭრობის რამდენიმე პრინციპი.


„პირველ რიგში, მივიღეთ ბაზრის წესები, რომელიც სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ დოკუმენტის მიღებით ახალი ერა დაიწყო ენერგეტიკის სექტორში. ასევე, მივიღეთ მარეგულირებელი აუდიტის წესები, ინვესტიციების შეფასების წესები, როგორც ენერგეტიკის, ისე წყალმომარაგების სექტორში, მივიღეთ საბითუმო ბაზრის წესები. გადამუშავდა და კვირის განმავლობაში 12-13 ნოემბერს მივიღებთ ისეთ მნიშვნელოვან წესს, როგორიც არის საცალო ბაზრის წესები. გადამუშავდა ასევე ქსელის წესები. და გარდამავალი პერიოდის დოკუმენტს დავამტკიცებთ,რომელიც იქნება მარეგულირებელი აქტი, სადაც ტრადიციული ნაწილიდან, ახალ საბაზრო მოდელზე გადასვლის პერიოდს დაარეგულირებს.


მსხვილი მომხმარებლები ვალდებულები იქნებიან იყიდონ ელექტროენერგია ღია ბაზარზე, ისინი ჩაეხსნებიან დღეს არსებულ, ტრადიციულ გამანაწილებელ ქსელს და სპეციალური აღრიცხვის საშუალებებით მოხდება მათ მიერ შეძენილი ენერგიის აღრიცხვა. ასევე მოხდება შესაბამისი ანგარიშსწორება ბირჟასთან, რომელიც თავის მხრივ, ანგარიშს გააკეთებს გადამცემ სისტემასთან, შესაბამის ოპერატორებთან და ა.შ ყველას ეცოდინება ვის მოუწევს მომდევნო ზაფხულიდან ენერგიის ყიდვა ბირჟაზე. კომისია მცირე მომხმარებლებს დაუდგენს ტარიფებს, განიხილავს მათ დავებს და მათი დაცვის მექანიზმებზე იმუშავებს, განახორციელებს ბაზრის მონიტორინგს იმ მოთამაშეებთან მიმართებაში,რომლებიც ბირჟაზე იქნებიან წარმოდგენილები. დააკვირდება, როგორც მიმწოდებლებს, ასევე მომხმარებლებს და არსებული დავების და გადაუწყვეტელი საკითხების შემთხვევაში ადმინისტრაციული გზით განიხილავს დავებს,“- ამბობს დავით ნარმანია. 


მისი განცხადებით, კომისიის როლი და ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება და არსებული რეფორმები ევროპულ პრაქტიკასა და გამოცდილებებს დაეყრდნობა.



„ასეთია ევროპული პრაქტიკა და მივყვებით ამ გამოცდილებებს. მსხვილი მომხმარებლები, რომლებიც სემეკის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ვალდებულები იქნებიან ივაჭრონ ბირჟაზე, ისინი უნდა დარეგისტრირდნენ. ბევრმა მათგანმა ეს უკვე იცის, რადგან ბირჟა მუშაობს და უკვე ეკონტაქტება მათ. ერთი მხრივ, ბირჟის სისტემა იხვეწება, მეორე მხრივ, მიმწოდებლები და მომხმარებლები ეჩვევიან ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რათა მომდევნო წლის 1-ლი ივლისი როცა დადგება, უკვე ავტომატურად ჩაირთოს სისტემა. ჩვენ გავეცით 2 ლიცენზია. სახელმწიფო ელექტრო სისტემას ბაზრის რეფორმის მოდელის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელვოანი საკვანძო როლი აკისრია დაბალანსების ნაწილში, მეორე ლიცენზია გაიცა ახალდაფუძნებულ საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე, რომელიც იქნება ბაზრის მთავარი ოპერატორი.

მნიშვნელოვანია,რომ ჩვენ მიერ დამტკიცებული წესების მიხედით, საბალანსო ბაზარი იარსებებს და შესაბამისად, ამ ნაწილზე პასუხისმგებელია სახელმწიფო სისტემა, მეორე მხრივ, იქნება დღით ადრე ბაზარი - ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები წინა დღეს იყიდიან მეორე დღისთვის საჭირო ენერგიას. ღამის განმავლობაში, როცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ნაკლებია, ენერგია ეღირება იაფი. შესაძლოა ღამის ცვლებში გადავიდნენ ორგანიზაციები და საწარმოები, ღამე მოიხმარონ იაფი ელექტროენერგია და იაფი დაუჯდეთ პროდუქციის წარმოება,“ ამბობს დავით ნარმანია.


სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, ბირჟამ პრაქტიკული მუშაობა უკვე დაიწყო, იგი ეყრდნობა ჩრდილოეთის ბაზრის მოდელს. ბირჟა აპრობირებული და გამოცდილი სოფტის საშუალებით ივაჭრებს, სოფტის მთავარი სერვერი კი ნორვეგიაშია განთავსებული და არავის ექნება ხელოვნურად ჩარევის შესაძლებლობა. მან „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ გეგმებზეც ისაუბრა. დავით ნარმანიას თქმით, თელასი ახალ კომპანიას აფუძნებს, რომელსაც ექნება სურვილი განახორციელოს მიწოდების საქმიანობა. „ენერგო პრო ჯორჯია“ კი მიწოდებაზე უარს აცხადებს.


„საქართველოს მთავრობა მიწოდების ნაწილში ახალ კომპანიებს დაასახელებს. წესების და პროცედურების მიხედვით, დღეს არსებულმა კომპანიებმა კომისიაში წარმოადგენეს გაყოფის გეგმა. თელასის მხრიდან წარმოდგენილი იყო საკმაოდ ვრცელი და დეტალური დოკუმენტი. მათ ახალი კომპანიაც დააფუძნეს „თელმიკო“- „თელასი - მიწოდების კომპანია“. მათ აქვთ სურვილი რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში დადგენილი წესების მიხედვით შემოვიდნენ და მიწოდების საქმიანობა განახორციელონ; ხოლო, ენერგო პრო თავის ნაწილში,რომელიც ერთი მხრივ, გენერაციასაც ფლობს, აქვს თავისი ჰესები, გამანაწილებელი ქსელი- ამ ეტაპზე უარს აცხადებს მიწოდების საქმიანობაზე,


ენერგოპროს ორი მთავარი საკითხი ჰქონდა დაყენებული, რომლებსაც ლეგიტიმური საფუძველი აქვთ. პირველ რიგში, ეს არის მაღალმთიან დასახლებაში ამოღებასთან დაკავშირებული სირთულეები, სადაც პრაქტიკულად ვერ იღებს კომპანია შემოსავლებს. ფინანსური ტვირთი კი მასზეა ჩამოკიდებული, მეორე, მათ უნდათ,რომ ახალ მოდელში უნივერსალურმა მიმწოდებელმა არ ივაჭროს ბირჟაზე, არამედ თავისუფლად იყიდოს ენერგია. რაც ევროპულ კონკურენციის მოდელთან შესაბამისობაში არ არის. ჩვენ პირველ ვეთანხმებით, მეორე ნაწილში კი აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს. ამიტომ, ენერგო-პრომ გადაწყვიტა გენერაციის და ქსელის ნაწილზე გაყოფა გააკეთოს. ამიტომ მთავრობას ახალი კომპანიის დასახელება მოუწევს, ან რომელიმე სახელმწიფო კომპანიისთვის (მაგ. ენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისთვის) ყველაფრის დაკისრება,“- ამბობს ნარმანია.

ევროპის პრაქტიკაზე და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით მარეგულირებელმა კომისიამ უნივერსალური მიმწოდებლის ტარიფის გამომუშავების მეთოდოლოგიაც შეიმუშავა. ნარმანიას განმარტებით, მეთოდოლოგია პროექტის სახით მზად არის და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაწყებულია.


„მარეგულირებელმა კომისიამ რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა ინვესტიციების შეფასების წესი. ამ წესის მიხედვით, როცა კომპანიები შემოიტანენ ინვესტიციებს, კომისია შეაფასებს, გაკრვეულ ნაწილს გაითვალისწინებს და ის ინვესტიციები, რომლებიც არ იქნება დასაბუთებული კომისია უარს იტყვის მათ შეთანხმებაზე. ინვესტიციები რომლებიც იქნება მარეგულირებელთან შეთანხმებული, სპეციალური გადაწყვეტილებით დამტკიცდება.

კოვიდ 19-მა ენერგეტიკის სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და შეცვალა თამაშის წესები, მათ შორის, მარეგულირებელ კომისიაშიც. მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას,რომელიც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება, განუხრელად ვიცავთ. არცერთი პროექტი არ შემცირებულა და ვირტუალური ტექნოლოგიების გამოყენებით ვცდილობთ,რომ გავიდეთ ფონს. რეფორმების მიმდინარეობაზე და მარეგულირებელის მუშაობაზე ეს არ ასახულა. მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრი მაია მელიქიძე ევროპის მარეგულირებელთა ასოციაციის პრეზიდენტად იქნა არჩეული და ჩვენი ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ასევე არჩეულ იქნა ევროპაში ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ახალი აბონენტების მიერთებები,ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, გადავაავადეთ გარკვეული პერიოდით. სხვადასხვა ქალაქებში სპეციალური საშვების საფუძველზე გადიან სამსახურები ავარიების დროს. ასევე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მთავრობის ინიციატივას კომუნალური გადასახადების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, ასევე ზამთრის სეზონის განმავლობაში 4 თვის გადასახადებს დაუსუბსიდირებს,“- ამბობს ნარმანია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up