"ღამის ეკონომიკის მიმართულებით, ადამიანები მუშაობენ და საქმეს აკეთებენ"

access_time2019-07-30 16:20:57

"ღამის ეკონომიკის მიმართულებით, ადამიანები მუშაობენ და საქმეს აკეთებენ, ხედავთ როგორ რეჟიმში მუშაობს დედაქალაქის მერია და ვფიქრობ ამაზე კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს"- ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე კითხვას, თუ რა გაკეთდა „ღამის ეკონომიკის“ ფარგლებში.„ღამის ეკონომიკის ფარგლებში რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სტრატეგიის შემუშავება, რათა განისაზღვოს რა მიმართულებებით მივდივართ, რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რადგან დიდია მოთხოვნა სხვადასხვა საკითხებზე.


არის რამდენიმე პროექტი განხორციელებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რომ რაიმე შევცვალოთ. გვინდა საუკეთესო ქვეყნებში როგორი მიდგომა და ხელშეწყობაა, ეს გავიზიაროთ. ადამიანები მუშაობენ და საქმეს აკეთებენ, ხედავთ როგორ რეჟიმში მუშაობს დედაქალაქის მერია და ვფიქრობ ამაზე კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


bm.ge გუშინ დაინტერესდა, სად არის ღამის თბილისი დღეს და რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში ღამის ეკონომიკის პოლიტიკის მენეჯმენტი.


პროექტის მენეჯერი სერგი გვარჯალაძე ამბობს, რომ მათ ძირითადად მედიატორის როლი აქვთ და ფუნქციაც მხარეების ერთმანეთთან დაკავშირებაა. სწორედ ამ მიზნით, 300-მდე შეხვედრა უკვე ჩატარებულია, აქ იგულისხმება შეხვედრები მაგალითად, მოსახლეობასა და კაფე-რესტორების მფლობელებს შორის, რომლებიც მსჯელობენ ხმაურის პრობლემებზე, ასევე მათი მიზანია, ბიზნესებისთვის ინფორმაციის მიწოდება-დაკვალიანება, ინიციატივების გაცნობა და ა.შ.



ასევე ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია მერიიდან, თუ რა თანხები იხარჯება ღამის ეკონომიკის პოლიტიკის მენეჯმენტის საქმიანობასა და მათ მიერ განხოციელებულ ღონისძიებებზე.ღამის ეკონომიკის პოლიტიკის ფარგლებში დასაქმებულია სულ 5 ადამიანი, აქედან ერთი თავად სერგი გვარჯალაძეა, დანარჩენი 4 კი, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები არიან.


ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ასევე ირკვევა, რომ 2018 წლის განმავლობაში სულ 4 ადამიანი იყო დასაქმებული და მათთვის გადახდილი ანაზღაურება ჯამში შეადგენდა 67 ათას 916 ლარს.თუმცა, აქედან უდიდესი ნაწილი - 51 ათას ლარზე მეტი - ერთი პირის ანგარიშზეა გადარიცხული, რომელიც სწორედ სერგი გვარჯალაძეა. მისი ყოველთვიური ანაზღაურება კი, 5200 ლარია.


რაც შეეხება 2019 წელს, მიმდინარე წლიდან პროექტს უკვე 5 თანამშრომელი ჰყავს და მათი შრომის ანაზღაურებაზე ჯამურად დახარჯულია: 66 750 ლარი, აქედან 31 200 სერგი გვარჯალაძის ანაზღაურებაა.


BMG





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up