ღამის დისტრიბუციის საკითხის განხილვა დროებით შეჩერდა

ღამის დისტრიბუციის საკითხის განხილვა დროებით შეჩერდა

access_time2018-10-22 20:51:46

ღამის დისტრიბუციის საკითხის განხილვა დროებით შეჩერდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ განუცხადა, საკითხზე მსჯელობა 2019 წლამდე გადაიდო, ამოქმედება კი შესაძლოა, 2020-21 წლებში მოხდეს. მისი თქმით, იმ დრომდე, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტები არ შემცირდება, დისტრიბუტორები ისევ დღის საათებში იმოძრავებენ.


ამასთან, ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დისტრიბუციის ღამით გადატანა არამხოლოდ რითეილ სექტორს, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებდა, რადგან პატარა სავაჭრო ობიექტები მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდნენ და ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობაც გაიზრდებოდა.


შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერად არჩევის პირველივე დღეებიდან გამოვიდა ინიციატივით, რომ დისტრიბუციის ავტომანქანებს ღამის საათებში ემოძრავათ. როგორც ის განმარტავდა, დისტრიბუციის ავტომანქანები გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის დროს, ე.წ. პიკის საათებში პრობლემას ქმნიან.


„სადისტრიბუციო მანქანებისთვის მითითებული იქნება გარკვეული დრო, სავარაუდოდ, 20.00 საათიდან დილის 7 საათამდე”, - აცხადებდა კახა კალაძე. კალაძის განცხადების შემდეგ მერიასა და დისტრიბუტორთა ასოციაციას შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებდა, სადისტრიბუციო მანქანები საცობს არ ქმნიან, რადგან მათი 80% პიკის საათებში არ მოძრაობს. ამასთან, აღნიშნავდა, რომ სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში გადაყვანა მთელ რიგ პრობლემებს შექმნიდა. კერძოდ, ივა ჭყონიას თქმით, ღამის საათებში ვერ მოხერხდებოდა საცალო სავაჭრო ობიექტების მომარაგება, რაც მათ დახურვამდე მივიდოდა. 5000 სავაჭრო ობიექტი კი დახურვის საფრთხის წინაშე დადგებოდა. აღნიშნულზე მერიასა და დისტრიბუტორთა ასოციაციის მოლაპარაკებები საკითხის გადავადებით დასრულდა.


როგორც დღეს ივა ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, იმ დრომდე, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტები არ შემცირდება, სადისტრიბუციო მანქანები მუშაობას ჩვეულ დროს განაგრძობენ. 2019 წელს კი , შესაძლოა, სახელმწიფო უწყებებს თავად ასოციაციამ მიმართოს, რომ რითეილერებთან პრობლემების მოგვარების პროცესში თავადაც ჩაერთონ.



„ჯერ-ჯერობით საკითხი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდა. ამ ეტაპზე დისტრიბუციის ღამით გადატანა არ იგეგმება. საუბარი განახლდება 2019 წელს, როდესაც საცალო სავაჭრო ობიექტები შემცირდება და შედარებით ნაკლები საფრთხის წინაშე ვიქნებით ჩვენც, რათა ქსელში მეტი ამოუღებელი თანხები აღარ დარჩეს და ამდენი დაუსაქმებელი ადამიანი არ იყოს. მერე უკვე შედარებით ლოგიკური იქნება ამ თემაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშო, რომ დღის განმავლობაში, როდესაც სადისტრბუციო მანქანები დადიან, საცობს ნამდვილად არ ქმნიან. საცობის გამომწვევ მიზეზებს შორის, პროცენტულად შეიძლება 1% ეკავოს სადისტრიბუცო მანქანებს“,-აცხადებს ივა ჭყონია.


მისი თქმით, მოლაპარაკება 2019 წელს კი განახლდება, თუმცა ამოქმედება სავარაუდოდ, უფრო მოგვიანებით, 2020-21 წლებში მოხდება.


„2019 წელს შეიძლება ჩვენ თვითონვე შევიდეთ ინიციატივით, რომ სახელმწიფო რაღაც დონეზე მაინც დაგვეხმარს რითეილ სექტორთან მოლაპარაკებებში. ჩვენთვისაც შედარებით უფრო მარტივი იქნება ღამის საათებში ამის გაკეთება, გარკვეულწილად საწვავის ხარჯიც დაიზოგება. ამ პერიოდში ჩვენც უფრო მომზადებული ვიქნებით და მეორე მზარეც, რითელ სექტორს ვგულისხმობ. ღამის დისტრიბუციაზე ახლავე, ასე ხელარებით რომ გადავსულიყავით, ეს არამარტო ჩვენ და რითეილერ სექტორს, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას აზარალებდა“,-აცხადებს ივა ჭყონია.



BPN.GE 









ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს
access_time2018-11-19 19:52:54
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.   მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს,...

„სწრაფი და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“

„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“
access_time2018-11-19 19:00:08
„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“-  ასე აფასებს  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“  მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.   ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს  გადაწყვეტილება ძირითადად, სწრაფი და...

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ
access_time2018-11-19 20:00:00
“ბანკები და ფინანსები” ექსკლუზიურად გთავაზობთ ვალდებულებების განულების პროგრამის შესახებ დეტალებს.   რა არის ვალდებულების განულების პროგრამა?   ერთჯერადი პროგრამა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ბანკისაგან გამოისყიდის ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;   სრულიად გაუნულდება თუ არა მომხმარებელს ვალების განულების პროგრამაში...

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს
access_time2018-11-19 16:55:00
ფონდ „ქართუში“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარი გაკეთდა.   როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.   მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთამ.   „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ...

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება
access_time2018-11-19 15:26:55
საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.   მათივე ინფორმაციით, პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:   2018 წლის 19...


მსგავსი სიახლეები

up