„ღამის დისტრიბუცია წვრილი სავაჭრო ობიექტების ნაწილის დახურვას გამოიწვევს“ - რას ურჩევს ბიზნესი თბილისის მერიას

„ღამის დისტრიბუცია წვრილი სავაჭრო ობიექტების ნაწილის დახურვას გამოიწვევს“ - რას ურჩევს ბიზნესი თბილისის მერიას

access_time2018-03-21 12:40:45

„ღამის დისტრიბუციამ, შესაძლოა, ურჩი რითეილერების რიცხვი გაზარდოს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ განუცხადა.



დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერად არჩევის პირველივე დღეებიდან გამოვიდა ინიციატივით, რომ დისტრიბუციის ავტომანქანებმა ღამის საათებში განსაზღვრულ დროს უნდა იმოძრაონ. როგორც ის განმარტავდა, დისტრიბუციის ავტომანქანები გადატვირთული საავტომობილი მოძრაობის დროს, ე.წ. პიკის საათებში პრობლემას ქმნიან.



ამასთან, რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების განრიგში ცვლილებების შეტანას გეგმავს. 



„პროექტი უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი. როგორც იცით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში იგივე მიდგომები გვექნება. სადისტრიბუციო მანქანებისთვის მითითებული იქნება გარკვეული დრო, სავარაუდოდ, 20.00 საათიდან დილის 7 საათამდე”, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ სადისტრიბუციო კომპანიების ასოციაციასთან შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.



„გვქონდა შეხვედრა, მაგრამ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ თავდაპირველად კონკრეტული რაიონები შევარჩიოთ”,-განაცხადა მან.



ივა ჭყონიას განმარტებით, ზოგადად რეფორმა მისასლმებელია, მაგრამ მისი თქმით, დისტრიბუციის ავტომანქანების ღამის სათებში მოძრაობა ეკონომიკური კუთხით უარყოფით შედეგს გამოიღებს და დიდი ალბათობით, წვრილი სავაჭრო ობიექტების ნაწილის დახურვას გამოიწვევს.




„რეფორმა კარგია, მაგრამ მას ეკონომიკური უკუშედეგი არ უნდა მოჰყვეს. დისტრიბუტორები ცვლილებისთვის მზად ვართ, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა დაგვაზარალოს. უმუშევრობა არ უნდა გაიზარდოს, მაღაზიები არ უნდა დახუროს და ა.შ. პრობლემა იმაშია, რომ ღამის დისტრიბუცია მოითხოვს დამატებით კადრებს, რომლებიც ღამის საათებში იმუშავებენ და პროდუქციას ჩაიბარებენ. შესაბამისად, წვრილი საცალო ვაჭრობის ობიექტები, რომელთა რიცხვიც 5000-მდეა, ღამის საათებში დამატებითი კადრის აყვანას ვერ შეძლებენ, რადგან შემოსავალი ისედაც მცირე აქვთ. მათი ნაწილი ცვლილებას ვერ გაუძლებს, შესაძლოა, დაიხურონ და დისტრიბუტორების ფულიც გაიყოლონ. ისედაც იცით, რომ გვყავს ურჩი რითეილერები, რომლებიც სადისტრიბუციო კომპანიებს თანხებს დროულად არ უხდიან. ღამის დისტრიბუციამ კი მათი რიცხვი შესაძლოა, გაზარდოს“, - აცხადებს ივა ჭყონია.



მისივე თქმით, დისტრიბუციის ავტომანქანები საცობს ნაკლებად ქმნიან და ისინი გადატვირთულ საათებში ქალაქში მოძრაობისგან თავს იკავებენ.



„ჩვენ დავუსაბუთეთ მერიას, რომ სადისტრიბუციო მანქანები საცობს არ ქმნიან. დილის 8 საათიდან 10 საათამდე, როცა საცობია, სადისტრიბუციო კომპანიების 85% ქსელში არ არის. ისინი ქუჩებში 10 საათის შემდეგ გადიან. ისინი ძირითადად ცდილობენ, რომ 17 საათამდე მოახდინონ ობიექტების მომარაგება, რადგან საღამოს საცობებია. დიდი ქსელური მარკეტები კი, რომლებიც ღამის დისტრიბუციას თავად ახორციელებენ, გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან. პარადოქსულია, მაგრამ დღის საათებში უფრო უადვილდებათ ავტომანქანების დაპარკინგება, ვიდრე ღამით. ეს ყველაფერი ავუხსენით მერიის წარმომადგენლებს და მისასალმებელია, რომ ისინი ჩვენს გარეშე გადაწყვეტილებას არ იღებენ. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენთვის მტკივნეული არ იქნება“, - აღნიშნავს ივა ჭყონია. 



ამასთან, დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებლის განმარტებით, დისტრიბუციის ავტომანქანების ღამის საათებში მოძრაობა ქალაქში ავტომანქანების რაოდენობას არ შეამცირებს. 



„თუ პატარა მაღაზია ღამის დისტრიბუციაზე უარს იტყვის იმის გამო, რომ ცვლილება ხარჯებს გაუძვირებს, თავის გადარჩენის მიზნით, თავად წავა ბაზარში და მოიტანს პროდუქტს. ანუ ის მანქანა ქალაქში მაინც იმოძრავებს. ცვლილება გააჩენს იმ პრობლემას, რომ აღურიცხავი საქონელის რაოდენობა გაიზრდება. წვრილი სავაჭრო ობიექტები თვითმომარაგებაზე გადავლენ, რომ ხარჯი ნაკლები ჰქონდეთ. კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი, რაც ამ ცვლილებას ექნება, არის ის, რომ ღამის დისტრიბუცია გამოიწვევს ხმაურს, რაც მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის“, - აცხადებს ივა ჭყონია.



წყარო:bpn.ge





საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-29 13:15:14
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.   მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა...

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური
access_time2020-02-29 15:00:11
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში,...

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
access_time2020-02-29 16:00:47
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.   „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული...

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი
access_time2020-02-29 14:30:25
ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური...

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...


მსგავსი სიახლეები

up